06 მაისი 2020, 15:40 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ატლანტიკური საბჭოს კონკრეტულმა წარმომადგენელმა მასალაში ნაცმოძრაობა არც ახსენა, არადა Facebook-ის ანგარიშში სწორედ ამ პარტიაზეა საუბარი

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ქართულ პოლიტიკაში არსებობს ბათუ ქუთელიას სინდრომი, - როდესაც ისინი გამოდიან და ოპერირებენ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, დამოუკიდებელი NGO-ები და შემდეგ გვევლინებიან კონკრეტული პარტიები ოფიციალურ წარმომადგენლებად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამით მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც Facebook-ის მიერ ქართული გვერდების წაშლაზეა საუბარი. მასალის ავტორი კი მმართველ ძალაზე აკეთებს აქცენტს, მაშინ, როცა სოცქსელის ადმინისტრაციის ანგარიშში საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, კონკრეტული ადამიანის ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს საზოგადოება. ისევე, როგორც ბათუ ქუთელიას ფენომენის ქვეშ გაერთიანებული ანგარიშების ავტორები. როდესაც ატლანტიკური საბჭოს რომელიღაც კონკრეტულმა წევრმა განცხადება გამოაქვეყნა, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ იყო ნახსენები. იქ ნახსენები იყო Facebook-ის განცხადების საფუძველზე ქართული ოცნება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს. ეს მაშინ, როცა Facebook-ი საუბრობს კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.

ყველა სიახლე

მეუფე შიო

27 სექტემბერი 2021, 15:12

საზოგადოება

მეუფე შიო: სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ

სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

27 სექტემბერი 2021, 15:12

საზოგადოება

თბილისში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები.

27 სექტემბერი 2021, 15:08

ეკონომიკა

თიბისი ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

„თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, ამ სიახლის დანერგვით ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის წარმომადგენლებს. მათ აღარ მოუწევთ დამატებით უზრუნველყოფის მოძიება საბანკო გარანტიისთვის და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ხარჯებსაც თავიდან ავარიდებთ. ჩვენი მიზანია, ბიზნესმა რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

27 სექტემბერი 2021, 15:04

კულტურა

Eastern Promotions და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti

16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება. ფესტივალში, ტრადიციულად, ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2021, 14:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ სიყალბე დამალა

Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ ეს სიყალბე უბრალოდ დამალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, Factcheck.ge, რომელმაც ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, არ გადაამოწმა „ევროპული საქართველოს“ ე.წ. „ცარიელი კონვერტების“ ცხრილი, რომლითაც ისინი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ.

გურამ მაჭარაშვილი

27 სექტემბერი 2021, 14:58

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: 7 არჩევნების განმავლობაში ოპოზიციისა და ზოგიერთი მედიასაშუალების აზრით „ქართული ოცნება“ აგებდა არჩევნებს, საზოგადოების გადაწყვეტილებით კი ყოველთვის დარჩა ხელისუფლებაში

ჩვენ ვნახეთ, 7 არჩევნების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში იყო კვლევები, როდესაც ოპოზიციისა და ზოგიერთი მედიასაშუალების აზრით, „ქართული ოცნება“ აგებდა არჩევნებს და ამ დროს, საზოგადოების გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ ყოველთვის დარჩა ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

27 სექტემბერი 2021, 14:58

მსოფლიო

აზერბაიჯანში, ყარაბაღის ომისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

ყარაბაღის მეორე ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას აზერბაიჯანში პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. „ჯარისკაცები და ოფიცრები გმირულად იბრძოდნენ ყარაბაღის მეორე ომში და სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის. მათ აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე“, - წერს აზერბაიჯანული მედია.

სან-მარინო რეფერენდუმი აბორტი

27 სექტემბერი 2021, 14:48

მსოფლიო

სან-მარინოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე აბორტების ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი

სან-მარინო ევროპის უკანასკნელი სახელმწიფოა, სადაც აბორტები სრულად აკრძალულია. 1865 წლის კანონის მიხედვით, ქალებისთვის, რომლებიც ამ პროცედურას იტარებენ სამწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, სამედიცინო პერსონალს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

27 სექტემბერი 2021, 14:43

მსოფლიო

იორდანია სირიასთან საზღვრის გახსნას გეგმავს

იორდანიის მთავრობამ გადაწყვიტა, ჯაბირში, სირიასთან საზღვარი 29 სექტემბერს გახსნას. გადაწყვეტილებას, 57 დღის წინ, ოფიციალური ამანის მიერ, სამხრეთ-დასავლეთ დარას პროვინციაში, სამხედრო ესკალაციის გამო, ტერმინალის დახურვა უძღოდა წინ.

კახა კუჭავა

27 სექტემბერი 2021, 14:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში და მჯერა, რომ ეს პირველივე ტურში იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა IPSOS-ის კვლევას ეხმიანება. მისი შეფასებით, არჩევნები რაც უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება შედეგების მანიპულაციასთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძე

27 სექტემბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: არჩევნები არის საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, თუ როგორია მოსახლეობის განწყობა

„ქართული ოცნების“ მიმართ განწყობა არის ძალიან დადებითი და გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არჩევნები არის საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, თუ როგორია მოსახლეობის განწყობა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ როდესაც ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, „ქართული ოცნების“ მიმართ განწყობა არის ძალიან დადებითი და ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

27 სექტემბერი 2021, 14:33

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ან არითმეტიკის არცოდნა, ან რაოდენობრივი აზროვნების პრობლემა

„ჩემი აზრით, ზოგადად, კვლევები საქართველოში გამოყენებულია არჩევნებამდე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ამ კვლევაზე დაყრდნობით, ნიკა მელია აქვეყნებს გამარჯვებულის ტონით პოსტს , სადაც ის მეორე ადგილზეა. პირველ და მესამე ადგილზე არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები - ახლანდელი და წინა, რომელთა საერთო ჯამი, მნიშვნელოვნად აღემატება მთელი ოპოზიციის რეიტინგს. ჩემი აზრით, ეს არის ან არითმეტიკის არცოდნა ან რაოდენობრივი აზროვნების პრობლემა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ლაშა ხუციშვილი

27 სექტემბერი 2021, 14:26

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი „მსოფლიო ბანკის“ კვლევაზე: საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორებისთვის

ძალიან ბევრ ქვეყანას რეიტინგი და მოლოდინები გაუუარესდა და ის ფაქტი, რომ რეიტინგები და მოლოდინები საქართველოსთან მიმართებაში არის სტაბილური და დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ინვესტორებისთვის,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ლაშა ხუციშვილი

27 სექტემბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი: ის შედეგები, რაც გამოქვეყნებული იყო IPSOS-ის კვლევაში, არ შეესაბამება რეალურ სურათს

„ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ გარკვეულ კვლევებს, ასევე ვხედავთ იმ პროცესს, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანი ცდომილება არის ხოლმე გამოქვეყნებულ პროგნოზებსა და რეალურ სურათს შორის. ჩემი შეფასებით, ის შედეგები რაც გამოქვეყნებული იყო IPSOS-ის კვლევაში, არ შეესაბამება რეალურ სურათს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

27 სექტემბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე IPSOS-ის კვლევის შედეგებზე: არ ვიცი, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა, შესაბამისად, გამიჭირდება მისი დაჯერება

„ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევები და პროგნოები, რომლითაც, ჩვენი მაჩვენებელი ბევრად აღემატება IPSOS-ის კვლევაში აღნინულ მონაცემებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, მიხეილ სარჯველაძემ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

27 სექტემბერი 2021, 14:06

მსოფლიო

ოფიციალური ბაქო: აზერბაიჯანი საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრად დაცვის საფუძველზე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის

აზერბაიჯანი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების მკაცრად დაცვის საფუძველზე სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 14:06

საზოგადოება

კახა კალაძე: დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ აბა, რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა?

სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე; ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ აფხაზებიც, ქართველებიც, ყველა ვინც ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, რომ ჩვენს შვილებს არ გადავულოცოთ ამ სიმძიმის ტარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სოციალუ ქსელში წერს.

ნათია თურნავა

27 სექტემბერი 2021, 13:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო კვლავ ადასტურებს ლიდერის პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ თანახმად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ადასტურებს ლიდერის პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ თანახმად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით. ასევე ევროპის ქვეყნებს შორის მე-12-ეა „საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების“ კომპონენტში. ჩვენ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმების აღებული კურსი განვამტკიცოთ,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად მსოფლიოს 214 ქვეყანას შორის საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“, „რეგულაციების ხარისხი“ და სხვ.

ისლანდიის პარლამენტი

27 სექტემბერი 2021, 13:48

მსოფლიო

ხმების გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისლანდიის ახალ პარლამენტში უმრავლესობას კაცები შეადგენენ

ხმების გადათვლის შემდეგ დადგინდა, რომ ქვეყნის ახალ პარლამენტში 63 მანდატიდან ქალებს 30 ერგო, 33 ადგილს კი კაცები დაიკავებენ.

27 სექტემბერი 2021, 13:44

ეკონომიკა

არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე, 500 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები განხორცილდა, რომლითაც დაზუსტდა არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის გასაცემი კრედიტის თანხა. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებზე არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე, 500,000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა.