IMEDI /  04 მაისი 2020, 15:37 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი: ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

როცა საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლზე საუბრობს ოპოზიცია, ეს აბსურდული და კომიკურია, რადგან ამ მოწვევის პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით არის საუკეთესო, განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტებისგან, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პარლამენტისგან, როცა ეს მექანიზმი საერთოდ არ არსებობდა - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრება არ შეჩერებულა და გრძელდება, თუმცა არა იმ პირობებსა და ვითარებაში, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არის ქვეყანაში გამოცხადებული და, შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს პარლამენტიც. როცა ოპოზიცია ითხოვს, ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს საპარლამენტო საქმიანობა, კონსტიტუციაში მაინც წაიკითხონ, რა წერია მასში. იმისათვის, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს, საგანგებო მდგომარეობა უნდა მოიხსნას.მოგეხსენებათ, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გადავდივართ ყველაზე მძიმე ეტაპზე. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გავრცელების ყველაზე მაღალი პერიოდი დგება. და სწორედ დღეს აცხადებს ოპოზიცია, რომ ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს. ანუ გამოდის, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თურმე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ახლა კი, როცა ყველაზე მძიმე კრიზისულ ეტაპზე გადავდივართ, ახლა გაახსენდათ საპარლამენტო კონტროლი და ჩვეულებრივ საპარლამენტო ცხოვრებაზე გადასვლა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი განმარტებით, კრიზისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღესაც პარლამენტის წევრების უშუალო მონაწილეობით მიიღება. მისი თქმით, იმ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელიც დღეს კრიზისის მართვის მთავარი ერთეულია, არიან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები.

„ეკონომიკური საბჭოს მუშაობაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები არიან ჩართულნი. მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ოლქებში ყოველდღიურად მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, კლინიკა არ არის დარჩენილი საქართველოში, რომ არ მისულიყვნენ და არ შეემოწმებინათ, რა მდგომარეობაა თითოეულში“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის ყველა პარლამენტი დღეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და არა მარტო საქართველო.

მისი მოსაზრებით, ოპოზიციას კონსტრუქციულ პროცესში ჩართვა კი არ სურს, არამედ ეს პროცესი პოლიტიკური სპექტაკლების მოსაწყობად სჭირდება.

„ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 11:08

რეგიონი

სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი გაიხსნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით, ადგილობრივი ფერმერები კარტოფილის ექსპორტზე გაიტანას შეძლებენ.

დიეგო არმანდო მარადონა

04 ივნისი 2020, 11:03

სპორტი

დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარ მწვრთნელად რჩება

დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას აგრძელებს. როგორც არგენტინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთის ლეგენდასთან ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. მარადონამ „ხიმნასია“ 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა. გუნდს 20 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 7 მოიგო, 8 წააგო და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა.

04 ივნისი 2020, 11:01

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 107 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 19 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 995 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ფოტო: greekcitytimes

04 ივნისი 2020, 10:56

მსოფლიო

საბერძნეთში აშშ-ის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ათენში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა, აშშ-ის საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით უპასუხა, - ამის შესახებ Greekcitytimes-ი წერს. დაკავებულია 5 ადამიანი. საპროტესტო მარშში 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ათენის ცენტრში განლაგებული აშშ-ის საელჩო პოლიციის ავტობუსებითაა გარშემორტყმული. გაძლიერებულია დაცვა.

ნავთობი ციმბირი

04 ივნისი 2020, 10:51

მსოფლიო

ციმბირში მდინარეში 20 ათასი ტონა ნავთობის ჩაღვრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მდინარე ამბარნაიაში 20 ათასი ტონა ნავთობი ჩაიქცა. შემთხვევა 2 დღის წინ ქალაქ ნორილსკში მოხდა. მდინარე ტბას უერთდება, ამ ტბიდან კი კიდევ ერთი მდინარე გაედინება, რომელიც ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეს უერთდება.

ამერიკის საელჩო

04 ივნისი 2020, 10:50

ტაბლოიდი

ამერიკის საელჩო ლეიკემიით დაავადებულისთვის ქართული კერძის მომზადებაზე: ასეთი კეთილშობილური და გულწრფელი ჟესტი ქართული დიდსულოვნების ჭეშმარიტი გამოხატულებაა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ამერიკაში მცხოვრებ ქართულ თემს და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მადლობას უხდის, რათა ისინი ოჰაიოში მცხოვრებ ლეიკემიით დაავადებულ ამერიკელს სურვილის ასრულებაში დაეხმარნენ.

04 ივნისი 2020, 10:46

საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. საქართველოს დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია.

მარინა ეზუგბაია

04 ივნისი 2020, 10:46

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევა არის საბურთალოს წყარო და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი

ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს. იყო 800 და ახლა არის 801 დადასტურებული შემთხვევა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევა უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია ე.წ საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება „გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4ით გაიზარდა და არის 644. ამ მონაცემების გათვალისწინებით ამ ეტაპზეკოვიდ ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ ნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 80-ზე მეტია. ახალი შემთხვევა არის საბურთალოს წყარო და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი. ჩვენი ცენტრის მონაცემები ჯერჯერობით სტაბილურია. გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური და მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. გვყავს მხოლოდ ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი. ​გამოჯანმრთელებულების მონიტორინგი გრძელდება. დღეს სავარაუდოდ 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯეიმს მეტისი

04 ივნისი 2020, 10:43

მსოფლიო

ჯეიმს მეტისი: დონალდ ტრამპი ჩემს ცხოვრებაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკელების გაერთიანებას არ ცდილობს

აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ჯეიმს მეტისმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დემონსტრანტების დარბევისა და წესრიგის დასამყარებლად სამხედროების გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ტოკიო 2020

04 ივნისი 2020, 10:40

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა გამარტივებული ფორმატით ჩატარდეს

იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიების გამარტივებული ფორმატით ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ტოკიოს გუბერნატორმა, იურიო კოიკემ განაცხადა.

ერევანი

04 ივნისი 2020, 10:34

COVID19

სომხეთი კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ვეღარ ახერხებს

„ცუდი ამბები მაქვს. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენთან უარესდება. გუშინ კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ყველას ჰოსპიტალიზაციას დროულად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

04 ივნისი 2020, 10:28

ეკონომიკა

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ.

ჯორჯ ფლოიდი

04 ივნისი 2020, 10:15

მსოფლიო

მინესოტაში პოლიციის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. NBC-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით ჰენეპინის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 10:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თბილისი შუშის ხიდი

04 ივნისი 2020, 10:01

საზოგადოება

AirBalticBlog-ი საქართველოზე: იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად

„თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში. აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“ - წერია სტატიაში.

დავით არახამია

04 ივნისი 2020, 09:49

მსოფლიო

უკრაინის მმართველი პარტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებით უკმაყოფილოა

„პირველ ტრანშს stand-by პროგრამის ფარგლებში მომავალ კვირას ველოდებით, მომავლისთვის კი არსებობს სსფ-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი პროგრამა, რომლის რამდენიმე პუნქტიც არც უკრაინული საზოგადოებისა და არც პარლამენტისთვის მისაღები არ არის. კომპრომისის მიღწევის შანსი მცირეა. ამიტომ, ხისტი მოლაპარაკებებია საჭირო, რომელიც დიდი ალბათობით, შედეგს გამოიღებს,“-აღნიშნა არახამიამ.

ჯო ბაიდენი

04 ივნისი 2020, 09:41

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 11%-ით უსწრებს

ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მხარს რესპოდენტთა 52 % უჭერს, თეთრი სახლის ლიდერს კი ხმას გამოკითხულთა 41% აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშში 3 ნოემბერს ჩატარდება.

კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 09:31

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 349 ადამიანი გარდაიცვლა

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 1 349 ადამიანი გარდაიცვლა, ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვი 32 568-მდე გაიზარდა.

გამოცდები ერთიანი ეროვნული

04 ივნისი 2020, 09:19

საზოგადოება

ცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ უწყების მიმართვაში.

კანის კინოფესტივალი

04 ივნისი 2020, 09:01

კულტურა

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება, საკონკურსო არც ერთი სექცია არ იქნება. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა.