IMEDI /  08 მაისი 2020, 16:54 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკური კონიუნქტურა შავი ზღვის რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში ყალიბდება ჩვენი ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით და, ამდენად, გაურკვეველია ის ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, კონკრეტულ დანაშაულებში სასამართლოს მიერ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა, უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანა რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში, ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, მიუხედავად იმისა თანაც, რომ იგი არის კონკრეტულ დანაშაულებში სასამართლოს მიერ ბრალდებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გარკვეული ვალდებულებები აქვთ.

„როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავისი საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. პოლიტიკური კონიუნქტურა შავი ზღვის რეგიონში და, ზოგადად, მსოფლიოში ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით და ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა არის განპირობებული გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით, და ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის რა შედეგი დატოვა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებამ: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა - აი ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი, რასაკვირველია, იმ ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ დღესდღეობით ჩამოგვიყალიბდა და სერიოზულად აყენებს ჩრდილს სწორედ იმ საერთაშორისო ფორმატს, რაზედაც აღვნიშნე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

მარკ ცუკერბერგი და დონალდ ტრამპი

06 ივნისი 2020, 14:45

ტექნოლოგიები

დონალდ ტრამპის პოსტის შემდეგ მარკ ცუკერბერგი Facebook-ის პოლიტიკის გადახედვას აპირებს

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი გეგმავს, სოციალური ქსელის პოლიტიკას გადახედოს. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტის რეაგირების გარეშე დატოვებას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

06 ივნისი 2020, 14:40

ტექნოლოგიები

რუსეთის მთავრობა მოქალაქეთა გენეტიკური მონაცემების ბაზას შექმნის

ბაზის შექმნაზე რუსეთის მთავრობა და კვლევის ეროვნული ცენტრი იმუშავებენ. მუშაობის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ რუსეთის პრემიერი და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პრეზიდენტის წინაშე 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარდგენ.

ალექსანდრ ლუკაშენკო

06 ივნისი 2020, 14:37

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსში ხუთი პანდემია გვაქვს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა ქვეყანაში კიდევ ოთხი პანდემია მძვინვარებს - ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BELTA ავრცელებს.

06 ივნისი 2020, 14:23

მსოფლიო

ერგნეთში აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც დე-ფაქტო რეჟიმის განცხადებები გააპროტესტეს

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა ერგნეთში აქცია-პერფორმანსი ცხინვალიდან 1-კილომეტრში გამართა, სადაც დე-ფაქტო რეჟიმის განცხადებები გააპროტესტეს. მოხალისე ეპიდემიოლოგებმა და ვირუსოლოგებმა ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერებისგან აღებული ნაცხები შეაგროვეს და ანატოლი ბიბილოვისთვის, სიმბოლურად, საოკუპაციო ხაზთან დატოვეს.

06 ივნისი 2020, 14:19

COVID19

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ პრეპარატზე გასცა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ლევილამბი“ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. უწყება განმარტავს, რომ პრეპარატი მძიმე პაციენტებში ე.წ. „ციტოკინურ შტორმს“ აფერხებს. ერთი კვირის წინ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია კიდევ ერთ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე გასცა.

ავსტრალია აქცია

06 ივნისი 2020, 14:16

მსოფლიო

ავსტრალიაში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მარშები პოლიციის მიერ დაკავებული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გაიმართა, თუმცა დემონსტრანტებმა ხაზი ავსტრალიის აბორიგენების მარგინალიზაციასა და ცუდ მოპყრობას გაუსვეს.

06 ივნისი 2020, 14:11

COVID19

ინდონეზიაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში აქ 993 ახალი შემთხვევა აღწერეს. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 30 514-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი უკვე 1 801-ს გაუტოლდა.

06 ივნისი 2020, 13:59

მსოფლიო

NBA-ს კალათბურთელი ტრამპს თეთრი სახლიდან გაგდებით დაემუქრა

NBA-ს ჩემპიონი სტივენ ჯეკსონი, რომელიც პოლიციელების მოკლული ჯორჯ ფლოიდის მეგობარი იყო, პირობას დებს, რომ დონალდ ტრამპს თეთრი სახლიდან გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას clutchpoints ავრცელებს. „გპირდები, რომ ნოემბერში თეთრ სახლში აღარ იქნები. შენ გადაგირჩევენ. ჩვენ მოვალთ და თეთრი სახლიდან გაგაგდებთ. ამას გააკეთებს 18 ქვეყანა და ამერიკის 50 შტატი, სადაც საპროტესტო აქციები იმართება. შენ აღარ იქნები თეთრ სახლში,“- განაცხადა კალათბურთელმა.

06 ივნისი 2020, 13:57

COVID19

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ერთ-ერთმა ქორწილმა შეუწყო ხელი

„ერთ ადგილას, ჩვენ პანდემიის პიკი ვიხილეთ. ამის წყარო კი იყო ქორწილი. შეკრებამ პრობლემა შეუქმნა ადამიანებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას“ - განაცხადა ჰასან როუჰანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ სად ჩატარდა აღნიშნული ქორწილი.

კახა კალაძე

06 ივნისი 2020, 13:51

ტაბლოიდი

თბილისის მერმა მოქალაქეს, რომელიც გუშინ ვარკეთილში დაუპირისპირდა, მაისური აჩუქა

„სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი „მთავარ არხს“ გადავცემთ საჩუქრად”, - განაცხადა კალაძემ და ჟურნალისტებს შავი მაისური აჩვენა, რომელზეც მოქალაქის და მიხეილ სააკაშვილის საერთო ფოტოა გამოსახული.

06 ივნისი 2020, 13:51

მსოფლიო

ცხინვალში ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალინა ლალიევას სახლზე ღამის 23:00-ზე განხორციელდა.

06 ივნისი 2020, 13:39

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 930 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 168 340 შემთხვევაა აღწერილი, 4 648 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 133 400 კი გამოჯანმრთელდა. თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

ბათუმის სასამართლო

06 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

„ლავასოღლის“ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 8 პირი 1000 ლარით დაჯარიმდა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის („ლავასოღლი“) მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ცხრავე პირი სამართალდამრღვევად ცნო, აქედან რვა მათგანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

06 ივნისი 2020, 13:28

საზოგადოება

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

ბათუმი პლაჟი

06 ივნისი 2020, 13:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

„ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

06 ივნისი 2020, 13:19

საზოგადოება

როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან? - პედიატრის რჩევები

რას უკავშირდება ზაფხულში ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვების შემთხვევაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა და თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

ლუის ჰამილტონი

06 ივნისი 2020, 13:16

მსოფლიო

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ

ლუის ჰამილტონის თქმით, მას ბავშვობაში მუქი ფერის კანის გამო ხშირად აბულინგებდნენ და სცემდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, მასზე ისეთი ნეგატიური ფსიქოლოგიური ეფექტები გამოიწვია ამ ყველაფერმა, რისი გაზომვაც შეუძლებელია. ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა სპორტის გარდა სახელი რასიზმისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლითაც გაითქვა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 13:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნება

„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 13:02

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სუს-ში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 12:56

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია

„თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა. რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.