IMEDI /  09 მაისი 2020, 00:10 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი: პანდემიის გამო ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება უკეთესად შეძლო

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ეჩლის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ელჩი 9 მაისთან, ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე გაკეთებულ ამ მიმართვაში ჩამოყალიბებული იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირის შექმნას. დღეს, 27 წევრი სახელმწიფოსგან და თითქმის 446 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ევროკავშირი, ამ დეკლარაციის სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. 2020 წლის ევროპის დღის მთავარი მოწოდებაა

„ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს COVID-19-ს პირობებში ერთიანობის აუცილებლობას.

დღევანდელ დღეს, ზუსტად 70 წლის წინ, წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ, ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით.

ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია. სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა, რომ ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები - ანუ „ევროპის გუნდი“ - გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად იმის მტკიცე დასტურად, რომ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ სიტყვები არ არის.

ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზაცია, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში. ეს უპრეცედენტო თანხა საქართველოს დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისიდან გამოსვლაში და მომავალ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ბრძოლისთვის უკეთ მომზადებაში. საქართველომ, სადაც სტუმართმოყვარეობა და სოლიდარობა ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია, კარგად იცის მეგობრის ფასი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ის გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა.

ეს იქნება რთული წელი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და ერთად ყველაფერს მოვერევით. გაუფრთხილდით თქვენს მშვენიერ ქვეყანას და ერთმანეთს. გილოცავთ ევროპის დღეს!“

ყველა სიახლე

პოლიცია

03 ივნისი 2020, 15:43

მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა

„მათ გვერდით ვართ, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღშფოთებულია იმით თუ როგორ დაკარგა სიცოცხლე ჯორჯ ფლოიდმა. ამას სამართალი და პასუხისმგებლობა უნ მოჰყვეს. მაგრამ რა მიზეზითაც არ უნდა შეიკრიბოს ხალხი, მოქალაქეებს ვთხოვთ ამ რთულ დროს ოფიცრებთან თანამშრომლობა გააგრძელონ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

03 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარე

„ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე გვაქვს, არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დემოკარატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწორ მენეჯმენტს და განსაკუთრებით კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძლიერი მხარე. მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი, რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ჰყავს მზრუნველი ხელისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 15:39

ეკონომიკა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.

03 ივნისი 2020, 15:38

COVID19

The Guardian: ჯანმომ და ზოგიერთმა ქვეყანამ Covid-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ზოგიერთმა ქვეყანამ Covid-19-ის პოლიტიკა და მკურნალობა არასანდო მონაცემების საფუძველზე შეცვალეს, რომელიც ნაკლებად ცნობილი ამერიკული ანალიტიკური კომპანიისგან მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ოქრუაშვილი

03 ივნისი 2020, 15:27

პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარებზე: თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე

„წარმატების ფორმულა მდგომარეობს ერთობაში. ერთობა განაპირობებს გამარჯვებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით ჩვენ ამ მიზნიდან გამომდინარე იმაზე, თუ სად გვეყოლება საერთო კანდიდატები, ან - სად არა. დიდი ალბათობით, თუ ჩვენ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ და ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა შევთანხმდეთ თბილისსა და დიდ ქალაქებზე. მგონია, რომ ეს შეთანხმება მიღწევადია. არ არის ჩემთვის აუცილებელი მე სადმე ვიქნები თუ არა - ერთად ვიქნებით თუ არა, ეს არის ჩემთვის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

03 ივნისი 2020, 15:26

რეგიონი

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები მსვლელობას აწყობენ

ბათუმში, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ახლობლები მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მსვლელობას აწოყობენ.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 15:20

საზოგადოება

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული, ამას აუცილებლად მივაღწევთ

მთელი ქალაქის მასშტაბით მუშავდება სატრანსპორტო სქემები, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტობუსების გადაადგილება, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, თუ როგორ იმოძრავებენ ავტობუსები ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე. კალაძის თქმით, ავტობუსები იმოძრავებენ საპირისპირო მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით განცხადებები მათ რამდენჯერმე გააკეთეს.

ეკა ბესელია

03 ივნისი 2020, 15:20

პოლიტიკა

ეკა ბესელია: პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა კანდიდატურის შეთავაზება ლოგიკაში არ ჯდება

„მიჭირს, ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რადგან „ქართული ოცნების“ პერიოდში ყველაზე არასტაბილური პოზიცია პრემიერის პოსტია, რომელიც ყველაზე მეტჯერ შეიცვალა და მგონი, რეკორდიც მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი არასტაბილური უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა მეორე არ მახსენდება“.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გადაფარვას ცდილობს

„ყოველი არჩევნების წინ არის ამორჩეული რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართაც მიდის ინტენსიური, ინფორმაციული შეტევა. მაგალითად, გიორგი გახარია არათუ მიდის პრემიერის პოსტიდან, არამედ - ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის“.

ჯო ბაიდენი
ფოტო: Shutterstock.com

03 ივნისი 2020, 15:13

მსოფლიო

დემოკრატების პრაიმერიზში კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგების მიხედვით, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების მარათონში კვლავ ლიდერია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია წერს. სამშაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბაიდენის კანდიდატურას მხარს უჭერენ: მერილენდის, მონტანას, ნიუ-მექსიკოს, სამხრეთ დაკოტას, ინდიანას, პენსილვანიის და როდ-აილენდის დელეგატთა უმრავლესობა.

შვედეთი კორონავირუსი

03 ივნისი 2020, 15:10

COVID19

შვედეთში აღიარეს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად მცდარი სტრატეგია აირჩიეს

„ცხადია, ჩვენი ქმედებების გაუმჯობესების პოტენციალი გვაქვს. თუ ამ დაავადებას კვლავ შევხვდებით იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვიცით, ვფიქრობ შევჯერდებოდით შუალედურ მიდგომაზე მსოფლიოს პასუხსა და იმას შორის, რაც შვედეთმა გააკეთა“, - განაცხადა ტეგნელმა.

ნიკა მელია

03 ივნისი 2020, 15:08

პოლიტიკა

ნიკა მელია: როცა ტელევიზიით ვიგებთ ამ ინიციატივას, გაუმართლებელია, პრემიერობის კანდიდატი უნდა შეირჩეს დახურულ ფორმატში

ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თაკო ჩარკვიანის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების ფაქტს გამოეხმაურა.

03 ივნისი 2020, 15:01

COVID19

15 ივნისიდან გერმანია ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების თაობაზე გაფრთხილებას ხსნის

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გაფრთხილებას 15 ივნისიდან მოხსნის. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 14:56

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა.

რატი იონათამიშვილი

03 ივნისი 2020, 14:56

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: თორაძეების გახმაურებული საქმე მოხდა იმ უბანში, რომელშიც მე ვიზრდებოდი და გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი

„ვფიქრობ, რომ თუ ოჯახის წევრებს აქვთ უსამართლობის განცდა, ცხადია, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება შესაბამისი უწყებებისგან, ოღონდ არა - დეპუტატებისგან. რა საკვირველია, ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. ესაა შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე“ - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 14:53

პოლიტიკა

კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული, განხილვებში მონაწილეობას მიიღებს ყველა დეპუტატი

თუ ცვლილებებს, სასწაული მოხდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა. „საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, არსებულ ცვლილებებს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

დიმიტრი ხუნდაძე

03 ივნისი 2020, 14:49

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიღებული წერილი მაძლევს იმის საფუძველს, რომ მინისტრი პარლამენტში მოვა

დეპუტატების მხრიდან ნამდვილად იყო მოთხოვნა რომ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მოსულიყო. მე ვადასტურებ, რომ კომიტეტმა მინისტრი მოიწვია, მაგრამ ეპიდვითარება იყო იმდაგვარი, რომ ამას ხელი ვერ შეეწყობოდა. ამდენად, ობიექტური მიზეზი იყო და ამას რეგლამენტთან აცდენას ნამდვილად ვერ დავუდებდი საფუძვლად. ახლა, ისევ იყო მოთხოვნა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან და პასუხად მოვიდა წერილი სადაც მინისტრი ითხოვს რომ თვის ბოლო კვირამდე გადაიდოს ეს საკითხები, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საქართველო თურქეთი დროშები

03 ივნისი 2020, 14:49

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ

„თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

03 ივნისი 2020, 14:43

COVID19

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „PosTV“-სთან საუბრისას განაცხადა. ამაზე ჩვენ დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან მალე ქვეყნება კონკრეტული ინიციატივა და ამას გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.