imedi /  11 მაისი 2020, 20:56 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ რაც მოითხოვა იმის ჩაშლას აპირებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ რაც მოითხოვა იმის ჩაშლას აპირებს და ამით საზოგადოებას ემუქრებიან. ოპოზიცია მთლიანად ჩიხშია შესული და ამ ჩიხიდან აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„120\30-ზე ოპოზიციის მოთხოვნა იყო და წესით პირველ რიგში მათ უნდა დაუჭირონ მხარი ამ ყველაფერს. წინაღმდეგ შემთხვევაში ძალაში დარჩება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მათი მმართველობის პერიოდიდან დაგვრჩა. ანუ კიდევ ერთხელ დატოვებენ იმ სისტემას, რომელიც ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდში ძალიან მოსწონდათ. საზოგადოება ხედავს რამდენად აბსურდულია ის ქმედებები, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის წევრი ოპოზიციას მოუწოდებს სპეკულაცია შეწყვიტოს.

„მოვუწოდებ ოპოზიციას, გამოიჩინონ გონიერება და შეთანხმების ორივე პირობა შეასრულონ: შეწყვიტონ სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ ვალდებულება ავიღეთ მართლმსაჯულებაში უკანონო ჩარევის და მეორე, მათ საარჩევნო ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 2020 წლის 8 მარტს შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. დღეს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დღეს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა

დღეს საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო პირველ ადგილზეც იყო. „300 მილიონიც რომ ჩამოვაჭერით, კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ვერ ჩამოვაჭრიდით და გეტყვით, რატომ. ამ ხარჯების შემდგომი შემცირება პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია ბიუროკრატიის ხარისხზე. ახლა პირიქით პროცესი უნდა წავიდეს, შეიძლება ვიდავოთ ფიზიკურ რაოდენობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო დღეს არის მე-2 ადგილზე მსოფლიოში. პოლიტიკური მოტივი გავიგე, აშკარაა, კარგი თემაა, მეც ასე მოვიქცეოდი თქვენს ადგილას, ალბათ, მაგრამ ამის უკან შინაარსი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:58

COVID19

გიორგი გახარია: ყველა სერვისი, რომელსაც მთავრობა აწვდის მოქალაქეებს, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს

„მესმის, რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვქონდა სრულად მობილიზებული, როგორც რუხის კლინიკა, ასევე გორის ჰოსპიტალი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში, ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გრიგორი კარასინი

27 მაისი 2020, 18:54

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი: საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებები რუსი ექსპერტების ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების თაობაზე ოფიციალური ხაზით გამაგრებული არ არის

საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებები რუსი ექსპერტების დელეგაციის ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების თაობაზე ოფიციალური ხაზით გამაგრებული არ არის, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ - რაც მე პარლამენტში მომითმენია

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, გულწრფელად გეუბნებით, რომ პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლობიანად მოვსულვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

27 მაისი 2020, 18:47

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, რაც ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს

საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება და ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:35

COVID19

გიორგი გახარიამ ოპოზიციას კორონავირუსის გამო სხვა ქვეყნებში დაწესებული ჯარიმები გააცნო

„რა თქმა უნდა, 3 ათასი ლარი დიდი ჯარიმაა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეკომენდაციები უკვე აღარ მუშაობდა და მოქალაქეები რთულად იჯერებდნენ, რომ ეს მათთვის საციცოცხლო რისკია, იძულებულნი გავხდით, შემაკავებელ ინსტრუმენტებად გამოგვეყენებინა ჯარიმები“.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:32

COVID19

პრემიერი: ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა. ვიდეო

„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე - სეროპრევალენტური კვლევა. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ამ სეროპრევალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ინფიცირებულ რეგიონში სეროპრევალენტური კვლევა და ეს სეროპტრევალენტური კვლევა ტარდება შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით, აჩვენა, რომ დახურულ ინფიცირებულ რეგიონებშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის გამოკვლევა და სრულად სუფთა რეგიონშიც, არ დავასახელებ რომელში, იქაც. რეალურად, 2 G და M ანტისხეულის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ენტონი ფაუჩი

27 მაისი 2020, 18:31

COVID19

ენტონი ფაუჩი: ამერიკელებს მოვუწოდებ, საჯარო ადგილებში ყოფნისას პირბადე აუცილებლად ატარონ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ ამერიკელებს მოუწოდა, საჯარო ადგილებში ყოფნისას პირბადე აუცილებლად ატარონ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:26

COVID19

გიორგი გახარია: სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, რადგან არავის არაფერი დაუშავებია

სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, უბრალოდ არავის არაფერი არ დაუშავებია. საბედნიეროდ არავის უყიდია უვარგისი ტესტები, ამ პროცესში გამოწვევები სხვდასხვა იყო- ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დასმული კითხვის საპასუხდო განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეალურად ეს ადამიანები დასჯას არ იმსახურებდნენ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს

„520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრად გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეველოპმენტის და სამშენებლო სექტორის დახმარების შემდგომ, შემდეგი სექტორული ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტემის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

27 მაისი 2020, 18:25

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება

კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელება არ განიხილება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სწრაფად, სანამ სტრუქტურირებული იქნებოდა სისტემურად სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით, რომ ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა. ორი მიმართულება იყო ეს - კომუნალურები და კრედიტები. კომუნალურები მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ. ვნახოთ ეს ფინანსური შედეგები როგორი გვექნება. კრედიტის მოსმახურების ნაწილში გაგრძელება იქნება”, - განაცხადა პრემიერმა.

გიროგი გახარია

27 მაისი 2020, 18:19

სამართალი

გიორგი გახარია ფარცხალაძის დაჯარიმებაზე: ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დააჯარიმეს. „ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:15

პოლიტიკა

გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიცია მთავრობასა და ეკლესიას შორის კონფლიქტის გაჩენის მიზანშეწონილობას ხედავდა

„თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდნენ, რომ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ცდილობდით ამას. ყოველ შემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად, შეხედეთ, რა მოხდა. მარტივი რაღაც მოხდა. ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა უბრალოდ, ენდო ხელისუფლებას და მთავრობას და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:13

COVID19

გიორგი გახარია: თუ შემოდგომაზე მეორე ტალღა იქნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი

„დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანა ყველას უნდა ესმოდეს და ეს მინდა პირველ რიგში ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, ეს 3-4 თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომაზე, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი“.

27 მაისი 2020, 18:09

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. აღნიშნული შეთანხმება 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 18:01

საზოგადოება

გიორგი გახარია: თეატრი სპეციფიკური ჟანრია, იქ დრამაა, სხვადასხვა სცენა არსებობს, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ

ჩვენ გვესმის რომ სასურსათო უსაფრთხოება უსაფრთხოებაა, მაგრამ ადამიანს სულიერი საზრდოც სჭირდება, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც რისკები არ შევქმნათ, - ამით უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თეატრის გახსნასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

დმიტრო კულება

27 მაისი 2020, 18:00

პოლიტიკა

დმიტრო კულება: დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო მიზნები - ეს არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება და ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნულიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული წერილით კულება თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კრისტინ ლაგარდი

27 მაისი 2020, 17:59

COVID19

კრისტინ ლაგარდი: კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12%-ით შემცირდება

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 8-12%-ით შემცირდება.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:57

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, სიმღერას, ღვინოს და სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა

ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე, პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ჩვენს სიმღერას, ჩვენს ღვინოს და სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არაფერი დამირღვევია, რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ საგანგებოს გამოცხადების დროს პარლამენტში მოსულიყო საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იძლევა ასეთ შესაძლებლობას. მე არაფერი დამირღვევია. რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ საგანგებოს გამოცხადების დროს მოსულიყო საპარლამენტო მდივანი. მე ეს შესაძლებლობა კანონის უბრალოდ გამოვიყენე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „მაშინაც, როდესაც კანონის ამ შესაძლებლობას ვიყენებდი, ვიცოდი, რომ მოვიდოდი თქვენთან, როდესაც ეს პროცესი დასრულდებოდა და წარვსდგებოდი იმ ანგარიშით, რომელიც გავაკეთე დღეს. რამდენიმე მიზეზი მქონდა ამისთვის. პირველი, რომ კანონს არ ვარღვევდი. მეორე, რომ მართლა დაძაბული გრაფიკი იყო და მესამე - პროცესში აქ დგომა, მაშინ როდესაც იყო შუა პროცესი და ძალიან გახურებული იყო ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ზედმეტი ემოციები ჩემთვისაც და თქვენთვისაც იქნებოდა არასასურველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.