IMEDI /  04 მაისი 2020, 11:17 / სანდო წყარო

უკრაინული მედია: ზელენსკი კიდევ ასჯერ ინანებს იმას, რომ სააკაშვილს დაუკავშირდა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედია საქართველო ექსპრეზიდენტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტ, ანდრეი გოლოვაჩოვის შეფასებით, თუ კი სააკაშვილი უკრაინაში სასურველ თანამდებობას ვერ მიიღებს, ოპოზიციაში გადავა.

„მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად ომის ველზე გამოვიდა.

ზელენსკი კიდევ ერთხელ შარში გაეხვა. ამჯერად სერიოზულად და დიდი ხნით. უფრო სწორედ კი, სამუდამოდ.

მან, პოროშენკოს შემდეგ, ფეხი ჩადგა იშვიათ ნ*ხვში, რომელიც აქამდე წყნარად და განმარტოებულად იდო გზისპირას და არავის უშლიდა ხელს. მაგრამ ზელენსკიმ არ გაუშვა შანსი და მოახერხა თავისი ფეხის თხევად კონსისტენციაში ჩაფლობა. განავალმა ისეთი სუნი აუშვა, რომ პრეზიდენტი უკვე ვალდებულია სააკაშვილს რაიმე თანამდებობა მისცეს, რომელიც დააკმაყოფილებდა მოუსვენარი ქართველის ამბიციებს.

ზელენსკიმ შეურაცხყოფა მიაყენა მიხოს იმით, რომ შესთავაზა თანამდებობა და შემდგომ, საქართველოს ზეწოლის გამო, უარი თქვა საკუთარ წინადადებაზე. საპასუხოდ, სააკაშვილმა მიანიშნა, რომ თუ ზელენსკი არ შეურჩევს მას სათანადო თანამდებობას, მაშინ იგი გადავა ოპოზიციაში.

რას ნიშნავს ეს?

მცირე გადახვევა თემიდან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში სააკაშვილს ეხერხება მხოლოდ ერთი რამ - ნგრევა. არ აქვს მნიშვნელობა რისი, მთავარია - ბრძოლა და ნგრევა სხვადასხვა ლოზუნგის სკანდირებით. სააკაშვილს არ ეხერხება შემოქმედება, არ შეუძლია რეფორმების განხორციელება - მისი რეფორმატორობა მითია. მას მხოლოდ ძველი სტრუქტურების განადგურება ეხერხება, თუმცა განადგურებაში ძალზედ ეფექტურია. ამ საქმეში სააკაშვილს თითქმის ვერავინ შეედრება.

ტურბულენტური, გარდამავალი და რევოლუციური პროცესები - ეს მისი საარსებო გარემოა. მისი სტიქია. ის ყველაფერს საძირკველამდე ანადგურებს. და შემდგომ? შემდგომ კი ჩვეულებრივ დიქტატორად იქცევა.

„ყველა საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი არის დემოკრატი, სხვა არაფერია თუ არა ლამაზი მითი. ის ძალაუფლებას დახარბებული ადამიანია, უფრო სწორედ, იგი შეპყრობილია ძალაუფლების წყურვილით და, შესაბამისად, ძალზე საშიშია. ის არის მოთამაშე, რომელიც ძალიან მაღალ ფსონებს დებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში არ იშურებს არანაირ კომპრომისს“.

და აი ასეთ საშიშ, ოდიოზურ და უმადურ პერსონაჟთან მოახერხა დაკავშირება ზელენსკიმ.

თუ ზელენსკი არ დაასაქმებს სააკაშვილს პრესტიჟულ პოზიციაზე, ეს უკანასკნელი მოირგებს „დემოკრატიის დამცველი ჯაჭვზე მიბმული ძაღლის“ საყვარელ როლს. ის სწრაფად გაურიგდება ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებს და შეუდგება მის მიმართ 24 საათის განმავლობაში „ტალახის სროლას“. სააკაშვილი ამას ეფექტურად, თავდაჯერებულად და თავდაუზოგავად გააკეთებს. არ დანებდება მანამ, სანამ ზელენსკის „ბარიგად“ არ გადააქცევს. მომგებიანი პირობების არსებობის შემთხვევაში ხალხს ბარიკადებზეც კი გაიყვანს.

ზელენსკი უკვე ყველაფერს მიხვდა და ინტენსიურად შეუდგა სააკაშვილისათვის თანამდებობის ძიებას. სავარაუდოდ, ის გამონახავს შესაბამის პოზიციას, მაგრამ მიხო მაინც იჭირვეულებს და იშფოთებს. უბედურება კი ისაა, რომ „სააკაშვილის პრობლემა“ ამით ვეღარ მოგვარდება. ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია.

„საშინელება ის არის, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა ეკავოს სააკაშვილს, ის ყოველთვის იქცევა ისე ... როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. ასე იყო ოდესაში. ახლაც ასე იქნება.“

მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად ომის ველზე გამოვიდა. უფრო სწორედ, ის თავად ზელენსკიმ გამოიწვია და სკალპელის დანაც მისცა ხელში. მათ შორის დაპირისპირება მხოლოდ რამდენიმე თვის ამბავია. სააკაშვილი საკუთარ თავს ზელენსკის პოზიციისთვის ამზადებს.

თავის დროზე პოროშენკომაც უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ქართველს დაუკავშირდა. მან ეს პრობლემა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ მოაგვარა, როცა სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევა. ზელენსკი ვერ გააძევებს სააკაშვილს ქვეყნიდან, მას არ გააჩნია პოროშენკოს მსგავსი ნებისყოფა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზელენსკიმ თვითონ შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემა, რომელიც მას ბოლომდე გაყვება.

ღმერთებმა მიატოვეს ზელენსკი. ხოლო როდესაც ღმერთები ტოვებენ ადამიანს, ის კარგავს აზროვნების უნარს.

ზელენსკი შარში გაეხვა. მაგრამ რას ვიზამთ, ამის ღირსია, რადგან არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების განჭვრეტა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 10:13

ტაბლოიდი

Netflix-მა ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Netflix-მა მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმ Britney vs Spears-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

23 სექტემბერი 2021, 09:58

საზოგადოება

თბილისში 12 500 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზის მიწოდების აღდგენა დღეს 14:00 საათიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2021, 09:48

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს

„დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

23 სექტემბერი 2021, 09:43

საზოგადოება

პროფესორი სტეფან ჯონსი: მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ქართველოლოგიის პროგრამა

„ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა პროფესორმა.

მარკ ელიოტი

23 სექტემბერი 2021, 09:40

საზოგადოება

პროფესორი მარკ ელიოტი: ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ქართველოლოგიის მნიშვნელოვან პროგრამას

„მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ. ეს ისტორიული დღეა. თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში”, - განაცხადა ელიოტმა.

23 სექტემბერი 2021, 09:31

სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო ცოტა ხანში იმსჯელებს.

23 სექტემბერი 2021, 09:23

საზოგადოება

ალექსანდრა ვარკრუმი: საქართველოს გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

„კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა, ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში”, - აღნიშნა ალექსანდრა ვარკრუმმა.

23 სექტემბერი 2021, 09:15

საზოგადოება

კახა იმნაძე: საქართველომ გადასცა საჩუქარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას - შესანიშნავად შესრულებული ხელნაწერი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში

„ძალიან სასიხარულო ამბავია ეს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადის გაეროში, როგორც ოფიციალური დელეგაცია, ასევე უბრალოდ სტუმრები, ტურისტები. მათ აქვთ სპეციალური ტურები, რომ შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ათვალიერებენ ამ საჩუქრებს. ის, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი საჩუქარია გამოფენილი, რომელიც ქართულ ხელნაწერს და ჩვენს ანბანს, ორიგინალურს, განსაკუთრებულს უსვამს ხაზს, როდესაც ასეთი სიძველე არის აქ წარმოდგენილი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას. ეს საჩუქარი განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინაში, მე-2 სართულზე და ეს არის ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ამ დერეფანში არის ყველა ის ცნობილი დარბაზი, რომელიც ხალხმა იცის და მათ შორის, ჩვენ თუ მოვუხვევთ ამ საჩუქრის შემდეგ, შევდივართ სწორედ უშიშროების საბჭოს ცნობილ დარბაზში. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უწევს უშიშროების დარბაზში შესვლა, გაივლის ამ საჩუქართან“, - აღნიშნა იმნაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 სექტემბერი 2021, 08:39

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი გადასცა

საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც არის დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 სექტემბერი 2021, 08:22

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მუშაობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

23 სექტემბერი 2021, 08:10

თემა

უნდა აიცრათ თუ არა ატოპიური დერმატიტის დროს?

უკვე მეორე წელია, რაც COVID-პანდემიამ მთელი მსოფლიოს ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. თუმცა ჯერ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამ, შემდეგ კი უშუალოდ აცრის პროცესის გააქტიურებამ გვირაბის ბოლოს სინათლე დაგვანახა. უფრო მეტიც, ვაქცინაციის წყალობით გარკვეული ქვეყნები ცხოვრების თითქმის ჩვეულ რიტმს უკვე დაუბრუნდნენ. ამ მოვლენების პარალელურად კი ჩნდება კითხვები, ამა თუ იმ კონკრეტული დაავადების დროს შეიძლება თუ არა აცრა და გამონაკლისი არც ატოპიური დერმატიტი აღმოჩნდა, რადგან ასე თუ ისე, ის ალერგიასთან არის დაკავშირებული.

ირაკლი ღარიბაშვილი და ანტონიო გუტერეში

23 სექტემბერი 2021, 08:08

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

23 სექტემბერი 2021, 08:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

იენს სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2021, 01:13

მსოფლიო

ზელენსკი: დროის მკაფიო პერსპექტივა უნდა არსებობდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან

გაეროში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსლიმ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინამ ნატოს სტანდარტებით შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობა პრაქტიკულად დაასრულა.

თიკა რუხაძე

23 სექტემბერი 2021, 01:00

საზოგადოება

თიკა რუხაძე: თბილისს ჰყავს ღირსეული მერი, ღირსეულზე, ღირსეული კანდიდატი, რომელმაც ძალიან ბევრი რეალური პრობლემა გადაუწყვიტა ამ ქალაქს

თბილისს ამჟამად ჰყავს ღირსეული მერი, ღირსეულზე, ღირსეული კანდიდატი, რომელმაც ძალიან ბევრი რეალური პრობლემა გადაუწყვიტა ამ ქალაქს, - ამის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა, თიკა რუხაძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

23 სექტემბერი 2021, 00:57

კულტურა

დევიდ კრონენბერგმა თავისი გარდაცვალების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო

კანადელმა რეჟისორმა დევიდ კრონენბერგმა თავისი გარდაცვალების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ერთწუთიანი ნამუშევარი მარკეტპლაფტორმა SuperRare-ზე გამოქვეყნდა.

ჟოზეფ ბორელი ენტონი ბლინკენი

23 სექტემბერი 2021, 00:52

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა და აშშ-მა ნდობის გასაძლიერებლად უნდა იმუშაონ

ევროკავშირმა და აშშ-მა ნდობის გასაძლიერებლად უნდა იმუშაონ, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს.

მედეა ჯანიაშვილი

23 სექტემბერი 2021, 00:46

საზოგადოება

მედეა ჯანიაშვილი: მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეხმიანება.

23 სექტემბერი 2021, 00:33

სამართალი

გიდების ასოციაცია: პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი

23 სექტემბერი 2021, 00:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვაქვს მონაცემები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, ოპოზიცია კი დამარცხებისთვის უნდა მოემზადოს

მან ასევე მმართველი პარტიის რეიტინგზე ისაუბრა. „ჩვენ რა თქმა უნდა კვლევებს ვატარებთ, ვაკვირდებით, სხვადასხვა სახის კვლევა გვაქს, მათ შორის კარდაკარის პრინციპით. გვაქვს მონაცემები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. ოპიზიცია დამარცხებისთვის უნდა მოემზადოს, რადგან ეს არის მათი სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.