IMEDI /  04 მაისი 2020, 16:43 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო, ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტი არათუ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ უშუალოდაა ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დიდ დილეტანტიზმს, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობის და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ ხოლმე. მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირი ლოგიკაში. დღეს პრიორიტეტია სამი ძირითადი მიმართულება: 1. კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც საქართველოს პარლამენტი არათუ კონტროლს ახორციელებს, არამედ უშუალოდაა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში; 2. ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი კომიტეტი არათუ ახორციელებს კონტროლს, არამედ შემოწმებებს კლინიკების დონეზეც კი ახდენს; 3. ეკონომიკური მიმართულება, სადაც პარლამენტის 8 წევრია წარმოდგენილი, ლიდერშიპის და კონკრეტული კომიტეტების თავმჯდომარეების ჩართვით. არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც კომიტეტის თავჯდომარეები და კომიტეტის წევრები არ არიან ჩართული. მაჟორიტარი დეპუტატები ჩართული არიან ადგილობრივი შტაბების მუშაობაში, იქაურ მენეჯმენტში. ასევე, მუშაობა მიდის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი არიან ჩართულები. ასე შეგვიძლია მრავალ მიმართულებაზე ვისაუბროთ. პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპსა და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები შეასრულოს.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 14:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება იმ კონცეფციის დადასტურებაა, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს

თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება სწორედ იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, ტურისტულად, ეპიდემიოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო ქვეყანას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის - European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეკრემ იმამოღლუ

31 მაისი 2020, 13:53

მსოფლიო

გამოკითხვა: სტამბოლის ოპოზიციონერი მერი საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაამარცხებდა

სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ მეთაურს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაამარცხებდა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ევრაზიული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

CNN საქართველო სტატია

31 მაისი 2020, 13:19

საზოგადოება

CNN-მა საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ - ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი უსაფრთხო მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოზე წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი.

არჩილ თალაკვაძე

31 მაისი 2020, 13:16

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლიციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც ის მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის, - ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 13:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის თუ არა შიშის და პანიკის საფუძველი - ამ შეკითხვას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს უპასუხა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემსუბუქების ღონისძიების მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:52

COVID19

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევის წყაროზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით,18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

მოწევა

31 მაისი 2020, 12:37

COVID19

თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები და ლეტალური გამოსავალი გაცილებით ხშირია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, კვლევები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში თამბაქოს ეფექტურობაზე მიუთითებს, მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული. მისივე თქმით, თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:34

საზოგადოება

გიორგი გახარია: არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანასა და მოქალაქეს

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:30

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა

„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც დიდი უზნეობაა

თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც თამბაქოს დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

31 მაისი 2020, 12:27

COVID19

საფრანგეთში კატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში 9 წლის კატა, სახელად პეპილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ გამოცემა New York post-ი წერს. ცხოველი სავარაუდოდ პატრონისგან დაინფიცირდა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს. ცხოველის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

31 მაისი 2020, 12:20

მსოფლიო

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გამოცემა Tatler-ს სასამართლოში უჩივიან

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აცხადებენ, რომ გამოცემა Tatler-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, - ამის შესახებ ინფორმაციაც dailymail ავრცელებს. მიზეზი ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატია გახდა, სახელწოდებით „ეკატერინე დიდი“, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგენიაზეა საუბარი.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძე: მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს

თამბაქო და Covid19 აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შსს

31 მაისი 2020, 12:09

სამართალი

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

31 მაისი 2020, 12:04

მსოფლიო

„მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბავშებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს. მისი აგენტის თქმით, 30 მაისს მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, ის სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა. მაიკლი „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი 13 სერიის განმავლობაში იყო, მან 1991 წელს რინგო სტარი ჩაანაცვლა.

სომხეთი

31 მაისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 000-ს გადააჭარბა

სომხეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 9 282 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 131 ადამიანი, 3 386 კი გამოჯანმრთელდა.

კლინტ ისტვუდი

31 მაისი 2020, 11:59

კულტურა

კლინტ ისტვუდს 90 წელი შეუსრულდა

კლინტ ისტვუდი იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი დღეს 90 წლის შესრულდა. ისტვუდის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 60-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობს ათობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

31 მაისი 2020, 11:52

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა და გიორგი გახარიამ შსს-ს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კორონავირუსი რუსეთი

31 მაისი 2020, 11:47

COVID19

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის კიდევ 9 268 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 268 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 405 843-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 138 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 4 693-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 4 414-მა ადამიანმა დაამარცხა.

თბილისი

31 მაისი 2020, 11:43

COVID19

Washington Post-ი: შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.