07 მაისი 2020, 18:35 / სანდო წყარო

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან “BlueOrchard Finance” გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით მხარდაჭერას მოხმარდება.

აღნიშნული ფინანსური რესურსის გაცემა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე, როდესაც ინვესტორების მხრიდან რისკების მართვისადმი უაღრესად ფრთხილი მიდგომა შეიმჩნევა, ორ ფინანსურ ინსტიტუტს შორის არსებული მყარი და პროდუქტიული პარტნიორობის ნათელი დასტურია. მოცემული დაფინანსების დახმარებით, კრისტალი უზრუნველყოფს კრიზისის დროს დაუცველი მიკრო მეწარმეებისთვის აუცილებელი ფინანსური პროდუქტების მიწოდებას, მათ შორისაა საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება და მიზნობრივი ბიზნესკონსულტაციების გაწევა.

არასტაბილური გლობალური საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამგვარი მხარდაჭერის საჭიროებას, გავლენის მქონე ინვესტორებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხრიდან. სოფლად არსებული ფართო ქსელის წყალობით, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კრიზისის პერიოდში დაუცველი სექტორების მხარდაჭერაში. BlueOrchard-ისგან მიღებული სესხი წარმოადგენს კრისტალის, როგორც ქვეყნის წამყვანი მიკროსაფინანსო დაწესებულების აღიარებას. საინვესტიციო ფონდისგან მიღებული თანხა მიმართული იქნება მდგრადი ეკონომიკის აღდგენისკენ, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის სტაბილურობისა და დასაქმების გარანტია.

2014 წლიდან, კრისტალსა და BlueOrchard-ს შორის არაერთი წარმატებული სასესხო გარიგება დაიდო. COVID-19–ით გამოწვეული უაღრესად კონსერვატიული გლობალური საინვესტიციო კლიმატის ფონზე ამ ორ ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი ნაბიჯია საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

ნორმუნდს მიზისის, BlueOrchard– ის უფროსი საკრედიტო ოფიცრის განცხადებით: „კრისტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტალის მისიას უზრუნველყოს აუცილებელი სერვისები საქართველოს მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. როგორც გავლენის მქონე ინვესტორებს, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამ ადამიანებს უწყვეტი წვდომა ფინანსურ და სხვა დაკავშირებულ მომსახურებაზე სწორედ რთულ პერიოდში სჭირდებათ. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ კრისტალთან თანამშრომლობა და წვლილი შევიტანოთ ამ წვდომის უზრუნველყოფაში.“

„მისასალმებელია BlueOrchard–ის გადაწყვეტილება კრისტალთან პარტნიორობა გააღრმავოს სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო დამფინანსებლების უმეტესობა თავს იკავებს აქტიურობისგან COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დასრულებამდე. მადლობას ვუხდით BlueOrchard–ს კრისტალის საქმიანობისადმი გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნილი უპრეცედენტო ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. ახალი ინვესტიცია დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ პანდემიით დაზარალებული კლიენტების ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას,“ განაცხადა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.


კომპანიის შესახებ:

BlueOrchard:


BlueOrchard გლობალური გავლენის მქონე ინვესტიციების მმართველი ფონდია. ინვესტორებისთვის სასურველი უკუგების მიღების პარალელურად, მისი საქმიანობა ორიენტირებულია ინკლუზიური და კლიმატგონივრული ზრდის სტიმულირებაზე. BlueOrchard, როგორც მსოფლიოში მიკროსაფინანსო ინვესტიციების პირველი კომერციული მმართველი ფონდი, 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა. როგორც ინოვაციული ფინანსური სერვისების ექსპერტი, BlueOrchard გლობალური განვითარების წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების სანდო პარტნიორია. ოთხ კონტინენტზე მოქმედი ოფისების ქსელით, 80-მდე განვითარებად ბაზარზე განხორციელებული ინვესტიცია დღეისთვის 6 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

BlueOrchard Microfinance:


BlueOrchard Microfinance (BOMF) მსოფლიოში პირველი კერძო და სრულად კომერციული მიკროსაფინანსო ფონდია, რომელსაც სექტორში ამ მიმართულებით ოპერირების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. 50 ქვეყანაში BOMF-ის მიერ დაფინანსებული მიკროსაფინანსო დაწესებულების მიერ, რომლებიც სთავაზობენ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს სასესხო, საანაბრე, სადაზღვევო და სხვა პროდუქტებს, 18 მილიონამდე მიკრო მეწარმე იქნა მოცული.

კრისტალი:


სს მისო „კრისტალი“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და მსხვილი (აქტივების მიხედვით) არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის სასესხო პორთფელის მოცულობა 315 მილიონ ლარს შეადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, კრისტალი ემსახურება 100,000-ზე მეტ კლიენტს 47 ფილიალის საშუალებით. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი. მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, კრისტალი ხელს უწყობს მომხმარებლების ეკონომიკურ განვითარებას. კრისტალი რეგიონში პირველი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა - „მელიორა“.

(R)

ყველა სიახლე

ირაკლი კოვზანაძე

03 ივნისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა.

03 ივნისი 2020, 16:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოსპინსკის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 106 181-ს მიაღწია. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 1 831 821-ს შეადგენს, 646 260 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივნისი 2020, 16:27

სამართალი

საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

კარლ ჰარცელი

03 ივნისი 2020, 16:18

სამართალი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია. მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვნის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან, ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

სალომე ზურაბიშვილი და იანოშ არდენი

03 ივნისი 2020, 16:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტთან ტურისტული დერეფნების საკითხი განიხილა

„შარშან უნგრეთის პრეზიდენტ ადერს ვუმასპინძლე. სასიამოვნო იყო დღეს პრეზიდენტთან საქართველოსა და უნგრეთს შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხზე საუბარი და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გლობალური კრიზისის ერთად დასაძლევად“, - წერს ზურაბიშვილი.

03 ივნისი 2020, 16:12

COVID19

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიში კორონავირუსით ინფიცირების 342 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულებთა საერთო რაოდენობამ კი 182 370-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფექციიით 29 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიამ მთლიანობაში 8 851 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 167 300-ია.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებასა და ერუდიციაზე და ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

03 ივნისი 2020, 16:01

პოლიტიკა

განიხილება თუ არა ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად

ბურჯანაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში, ნინო ბურჯანაძის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატურაზე განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:55

საზოგადოება

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა

ბათუმში, ე.წ. „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის იგივე „ლავასოღლის“ ოთხმა ახლობელმა პირი ამოიკერა. გორაძის ახლობლებმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მინდია გორაძის დის, ლია გორაძის განცხადებით, მინდია გორაძე შიმშილობს.

შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ფერმერებთან

03 ივნისი 2020, 15:53

საზოგადოება

შალვა კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად, სოფელ აჯამეთში, მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

ბექა ლილუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:49

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი ბიუჯეტზე: ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს 300 მილიონი ლარით ამცირებს, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში იყო მოცემული პანდემიის დაწყებამდე.

პოლიცია

03 ივნისი 2020, 15:43

მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა

„მათ გვერდით ვართ, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღშფოთებულია იმით, თუ როგორ დაკარგა სიცოცხლე ჯორჯ ფლოიდმა. ამას სამართალი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. მაგრამ რა მიზეზითაც არ უნდა შეიკრიბოს ხალხი, მოქალაქეებს ვთხოვთ, ამ რთულ დროს ოფიცრებთან თანამშრომლობა გააგრძელონ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე

„ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე გვაქვს, არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დემოკარატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწორ მენეჯმენტს და განსაკუთრებით კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძლიერი მხარე. მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ჰყავს მზრუნველი ხელისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:39

ეკონომიკა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.

03 ივნისი 2020, 15:38

COVID19

The Guardian: ჯანმომ და ზოგიერთმა ქვეყანამ COVID-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ზოგიერთმა ქვეყანამ COVID-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს, რომელიც ნაკლებად ცნობილი ამერიკული ანალიტიკური კომპანიისგან მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ოქრუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:27

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარებზე: თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე

„წარმატების ფორმულა მდგომარეობს ერთობაში. ერთობა განაპირობებს გამარჯვებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით ჩვენ ამ მიზნიდან გამომდინარე იმაზე, თუ სად გვეყოლება საერთო კანდიდატები, ან - სად არა. დიდი ალბათობით, თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ და ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე. მგონია, რომ ეს შეთანხმება მიღწევადია. არ არის ჩემთვის აუცილებელი მე სადმე ვიქნები თუ არა - ერთად ვიქნებით თუ არა, ეს არის ჩემთვის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

03 ივნისი 2020, 15:26

რეგიონი

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები მსვლელობას აწყობენ

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ახლობლები მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობას აწყობენ.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 15:20

საზოგადოება

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული, ამას აუცილებლად მივაღწევთ

მთელი ქალაქის მასშტაბით მუშავდება სატრანსპორტო სქემები, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტობუსების გადაადგილება, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, თუ როგორ იმოძრავებენ ავტობუსები ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე. კალაძის თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ საპირისპირო მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით განცხადებები მათ რამდენჯერმე გააკეთეს.

ეკა ბესელია

03 ივნისი 2020, 15:20

პოლიტიკა

ეკა ბესელია: პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა კანდიდატურის შეთავაზება ლოგიკაში არ ჯდება

„მიჭირს, ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რადგან „ქართული ოცნების“ პერიოდში ყველაზე არასტაბილური პოზიცია პრემიერის პოსტია, რომელიც ყველაზე მეტჯერ შეიცვალა და მგონი, რეკორდიც მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი არასტაბილური უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა მეორე არ მახსენდება“.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.