imedi /  02 მაისი 2020, 21:05 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უნდა იყოს დაცული

რიკ დაემსი

რიკ დაემსი

გარემოს დაცვა და გენდერული თანასწორობა, ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის, რიკ დაემსის მთავარი პრიორიტეტები, რომელზეც მან ვრცლად ქართულ ჟურნალ „დიპლომატთან“ ისაუბრა.

„ჩვენი პლანეტის სიჯანსაღის შენარჩუნება - ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე - ეს არის საკითხი, რომელიც საზღვრებს სცდება.

სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული, მაგრამ ჩემთვის ეს აშკარად გულისხმობს ცხოვრების უფლებას იმ გარემოში, რომელიც სიცოცხლეს უზრუნველყოფს. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ადამიანის უფლებათა იურიდიულ კონვენციაში შევიდეს იურიდიულად აღსრულებადი პროტოკოლი - „ჯანმრთელი გარემოს უფლება“, - წერს, რიკ დაემსი სტატიაში, რომელიც „დიპლომატისა“ და „ნიუ იორკ ტაიმსის“ ერთობლივ ჟურნალში გამოქვეყნდა.

რიკ დაემსი აღნიშნავს, რომ ახალი პროტოკოლი საშუალებას მისცემს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, აკონტროლონ თავიანთი მთავრობები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, მკაფიოდ განსაზღვრული პრინციპის საფუძველზე, შეთანხმებული კონსენსუსის საფუძველზე, თანმიმდევრულად მთელს კონტინენტზე, უკვე დიდი ხნის გამოცდილი და აპრობირებული სააღსრულებო მექანიზმის მეშვეობით - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში.

„ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდები დაიღალნენ მთავრობის მუდმივი უკანდახევით ამ სასიცოცხლო საკითხზე, მათ საკმაოდ ბევრი მოისმინეს სიტყვიერად, ახლა კი მოქმედება სურთ“, - განაცხადა რიკ დაემსმა.

ამავე სტატიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მეორე მთავარ პრიორიტეტად გენდერულ თანასწორობას ასახელებს.

„ევროსაბჭოს სტამბოლის კონვენცია ადგენს ზომებს, რომელიც ყველა წევრი ქვეყნის მთავრობას შეუძლია მიიღოს ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად, დაზარალებულთა დაცვის და დამნაშავეების დევნისთვის. ამჟამად ის ძალაშია ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 34-ში. ჩვენს ასამბლეას შეუძლია, იმუშაოს ეროვნულ პარლამენტებთან, რომ ეს სასიცოცხლო კანონები აღსრულებული იყოს მთელს კონტინენტზე.

ჩვენ საკუთარ ასამბლეაში გენდერული თანასწორობის საკითხზე დიდი გზა გავიარეთ 1949 წლიდან, როდესაც ასამბლეის პირველ სესიას ასზე მეტი დელეგატი დაესწრო და აქედან მხოლოდ ორი იყო ქალი.

2010 წლიდან ჩვენ დაჟინებით ვთხოვდით, რომ ჩვენი ასამბლეის ყველა ეროვნული დელეგაცია მოიცავდეს „ნაკლებად წარმოდგენილი სქესის“ ერთ წევრს, დღეს კი ქალები ასამბლეის მესამედზე მეტს შეადგენენ. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. მსურს ჩვენს რიგებში ვნახო ნამდვილი თანასწორობა, გენდერული ბალანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე“, - აცხადებს რიკ დაემსი.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

25 სექტემბერი 2021, 22:55

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი

ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

25 სექტემბერი 2021, 22:19

პოლიტიკა

კახა იმნაძე: 30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა

30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა

„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები და შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ქვეყნის მთავარ ტკივილს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა კავკასიის რეგიონისთვის და მას გაეროში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 21:51

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდით, სადაც ნაჩვენებია თბილისში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, თბილისელებს ახალი ვებგვერდი- Tbilisistvis.ge წარუდგინა. საიტზე განთავსებულია დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული 4 300-ზე მეტი პროექტი და მიმდინარე 380-მდე პროექტი.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:46

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია. ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 21:23

პოლიტიკა

კახა იმნაძე: თანამეგობრობა კარგად არის განწყობილი პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მიმართ, რადგან იციან, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც

ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა თანამეგობრობისა და დაინტერესებული ქვეყნებიდან ძალიან კარგი განწყობა აქვს. მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:23

საზოგადოება

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირაკლი ღარიბაშვილი კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება

ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერ-მინისტრის მიერ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან როცა ასე მკაფიოდ ჟღერდება დეოკუპაციის საკითხი, ეს მნიშვნელოვანია

დეოკუპაცია არაა მარტივი თემა. რა თქმა უნდა ესაა რთული საკითხი. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ჟღერდება ასე მკაფიოდ ეს საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერმა გაეროში მკაფიოდ ისაუბრა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა. მან საქართველოს გამოწვევების გარდა ისაუბრა გაეროს პრობლემატიკაზეც. გლობალურ საკითხებზე, რომლებზეც უნდა იმუშაოს გენერალურმა ასამბლეამ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:31

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო სერიაში პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს

ეს არის დიდი სიბინძურე, - ასე შეაფასა კახა კალაძემ „მთავარი აქცენტების“ ეთერში მამის, კარლო კალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება. „ეს არის დიდი სიბინძურე. „სანტა ბარბარა“ მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“. მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოთ თავს დაიწვავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, მაგრამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ

მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

უილიამ შეტნერი

25 სექტემბერი 2021, 19:56

ტექნოლოგიები

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

25 სექტემბერი 2021, 19:35

რეგიონი

ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

25 სექტემბერი 2021, 19:09

ტაბლოიდი

მონაკოს პრინცი Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა

მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

25 სექტემბერი 2021, 19:03

რეგიონი

პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

პანკისში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, - ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

აბელ აბესაძე

25 სექტემბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

აბელ აბესაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალებაა, შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად,შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას.