IMEDI /  08 მაისი 2020, 23:16 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ისე მოვიქეცით, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქვეყანა, რომლის სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებული და მსჯავრდებული პირი სადღაც, რომელიმე ქვეყანაში რაღაც პოზიციას იკავებს - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „postv“-ის ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სააკაშვილმა შექმნა ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ბიზნესსა და პოლიტიკაზე საუბრისას შეშინებულ ადამიანებს ტელეფონები გაჰქონდათ ოთახებიდან. მისივე განცხადებით, მან დანერგა ტოტალური შიში და შექმნა სისტემა, რომელიც იყო ამ შიშის საფუძველი.

„აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა, მათ შორის, ზელენსკის ფრაქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ის იქნებოდა უკრაინის ვიცეპრემიერი. გამომდინარე აქედან, რადას წევრებიც იზიარებენ მოსაზრებებს და არგუმენტებს, რომლის გამოც არ დაინიშნა და არ უნდა დანიშნულიყო პოლიტიკურ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მწვავე იქნებოდა.

„ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი. ჩვენ ამაზეც გვქონდა რეაქცია. როგორი პროპორციაცაა იმ თანამდებობასა და მის პოლიტიკურ წონას შორის, რაც არის ვიცეპრემიერსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შორის, ზუსტად ასეთი, პირდაპირპროპორციულად მსგავსი რეაქცია გვქონდა ჩვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ელჩის დაბარება კონსულტაციაზე აბსოლუტურად რელევანტური იყო. ეს მომენტი ვერ გააფუჭებს, პირველ რიგში, ხალხებს შორის ურთიერთობას. ჩვენ შევინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას უკრაინასთან, ეს ორივე ერის დაკვეთაა“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცესპიკერმა.​

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დანიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან საქართველოში ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 01:35

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 83 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის ერთი, მედიკოსების შეფასებით, უმძიმესი პაციენტი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, თუმცა, ექიმების დახმარებით, 83 წლის პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

დევიდ მაკბრაიდი ჰელენ უორდი

03 ივნისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა

დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს. 58 წლის დევიდ მაკბრაიდმა და მისმა 52 წლის დამ, ჰელენ უორდმა ერთმანეთი ტელეშოუს საშუალებით იპოვეს. დევიდ მაკბრაიდი დედამ ქუჩაში გაჩერებულ მანქანასთან 1962 წელს, ჰელენ უორდი კი სატელეფონო ჯიხურში 1968 წელს დატოვა.

03 ივნისი 2020, 00:52

COVID19

ორი დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი დღის მანძილზე ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქ კოვიდინფიცირების 185 დადასტურებული შემთხვევაა, მუნიციპალიტეტში 88 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დანარჩენი პაციენტები კი, შესაბამის დაწესებულებებში მკურნალობას მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობენ.

კოიტოი გოლფი

03 ივნისი 2020, 00:50

ტაბლოიდი

კალიფორნიაში კოიოტი საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიპარა და გოლფის ბურთით ითამაშა 🐺⛳

„დაახლოებით 23:45 საათზე კამერამ ჩვენს უკანა ეზოში კოიოტი დააფიქსირა, რომელიც გოლფის ბურთით თამაშობდა. გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმაოდ საყვარელი სანახაობაა და ვიდეო YouTube-ზე ავტვირთეთ. მისი ყურება სასაცილო და საინტერესო იყო“, - ყვებიან ვიდეოს ავტორები.

03 ივნისი 2020, 00:46

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 273 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 273 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5 935 შემთხვევაა აღწერილი. გამოჯანმრთელდა 3 564 ადამიანი, 71 კი გარდაიცვალა.

ჯეიმს კემერონი და ჯონ ლანდაუ ავატარი 2

03 ივნისი 2020, 00:45

კულტურა

ჯეიმს კემერონი ახალ ზელანდიაში „ავატარის“ სიქველის გადასაღებად ჩავიდა

იმის მიუხედავად, რომ საზღვრები ოფიციალურად ჩაკეტილია, გადასაღებ ჯგუფს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს, რადგან პროექტს ახალი ზელანდიისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

რიანა

03 ივნისი 2020, 00:43

ტაბლოიდი

რიანამ ქალის თეთრეულის თავისი ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა

ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ქალის თეთრეულის თავისი ბრენდის, Savage x Fenty-ის ახალი კოლექცია წარადგინა. მომღერლის ფოტოები Instagram-ზე გამოქვეყნდა. ბრენდ Savage X Fenty-ს რიანა ამერიკულ კომპანია TechStyle Fashion Group-თან ერთად ფლობს. გასული წლის ივნისში გამოცემა Forbes-მა რიანა მუსიკის სამყაროში ყველაზე მდიდარ ქალად დაასახელა.

ალიგატორები ჩხუბი

03 ივნისი 2020, 00:35

ტაბლოიდი

ფლორიდაში ქალი თავისი სახლის კართან ორი ალიგატორის ჩხუბს შეესწრო. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის ქალაქ ფორტ მაიერსში მცხოვრები ქალი თავისი სახლის კართან ორი ალიგატორის ჩხუბს შეესწრო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სიუზან გეშელის თქმით, ერთი ალიგატორის მისი სახლის კართან, მეორე კი ცოტა მოშორებით იდგა, შემდეგ კი პირველს დაესხა თავს.

მაროდიორობა აშშ

03 ივნისი 2020, 00:30

მსოფლიო

მაროდიორობა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ფოტოგალერეა

აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. საპროტესტო აქციებს თან ახლავს არეულობა, პოლიციასთან შეტაკება და მაროდიორობა.

ნიკოლოზ მეტრეველი

03 ივნისი 2020, 00:29

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციისგან წინასაარჩევნოდ ე.წ. ფეიკნიუსების ნიაღვარს ელოდება

დესტრუქციული ოპოზიცია უკვე პრემიერის სავარძელს იყოფს. მე ველოდები მათგან ე.წ. ფეიკნიუსების ფესტივალს და ნიაღვარს. სავარაუდოდ, ნარატივი იქნება ისეთი, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს, მოსყიდულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

ირაკლი ლატარია

03 ივნისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია: ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, დაგაბრალოს ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდა

ოპოზიცია იყენებს ფაშისტურ იდეოლოგიას - მაქსიმალურად ცდილობენ დაგაბრალონ ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდნენ. ამით ისინი ცდილობენ შეფუთონ თავიანთი ქმედებები, რომ შენ ვერ გაბედო მათზე ზედმეტის თქმა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი ლატარიამ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

03 ივნისი 2020, 00:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ლეიბორისტების“ ოფისში შეყუჟული ოპოზიციის ბანაკის შემყურეს „აურზაური სალხინეთში“ მახსენდება

რომ ვუყურებ იმ პროცესებს, რაც ვითარდება „ლეიბორისტების“ ოფისში შეყუჟული ოპოზიციის ბანაკში, მახსენდება ცნობილი მიუზიკლი „აურზაური სალხინეთში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე

03 ივნისი 2020, 00:16

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებზე ყოველთვის არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ 1-ლი ნოემბრისთვის ემზადებოდა

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი შეძლებს, რომ ჩვენ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და უკვე საუბარი იმაზე, რომ ახალი სისტემა უსამართლოა ან არალეგიტიმურია, მათ ამის საფუძველი აღარ ექნებათ, იმიტომ რომ მათივე შეთანხმებული სისტემაა და რჩება საუბარი იმაზე, რომ რა საარჩევნო გარემოზე საუბრობთ, როცა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკოსი, მედიამფლობელი და ა.შ. ახლაც კი ციხეშია და ქვეყანას კიდევ ჰყავს პოლიტპატიმარი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

03 ივნისი 2020, 00:03

COVID19

კორონავირუსით მე-13 გარდაცვლილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაიცვალა. ის მუშევანიდან თბილისის კლინიკაში სამკურნალოდ გადმოიყვანეს. 76 წლის პაციენტი ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იყო. მის მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ამძიმებდა.

თამარ თორაძე

02 ივნისი 2020, 23:59

საზოგადოება

თამარ თორაძე: გიორგი რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის

„როცა კარზე მოგვადგნენ და ვერნაირად ვერსად ვეღა წავიდოდით, ფანჯრიდანაც დააკაკუნეს და გვითხრეს, რომ აგვაფეთქებდნენ. მეზობელთან ვიყავით. რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უთხრა, რომ მხოლოდ ბავშვები ვიყავით. რურუამ თქვა, დავხედავ და წავალთო. შემოვიდა, ატეხა სროლა, ჩემმა ძმამ დაუჭირა და უთხრა, რომ უიარაღოდ ვიყავით და გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც გადაუარა იარაღით“.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 23:55

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა კი კლასიკური ქურდის ეტალონი

რომელია იმ სამში პოლიტპატიმარი? ბატონი ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, როგორ ამზადებდა რუსეთის „გრუს“ ბაზაზე სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში? რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის? თუ უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი? - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ თორაძე

02 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თამარ თორაძე: მჯერა, რომ მოვიდა ის დრო, როცა სამართალი უნდა აღდგეს

„სულ ახლახანს ნინუკა ბორჩხაძე წერს Facebook-ზე ჩემზე საშინელებებს და მერე იქვე ვიღაც უწერს, რომ „ეს ქალი უნდა განეიტრალდეს“. ანუ, ეს უკვე მუქარაა. წარმოიდგინეთ, მსგავსი დაშინებები და კიდევ უარესი გადავიტანე. მაგრამ ვერაფერ ვეღარ გამაჩერებს. აბსოლუტურად ვარ მზად, რომ შევეწირო კიდეც ამას, თუ დასჭირდება, მაგრამ არამგონია შეწირვა რომ დამჭირდეს“, - ამბობს თორაძე.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუ სახელმწიფოს რესურსი რაციონალურად იქნება დახარჯული, საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად შეაფასებს

თუ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს აქვს, რაციონალურად იქნება დახარჯული, საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად შეაფასებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკისთვის ოპოზიციის მსჯელობა პრემიერობის კანდოდატზე არასერიოზულია

„რეალურად სურათი დადეს ისეთი, რომ ისინი დესტრუქციის გარდა არაფრის გამკეთებლები არ არიან, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან. როცა ისინი ასახელებენ კანდიდატებს, ეს არის ერთი ძალიან მცირე ნაწილი იმ დიდი უბედურებისა, რა უარყოფითი ენერგიაც ამათ გააჩნიათ“, - ამბობს ვოლსკი.

კორონავირუსი

02 ივნისი 2020, 23:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.