imedi /  10 მაისი 2020, 17:19 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ნაცკლასტერისთვის“ არჩევნების თემა არ არის აქტუალური

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მათი მოთხოვნები სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ უტოპიას ჰგავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის არჩევნების თემა აქტუალური არ არის.

„საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე პირველი დღე არ ვლაპარაკობთ. ესე იგი, ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ, საგამოძიებო სისტემამ აღიაროს ეს ფაქტები, რომლებიც დევს და რომელმაც განაპირობა გარკვეული სასჯელის შეფარდება რამდენიმე ადამიანზე, კონკრეტულ სასჯელებზეა ლაპარაკი, ტელევიზიით რაც იხილა მთელმა მსოფლიომ, უარყოს სასამართლომ და ეს უარყოფა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფომ ამის თაობაზე მისცეს შეკვეთა და მითითება სასამართლოს. ფაქტობრივად, ამ მოთხოვნის შინაარსი განაპირობებს უტოპიურობას და ამ უტოპიურობიდან გამომდინარე შთაბეჭდილება იქმნება ვიფიქროთ, რომ საერთოდ არჩევნების თემა არ არის აქტუალური „ნაცკლასტერისთვის“, ვინაიდან დესტრუქცია, რაც შეუკვეთა სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2013-14 წლებში არის აქტუალური, წინააღმდეგ შემთხვევაში პერსპექტივა პოლიტიკური ამ სატელიტ-გაერთიანებას აქ აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

28 მაისი 2020, 18:26

რეგიონი

ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებულთაგან 26 მოქალაქეს ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა პროცესი დასრულდა. სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, პროცესზე განხილული იყო 29 მოქალაქის საქმე. 26 მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ერთი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა, ორი პირის პროცესი კი, 4 და 10 ივნისისთვის გადაიდო.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 18:25

COVID19

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ყველა იმ სამსახურმა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სასურველია მუშაობა ონლაინ გააგრძელოს

პანდემიის პროცესში საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობა განორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს მათ გარკვეულ ზარალს, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 18:23

მსოფლიო

ბუნდესტაგზე კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს

2015 წელს გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:20

COVID19

PCR ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 1500-ზე მეტს შეადგენს

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად რჩება

„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

28 მაისი 2020, 18:11

მსოფლიო

ინდოეთში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი გარდაცვლილი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:08

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა

საკმაოდ საინტერესო კვლევა იყო. პრინციპში ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, „იმედის“ დაკვეთით ჩაატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ნებისმიერ მოქალაქეს ალბათ უნდა ეამაყებოდეს ის, რომ საკუთარი ქვეყნის მთავრობა ასე კარგად გაუმკლავდა ამ ძალიან საშიშ პანდემიას. ჩვენ ვნახეთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებში. ამის ფონზე, ასევე ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ გამოკითხულთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამას უკავშირებს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ ძალას და შესაბამისად, მმართველი ძალის რეიტინგი და მისი პოლიტიკური და რეპუტაციული დივიდენდები არის მომატებული. როგორ იმოქმედებს ეს არჩევნებზე - ჩვენ ამას ვნახავთ დარჩენილი 5 თვის მანძილზე. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება შეინარჩუნოს ის პოზიტივი, რაც მან აკრიფა პანდემიის დროს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 18:07

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია

GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია, საინტერესო კვლევაა. თან, როგორც იქნა, ქართული კვლევა ვნახე. ეს არაა NDI და IRI, სადაც პოლიტიკური შენარევი იგულისხმება, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, GORBI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

პირველი საუნივერსიტეტო

28 მაისი 2020, 17:55

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას

„28 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 7 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:55

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა

ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა, როდესაც ეს ცენტრი ასე კარგად მუშაობს და ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირზე საკმაოდ ბევრი ნეგატიური შედეგი იდება და გაურკვეველია, ლიდერის პოზიციას დაიკავებს თუ „პლაქვენილის“ ბედი ეწევა

რემდესივირზეც საკმაოდ ბევრი ნეგატიურ შედეგები იდება, არანაკლები, რაც იდებოდა პლაქვენილზე. მისი ბედი ბოლომდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. დაიკავებს ლიდერის პოზიციას კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებში, თუ ეწევა პლაქვენილის ბედი.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 17:53

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: იმ 30 განაცხადიდან, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

28 მაისი 2020, 17:46

სპორტი

მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუში ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა

კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ექსჩემპიონი მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუზე All Elite Wrestling’s Dynamite გამოცხადდა და ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას espn ავრცელებს. ტაისონმა მაისური შემოიხია, შემდეგ კი, კრის ჯერიკოს შეურაცხყოფა მიაყენა და როდესაც მან ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ხელი ჰკრა და ჩხუბი დაიწყო. ყველაფერი შოუს ნაწილი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვეტერანი მოკრივე ისევ კარგ ფორმაშია.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება, - ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩართვისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.

პაულო დიბალა

28 მაისი 2020, 17:42

COVID19

პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა

„იუვენტუსის“ არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Juvefc-ი ავრცელებს. თანხა როუსონას, სან როკეს და ფლორენსიოს საავადმყოფოებს გადაერიცხებათ, რისი მეშვეობითაც მათი თანამედროვე სპეციალური სამედიცინო აპარატურით აღჭურვა მოხდება. დიბალა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

დავით ზირაქაშვილი

28 მაისი 2020, 17:39

სპორტი

„დავით ზირაქაშვილი უსასრულო ლეგენდა“ - „კლერმონის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველ მორაგბეს სტატია მიუძღვნა

„დავით ზირაქაშვილი უსასრულო ლეგენდა“ - ამ სათაურით ქართველი მორაგბისადმი მიძღვნილი სტატია „კლერმონის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიის ბოლოს, საფრანგეთის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, ვეტერან სპორტსმენს მისი თამაშის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეოც მიუძღვნა. ზირაქაშვილმა კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით მისი გაცილების თამაშის გამართვა ვერ მოხერხდა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებულ პაციენტებთან „პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველომ კორონავირუსის სამკურნალოდ „პლაქვენილი“ ხმარებიდან ამოიღო. ქვეყანაში ინფიცირებულებს ამ პრეპარატით უკვე 3 თვეა, მკურნალობენ და როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს - საკმაოდ ეფექტიანად, თუმცა საქართელო ემორჩილება ჯანმო-ს გადაწყვეტილებას და პრეპარატის გამოყენებას წყვეტს.

28 მაისი 2020, 17:35

თემა

აზიანებს თუ არა COVID-19 ადამიანის ფსიქიკას

იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ახალი კორონავირუსული ინფექციის ფართომასშტაბიანი კვლევა ახლახან დაიწყეს, უკვე ცხადია, რომ COVID-19ადამიანის ჯანმრთელობაზე გარკვეულ კვალს ტოვებს და ეს შედეგი შეიძლება გრძელვადიანი იყოს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, თუ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდა და ინფიცირებული პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა. საინტერესოა, რა კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.

28 მაისი 2020, 17:31

ეკონომიკა

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით; მესამე ეტაპზე, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.