imedi /  07 მაისი 2020, 18:16 / სანდო წყარო

საქართველოს პრეზიდენტმა ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხები განიხილა

მაიკლ ჰიგინსი
სალომე ზურაბიშვილი

მაიკლ ჰიგინსი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაიკლ ჰიგინსის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტებმა ის პრობლემები და საფრთხეები განიხილეს, რომლებსაც კორონავირუსი მათ ქვეყნებსა და მოსახლეობას უქმნის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ კრიზისის დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურება.

პრეზიდენტებმა საქართველო - ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კრიზისმა ევროკავშირ -საქართველოს ურთიერთობები არ შეაფერხოს.

ირლანდიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განვითარების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის მაღალი ხარისხის სოლიდარობაა საჭირო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორის გახსნის სტრატეგია საქართველოს უკვე გააჩნია.

პრეზიდენტებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოს პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:10

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქვენილი კორონავირუსის მასშტაბური კვლევიდან დროებით ამოიღო

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც იწყებს კვლევა „სოლიდარობას“, - ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ კვლევას მსოფლიოში და ის გულისხმობდა ოთხი მედიკამენტის ერთმანეთთან შედარებას, გამოაცხადა, რომ ამ ოთხი მედიკამენტის სიიდან დროებით ამოეღო პლაქვენილი. იქ ხაზგასმილია, რომ დროებით და არა საბოლოოდ“.

შვეიცარია აპლიკაცია კორონავირუსი

26 მაისი 2020, 19:58

ტექნოლოგიები

შვეიცარია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების გამოსავლენად Google-ის და Apple-ის პროგრამა გამოიყენა

ახალი დაავადებულის გამოვლენისთანავე, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდებათ, მაგრამ არ მიიღებენ ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი დაინფიცირების წყარო.

26 მაისი 2020, 19:53

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს.

ელისო ბოლქვაძე

26 მაისი 2020, 19:52

კულტურა

„იუნესკო“ მოცარტზე და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ელისო ბოლქვაძის ვიდეოლექციის შესახებ წერს

ცნობილი პიანისტის და UNESCO-ს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივამ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

მიტროპოლიტი შიო

26 მაისი 2020, 19:33

საზოგადოება

მიტროპოლიტი შიო: ქვეყნის 20% დაპყრობულია და ეს ყველა პატრიოტი ქართველისთვის უპირველესი სატკივარია

უფალმა ინებოს, ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, - ამის შესახებ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა. მეუფემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქარღველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევა და მოლოცვა გადასცა.

ედმონ მარუკიანი

26 მაისი 2020, 19:30

COVID19

პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი: ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის განცხადება საქართველოზე უბრალოდ სამარცხვინო იყო

პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.

26 მაისი 2020, 19:28

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში ახალ კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალ კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 339 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 21 584 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 644 ადამიანი გარდაიცვალა, 7 575 კი გამოჯანმრთელდა.

უკრაინის პრემიერლიგა

26 მაისი 2020, 19:28

სპორტი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 30 მაისიდან ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი პაველკო წერს.

ვლადიმერ პუტინი

26 მაისი 2020, 19:12

COVID19

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის პიკი გადალახა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანამ ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი უკვე გადალახა. „ჩვენთან პანდემიის პიკი, ექსპერტების შეფასებით, გადავლილად მიიჩნევა“ - განაცხადა პუტინმა.

კორონავირუსი

26 მაისი 2020, 19:05

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 132 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 403 შეადგინა. დაიღუპა 52 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 819 პაციენტი.

ანტონიო გუტერეში

26 მაისი 2020, 19:02

COVID19

გაეროს გენმდივანი: ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება

ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Vatican News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

26 მაისი 2020, 18:56

საზოგადოება

ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

სერჯო მატარელა

26 მაისი 2020, 18:56

პოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იტალიის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

26 მაისი 2020, 18:55

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის პროფესიონალურად და ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს სულიერი სიმტკიცე, მისიის წარმატებით დასრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თამარ გაბუნია

26 მაისი 2020, 18:53

COVID19

თამარ გაბუნია: რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ნამდვილად მწვანე წერტილია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების ფაქტორი ქვეყანში გატარებული დროული ზომები გახდა. მისივე თქმით, ახლა მეზობელ ქვეყნებნში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და იქ ხელისუფლებას უკვე არა ინფექციის გავრცელების პრევენცია, არამედ გავრცელებული შემთხვევების მართვა უწევთ, რაც ბევრად რთულია.

26 მაისი 2020, 18:52

თემა

შეიძლება თუ არა COVID-19 ქუჩაში გამვლელისგან გადაგედოთ? რომელი ადგილებია განსაკუთრებით საშიში?

თანამედროვე მსოფლიო კარანტინის რეჟიმიდან თანდათან გამოდის. შესაბამისად, ადამიანები სოციალურ გარემოსა და ჩვეულ საქმიანობას ეტაპობრივად უბრუნდებიან. ამის პარალელურად COVID-19-ით ინფიცირების რისკი იზრდება. ეს კი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შიშს იწვევს. ამიტომაც არსებობს კითხვები, რომლებიც კარანტინის შემდგომი ცხოვრების წესს ეხება. სად არის ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკი და რომელი ადგილებია ამ მხრივ საშიში? რამდენად სახიფათოა უსიმპტომო ადამიანი და როგორ მოვიქცეთ, თუ ქუჩაში გამვლელი აცემინებს ან ახველებს? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს BBC-სთან ინტერვიუში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის (დარტმუტი) პროფესორმა ერინ ბრომაჯმა უპასუხა. ის აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის შესახებ კურსს კითხულობს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან მის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. ერინ ბრომაჯმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ დაწერა ბლოგი, რომელიც დაახლოებით 16-მა მილიონმა ადამიანმა წაიკითხა. აი, რას გვირჩევს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ცხოვრების ჩვეულ რიტმთან ეტაპობრივი დაბრუნების პროცესში.

ანდრეა ბოჩელი

26 მაისი 2020, 18:52

COVID19

ანდრეა ბოჩელიმ კორონავირუსი გადაიტანა

„ეს ტრაგედია იყო, მთელი ჩემო ოჯახი დაავადდა. ყველას სიცხე გვქონდა, ვაცემინებდით და ვახველებდით. ბევრი კონცერტის გაუქმება მომიწია. ეს კოშმარის ჰგავდა, იმიტომ რომ ვგრძნობდი, რომ უკვე ვეღარაფერს ვაკონტროლებ. იმედი მქონდა, რომ ნებისმიერ წამს გავიღვიძებდი“, - თქვა ბოჩელიმ.

ირაკლი სესიაშვილი

26 მაისი 2020, 18:49

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყნის უნარ-ჩვევები კრიზისში იზომება და არა - მშვიდობის დროს

„ცხადია, პარლამენტი ის ადგილია, სადაც მწვავე პოლიტიკური დისკუსიები იმართება. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, როცა ვხედავთ, რომ საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას. ამით ჩვენი ქვეყნის იმიჯი ერთიორად ამაღლდა საერთასორისო საზოგადოების თვალში. ქვეყნის უნარ-ჩვევები იზომება კრიზისში და არა - მშვიდობის დროს“.

მეტრო

26 მაისი 2020, 18:46

COVID19

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, ამოქმედების ნებართვას დაუყოვნებლივ გავცემთ, ოღონდ იმ დათქმით, რომ ყველა მოქალაქე დაიცავს წესს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის შემუშავდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მაისი 2020, 18:45

საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი ​სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ​სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება. მე მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის“, - აღნიშნულია წერილში