IMEDI /  04 მაისი 2020, 15:06 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი Faireconomics-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას საერთაშორისო მედიაში უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა გერმანულ Faireconomics-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებაზე წერს.

ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითს.

„კოვიდ-19-თან ბრძოლაში მსოფლიომ სოლიდარობის არაერთი მაგალითი ნახა. საერთაშორისო მედია აგრძელებს ამ მაგალითების შესწავლას. ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი. ამ ყველაფერს უკვე მოჰყვა უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო მედიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გერმანული Faireconomics-ის სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კოვიდ-19-ის კრიზისის დროს, პანდემიასთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი თანხა გაიღო თავისი ქვეყნისთვის. სტატიაში ასევე საუბარი ეხება იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი მრავალი ათწლეულის განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავისი ქველმოქმედებით, ამასთანავე მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურული იდენტობის დაცვის საქმეში.

ყველა სიახლე

გიორგი გაჩეჩილაძე

03 ივნისი 2020, 13:17

პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე : ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლები მახსენდება

„უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნების 30-40 -იანი წლების გამოცდილება მახსენდება. მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს, - ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

კორონავირუსი ცხინვალის რეგიონი

03 ივნისი 2020, 13:06

COVID19

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2 ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, მესამე კი მედმუშაკი. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სულ კოვიდინფექციის 45 შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 13:02

საზოგადოება

კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

03 ივნისი 2020, 13:00

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ძირითადი კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ხალხისათვის თანხების პირდაპირი გაცემა და კერძო სექტორის შენარჩუნება შეზღუდავს ზარალის მოცულობას და დაეხმარება ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის პროცესისათვის მომზადებაში

03 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება

საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება. Vanilla Sky-ს ინფორმაციით, ეს რეისებია: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი - მესტია, ნატახტარი - ამბროლაური.

03 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

განათლების სამინისტროს ინიციატივით, Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით, Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

ცოტნე ზურაბიანი

03 ივნისი 2020, 12:55

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დადგა, არის მაღალი სტანდარტის და არა ერთ დღესა და ერთ საათში მიღებული გადაწყვეტილებები

უმრავლესობის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, რამდენად დიდია მთავრობის ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

03 ივნისი 2020, 12:53

პოლიტიკა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიშს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს.

03 ივნისი 2020, 12:50

მსოფლიო

Associated Press: აშშ-ში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 9.3 ათასი ადამიანი დააკავა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 9.3 ათასი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივნისი 2020, 12:50

საზოგადოება

ზვავში დაშავებულების გადასარჩენად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაწვრთვნილ მაშველ ძაღლებს გამოიყენებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, - „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი“.

სალომე ზურაბიშვილის რამ ნათხ კოვინდი

03 ივნისი 2020, 12:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ინდოეთის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„დიდი პატივი იყო პრეზიდენტ კოვინდთან საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას. საქართველოს და ინდოეთის ურთიერთობებში ბევრი რამ გვაქვს წინ, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობით დაწყებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დამთავრებული“, - წერს პრეზიდენტი.

გოჩა ლორთქიფანიძე

03 ივნისი 2020, 12:41

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ევროსასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა 2012-2020 წლებში 5-ჯერ შემცირდა

„ქართული საქმეების ხვედრითი წილი მთლიან საქმეებში, რომელიც შედის ევროპულ სასამართლოში, განახევრდა. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, - ეს კვლავ 2012 წლამდე მომხდარი საქმეები და დისკრიმინაციის საქმეთა ჯგუფია. როდესაც ჩვენ მოვედით 2012 წელს, ამ საქმეებზე არ იყო ჩატარებული ეფექტური გამოძიება და არც კონკრეტული შედეგები იყო დამდგარი“.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშოები

03 ივნისი 2020, 12:39

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სამუშაოები უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

სოფო კილაძე

03 ივნისი 2020, 12:39

პოლიტიკა

სოფო კილაძე: ოპოზციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა

„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე,, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

03 ივნისი 2020, 12:37

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც საბურთალოს კლასტერიდანაა

„ჩვენს კლინიკაში გუშინწინ საღამოს მოიყვანეს ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. პაციენტი საკარანტინო ზონიდან იყო. გუშინ დადასტურდა კორონავირუსი. ის გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრში. პაციენტს სამდღიანი ცხელების ანამნეზი ჰქონდა. აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. პნევმონია არ დადასტურებულა. მისი ოჯახიდან ინფექცია დედამთილსა და მამამთილს აქვთ დადასტურებული. ეს ქალბატონი მათთან ერთად ცხოვრობდა. დედამთილი და მამამთილი მკურნალობენ, ოჯახის დანარჩენი წევრები კარანტინის სივრცეში იმყოფებიან“, – აღნიშნა მარეხი ბექაიამ.

03 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

მედია: აშშ-ში მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მსვლელობისას სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

რომის პაპი ფრანცისკე

03 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

რომის პაპმა აშშ-ში რასიზმი და ძალადობა დაგმო

ფრენცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგედია უწყოდა და აღნიშნა, რომ ლოცულობს მისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც „რასიზმის ცოდვის“ შედეგად გარდაიცვალა. ამერიკელებს გაერთიანებისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

სოფო კილაძე

03 ივნისი 2020, 12:28

პოლიტიკა

სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ქვეყანას დაატრიალეს თავზე, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ისიც - ძალიან იშვიათად, ვისმენთ საუბარს ცალკეულ „შეცდომებსა“ და „გადაცდომებზე“. მოდით, აბა, იმ ადამიანებს, ოჯახებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას?“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

03 ივნისი 2020, 12:24

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა

ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების არეალის მნიშვნელოვანი ზრდისა და მათი გატანის გრაფიკის გაუმჯობესებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 12:19

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ

ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით: „ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი.