imedi /  07 მაისი 2020, 21:34 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი ოპოზიციასთან შეთანხმების ჩაშლაზე: სააკაშვილის კლასტერის პოლიტიკურ პარტიებს სურთ, ამ ნიადაგზე საზოგადოების უკმაყოფილება ააგორონ

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ არჩევნები ახალი სისტემით ჩაატაროს. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ კი შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩაიშლება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციასთან არსებული შეთანხმება ჩაიშლება, ქვეყანაში არჩევნები ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.

გიორგი ვოლსკის განმარტებით, ეს კი იმას ნიშნავს, სააკაშვილის კლასტერის პოლიტიკურ პარტიებს ამ ნიადაგზე საზოგადოების უკმაყოფილების აგორება სურთ.

„თუ შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩაიშლება, ეს ნიშნავს, რომ ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის კლასტერის პოლიტიკურ პარტიებს სურთ, ამ ნიადაგზე საზოგადოების უკმაყოფილება ააგორონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

26 მაისი 2020, 17:35

პოლიტიკა

ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა გიორგი ვაშაძე პირველი პრეზიდენტის საფლავთან არ მიუშვეს. ვიდეო

ვაშაძეს და სხვა ოპოზიციონერებს იქ გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები დახვდნენ. მათ გიორგი ვაშაძეს გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს.

ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

26 მაისი 2020, 17:32

საზოგადოება

ეპისკოპოსი მელქისედეკი: ყოველ 26 მაისს განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, „ერთმორწმუნე მტერი“ კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია

ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს, გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) მოსახლეობისადმი მიმართვაში წერს, რომელსაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ეპისკოპოსი საქართველოს სამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პირბადე ბავშვი კორონავირუსი

26 მაისი 2020, 17:29

COVID19

იაპონელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2 წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება სახიფათოა

ექსპერტები აცხადებენ, რომ პირბადემ პატარებს შესაძლოა სუნთქვა გაურთულოს და სითბოს დარტყმის რისკს ზრდის. ექიმები ასევე განმარტავენ, რომ პატარებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ, ამიტომ ნიღბის ტარების შემთხვევაში მათ ფილტვებზე დატვირთვა გაიზრდება.

26 მაისი 2020, 17:26

მსოფლიო

მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 24 ივნისს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, 24 ივნისს გაიმართება.

26 მაისი 2020, 17:25

პოლიტიკა

საქართველო-შვეიცარიის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შვეიცარიის კონფედერაციის სენატორ, საქართველო-შვეიცარიის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, მარკო კიეზასა და საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, ირაკლი ხუცურაულს შორის ვიდეოსაუბარი შედგა.

ნიკოლა დიმიტროვი

26 მაისი 2020, 17:22

პოლიტიკა

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„კეთილი სურვილები ჩემს კოლეგას, დავით ზალკალიანს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 2019 წელს ხელი მოვაწერეთ დიპლომატიური კავშირების დამყარების ოქმს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავი დავიწყეთ. გილოცავთ ეროვნული დღეს, ძვირფასო მეგობრებო!“

გაზსადენი

26 მაისი 2020, 17:18

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „გაზპრომთან“ მოქმედი კონტრაქტის გადახედვის შედეგად გაზის ტარიფი 15%-ით შემცირდა

საქართველოში დღეს ბუნებრივი აირის ბაზარი სრულიად კონკურენტულია, და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი“, ასევე ახლა „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიყვება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული ტენდენციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

26 მაისი 2020, 17:08

მსოფლიო

ბეთლემში მაცხოვრის შობის ეკლესია სამი თვის შემდეგ პირველად გაიხსნა

ბეთლემში მაცხოვრის შობის ეკლესია მომლოცვლებისთვის თითქმის სამი თვის შემდეგ, პირველად გაიხსნა. მორწმუნეებს ეკლესიაში შესვლისას პირბადეები უკდა ეკეთოთ. ასევე, სავალდებულოა დისტანციის დაცვაც.

26 მაისი 2020, 16:55

ეკონომიკა

ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება

მაღალაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. მისივე თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

26 მაისი 2020, 16:53

რეგიონი

ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ზუგდიდიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამგზავრება დღეს დილიდან ათობით ადამიანმა შეძლო. აფხაზეთიდან საქართველოში გამომგზავრება კი ჯერ კიდევ აკრძალულია. გადამსვლელ მოქალაქეებს, დე ფაქტო რესპუბლიკის გამშვებ პუნქტამდე თერმოსკრინინგი და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უტარდებათ. მგზავრების თქმით, რამდენიმე თვე ვერ ახერხებდნენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მათივე თქმით, არ ჰქონიათ ჯანმრთელობის ცნობა და ე.წ აფხაზური პასპორტის და ბინადრობის მოწმობით მოახერხეს ე.წ საზღვრის კვეთა.

ირაკლი სესიაშვილი

26 მაისი 2020, 16:45

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ოქრუაშვილი ღიად ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა

„ირაკლი ოქრუაშვილი ღიად, პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას ბადრის პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა, თუმცა დღეს ერთმანეთს პოლიტიკურად ამხნევებენ. ბურჯანაძე, რომელსაც წინა ხელისუფლება მძიმედ გაუსწორდა და რა შეფასებები და ბრალდებები იყო ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ დღეს ისინი ერთად არიან და მათი ერთად ყოფნა აჩვენებს, რომ ერთად მხოლოდ ძალაუფლებისთვის არიან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ჩინეთი ტესტირება

26 მაისი 2020, 16:44

COVID19

უხანში კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად 9 დღეში 6,5 მილიონი ტესტი ჩატარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღის შესაჩერებლად 9 დღეში კორონავირუსზე 6,5 მილიონი ადამიანი გამოიკვლიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

26 მაისი 2020, 16:39

საზოგადოება

მინისტრ ვახტანგ გომელაურს პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“- ნათქვამია იაროსლავ შიმჩუკის მილოცვაში.

ესპანეთი კორონავირუსი გლოვა

26 მაისი 2020, 16:38

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა

გლოვა ოფიციალური ცერემონიით დასრულდება, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები COVID-19-ით გარდაცვლილი 26 834 ადამიანის ხსოვნას მიაგებენ პატივს. ესპანეთში კორონავირუსის 235 400 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

26 მაისი 2020, 16:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს.

26 მაისი 2020, 16:33

COVID19

Reuters-ი: გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 47 ათასს გადააჭარბა

გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 47 ათასს გადააჭარბა. ვირუსს 47 343 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ სტატისტიკაში იგულისხმება შოლტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და სამეფოს მაშტაბით ბოლო დროს საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდენობაც.

26 მაისი 2020, 16:31

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

„ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ!“-ნათქვამია მარია გამეზ გამეზ-ის მილოცვაში.

თავისუფალი საქართველო

26 მაისი 2020, 16:27

პოლიტიკა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით „თავისუფალი საქართველო“ ხვალ საპროტესტო აქციას გამართავს

„თავისუფალი საქართველო“ ხვალ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. „27 მაისს, 13:00 საათზე, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარედ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს, მოთხოვნით: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

26 მაისი 2020, 16:25

პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

საქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება.

კორონავირუსი ვაქცინა

26 მაისი 2020, 16:22

COVID19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად უკვე €9.5 მილიარდზე მეტი შეგროვდა

ჯერ კიდევ 4 მაისს, ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო ონლიან-კონფერენცია გამართა. აშშ-მა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პირველ ეტაპზე 7.4 მილიარდი ევრო შეგროვდა. ამ ინიციატივის მიზეზი - გლობალურ დონეზე ვაქცინების და წამლების შესაქმენლად კვლევები კოორდინაცია. პრეპარატების შექმნისთანავე ისინი ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე ღარიბებისთვის.