imedi /  02 მაისი 2020, 20:48 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: სწორი მენეჯმენტი რომ არა, პიკს უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

სწორი მენეჯმენტი რომ არა, პიკს უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, თუმცა ამას მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი.

მისი თქმით, არსებული დინამიკა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ხელისუფლება საზოგადოების მონაწილეობის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევდა.

„მაღალი სანქციები არის იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს. ამან შედეგი გამოიღო. რომ არა სწორი გადაწტვეტილებები დღეს მართლაც აფეთქება გვექნებოდა, სააღდგომო დღეებიდან გამომდინარე. არ გვაქვს ის მზარდი დინამიკა, რომელიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ალექსანდრე რაქვიაშვილი

24 სექტემბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ნიკა მელიას დაპირისპირება არ უნდა დაეწყო - დაძაბულობა ისედაც გვაქვს, კონფლიქტები ხელოვნურად რომ არ შევქმნათ

ისეთი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომელთა უკან ასობით ათასი ამომრჩეველი დგას, საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე: რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეფასდა, შსს კი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 17:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე: შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, გავეცი სიტყვიერი პასუხი, სადაც იყო შეურაცხყოფის მკაფიო ნიშნები, ამისთვის მე არა მას, არამედ საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს

მოვიდა [გიორგი გახარია], შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, გავეცი სიტყვიერი პასუხი, სადაც იყო შეურაცხყოფის მკაფიო ნიშნები, ამისთვის მე არა მას, არამედ საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 17:06

სპორტი

თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მინისტრმა მათგან სპორტის ამ სახეობაში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

24 სექტემბერი 2021, 17:04

საზოგადოება

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს, შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: მე ვფიქრობ, რომ მისი ქცევა არის ძალიან არასერიოზული. პირველ რიგში, ეს აჩენს ეჭვებს, ყველა საჯარო მოხელეს და პარლამენტის წევრს გავლილი აქვს ეს ტესტი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ექიმმა ვერ იცნო დოკუმენტი, ხოლო საქართველოში დისკუსიის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გახარია არ ენდობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

24 სექტემბერი 2021, 16:51

მსოფლიო

„თალიბანი“ ავღანეთში დამნაშავეების ფიზიკური დასჯის პრაქტიკის აღდგენას გეგმავს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთში ფიზიკური დასჯის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოლა ნურუდინ ტურაბიმ განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და დიმიტრი სამხარაძე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ რუსთავის ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

24 სექტემბერი 2021, 16:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელ, დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

24 სექტემბერი 2021, 16:43

COVID19

ბრიტანეთში, რამდენიმე კოვიდგადატანილ ადამიანს თმის საღებავზე ალერგიული რეაქცია განუვითარდა

ბრიტანელი სტილისტები კოვიდგადატანილ პაციენტებში თმის საღებავთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე ალაპარაკდნენ. სპეციალისტების თქმით, რამდენიმე კლიენტს დამწვრობისა და გამონაყარის მსგავსი რეაქციები განუვითარდა.

არმენ გრიგორიანი

24 სექტემბერი 2021, 16:36

მსოფლიო

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს და მაღალ დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა გამართოს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მისი პარტიის საარჩევნო სიაშია

„ისაა თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ვინაა ქალი, ვინც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა.

24 სექტემბერი 2021, 16:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია იყენებს სიძულვილის ენას - ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი

„საერთო სურათი იცით როგორია, ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, პროგრამები თითოეული მინუციპალიტეტისთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ეს ხდება ტელევიზიაში და ამას ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 16:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:10

COVID19

შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ერთდროულად

გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას პროვოკაციაზე: ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს არჩევნები. რაც შეეხება გამოხმაურებებს, სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე. - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის მისამართით დაგეგმილ პროვოკაციაზე.

24 სექტემბერი 2021, 16:04

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დასაქმების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგაა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

„დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი“, რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი“. საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ „სინოვაკი“. ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი“ შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.