imedi /  12 მაისი 2020, 23:28 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას 2012 წლიდან აწვდის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას ჯერ კიდევ 2012 წელს აწვდიდა, რის გამოც ისინი კრიტიკულ განცხადებებს მაშინაც ავრცელებდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამის მტკიცებულებად კი 2012 წლით დათარიღებული წერილი მოიყვანა, რომელსაც ხელს სენატორი ჯიმ რიშიც აწერდა.

„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავების, გამოძიების, დაპატიმრებების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება. დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია მეტი მწუხარება გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით არის გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ გააკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, აღქმის თვალსაზრისითაც კი“, - ეს არის 2012 წლის 12 დეკემბრის წერილი. ეს წერილები არ არის უცხო. ამ წერილს ხელს აწერს მათ შორის სენატორი რიში და გვარები ძალიან ხშირად მეორდება ხოლმე. არის სენატორი რიში, არის ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ა.შ. სულ ვტრიალებთ ერთი და იგივე 10 გვარში. ეს რას ნიშნავს - რომ აქვთ ერთი და იგივე ხაზი გაჭრილი ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი განშტოებებით და ის მუშაობს ამ ხაზებით. ანუ, აქვს გარკვეული კონტაქტები და ისინი მუდმივად ახერხებენ ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვენ დიდი პატივს ვცემთ, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მიზანი პარტნიორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა

„როდესაც 2012 წლის დეკემბერში ამ წერილის შინაარსი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და შეესაბამებოდა მხოლოდ სააკაშვილის და ბოკერიას სინამდვილეს, ბუნებრივია, მან შედეგი ვერ გამოიღო და ვერ გამოიღებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები. შესაბამისად, ერთადერთი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ სწორი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა. „ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“- წერს რიში.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 09:00

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში და როგორია პაციენტების მდგომარეობა

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კი, მხოლოდ 1 ინფიცირებული იმყოფება. კორონავირუსის დიაგოზით, იქ სულ 14 პაციენტია, ხოლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული ჰყავთ, მათთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაცინტების მდგომარეობა სტაბილურია და სამი მათგანის გაწერას ელოდებიან.

25 მაისი 2020, 08:41

პოლიტიკა

უკრაინიდან კონსულტაციებზე გამოძახებულ საქართველოს ელჩს საგარეო უწყებაში დღეს ელოდებიან

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი კარანტინი დიპლომატს სწორედ დღეს უსრულდება, შესაბამისად, მას სამინისტროში ელოდებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ ზალკალიანმა განაცხადა, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

25 მაისი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეიდან მართვის უფლების თეორიული გამოცდა განახლდება

დღეიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება მათთვის, ვინც ელექტრონულად დაჯავშნა რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერ ისარგებლა სერვისით. მათ საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

25 მაისი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება და მოკლევადიანი პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული. დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

25 მაისი 2020, 08:02

კულტურა

26 მაისს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინ ჩვენება. ფილმები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე 24 საათით გასაჯაროვდება.

25 მაისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ოჯახმა ქუჩაში მილიონი დოლარით სავსე ტომრები იპოვა

ოჯახი გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა გზაზე დაგდებულ ტომარას გადაუარეს. თავიდან იფიქრეს, რომ მასში ნაგავია, თუმცა მისი საბარგულში მოთავსება და მოგვიანებით გადაგდება გადაწყვიტეს. შემდეგ იქვე კიდევ ერთი ასეთი ტომარა დაინახეს და ისიც თან წაიღეს.

კატა ფეხბურთი

25 მაისი 2020, 00:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა ფეხბურთელმა თავის კატას გოლი ვერ გაუტანა ⚽🐈 ვიდეო

დიქსონმა კარი თავის სახლში დააყენა და გოლის გატანას პატარა წითელი ბურთით ცდილობდა. კატა კი, რომელსაც სახელი „ბავარიის“ მეკარის, მანუელ ნოინერის პატივსაცემად მიაუნუელ ნოიერი დაარქცა, ყველა დარტყმას იგერიებდა.

ლამები

25 მაისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

უელსში იზოლაციაში მყოფთათვის საკვები ლამებს მიაქვთ

სამხრეთ უელსში მაღალი რისკის მქონე და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებთან საკვები ლამებს მიაქვთ. ლამა პემბროკის გარშემო მოგზაურობს და საჭირო ნივთები მიაქვს მათთვის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო სახლს ვერ ტოვებს.

წყლის გოჭი

25 მაისი 2020, 00:10

ტაბლოიდი

იაპონიის კაფეში სოციალურ დისტანციას სათამაშო წყლის გოჭის გამოყენებით იცავენ

იაპონიის ერთ-ერთი კაფე სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭებს იყენებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობა განაახლა, იზუ შაბოტენის პარკში მდებარე კაფემ კლიენტებზე ზრუნვა ამ ფორმით გადაწყვიტა.

24 მაისი 2020, 23:55

მსოფლიო

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

საფრანგეთში, ტრანსგენდერი ქალი, ქალაქ ტილუა-ლეს-მარშენის მერი გახდა. ამის შესახებ La Voix du Nord წერს. 55 წლის ტრანსგენდერ ქალს მარი კოს მუნიციპალიტეტის 14-მა დეპუტატმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ადამიანებმა იმიტომ კი არ ამირჩიეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მათ მოეწონათ ჩემი პროგრამა“, - აცხადებს კო.

24 მაისი 2020, 23:40

მსოფლიო

ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი გადაიდო

აშშ-ში, ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი, თვის ბოლოს გადაიტანეს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Reuters წერს.

შოთა არველაძე

24 მაისი 2020, 23:37

სპორტი

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

თალიბები ავღანეთი თალიბანი პატიმრები

24 მაისი 2020, 23:32

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობა „თალიბანის“ 2 000-მდე მებრძოლს გაათავისუფლებს

გამოცემის ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანმა“ მუსლიმურ დღესასწაულ რამადან-ბაირამთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ღანის თქმით, პატიმრების გათავისუფლება „კეთილი ნების ჟესტია“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველყოფაა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

24 მაისი 2020, 23:12

მსოფლიო

დაპირების მიუხედავად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი არ გაიხსნა

განცხადება იმის შესახებ, რომ ტაძარი თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ მომლოცველების მიღებას განაახლებდა 23 მაისს გავრცელდა, თუმცა დღეს ტაძრის კარი კვლავ დაკეტილი იყო. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გახსნა კვლავ გადაიდო, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.

თენგიზ ცერცვაძე

24 მაისი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კორონავირუსი იტალია

24 მაისი 2020, 22:57

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 50 ადამიანი დაიღუპა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. სულ დაღუპულთა რიცხვი 32 785-მდე გაიზარდა.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:51

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს

ფინანსური სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, ვიზალიბერალიზაცია, ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან პოზიტიური სიგნალია ევროკავშირისთვის.დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის ლიდერები, აღიარებენ სამიტზე მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

24 მაისი 2020, 22:51

COVID19

ავსტრიის პრეზიდენტმა კარანტინის რეჟიმი დაარღვია

როცა პოლიციელები ვენის ცენტრში, იტალიურ რესტორანში Sole შევიდნენ, პრეზიდენტის და მისი ცოლის მაგიდაზე სასმელი იდო. სწორედ ეს ჩაითვალა დარღვევად, რომლის გამოც პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა. მისთვის ინციდენტს სავარაუდოდ შედეგი არ მოჰყვება, რესტორნის მფლობელს კი შესაძლოა 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გიორგი გახარია

24 მაისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გახარია რიკოთის გზის მშენებლობაზე: ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიყოთ პირველები

გლობალური პანდეემიის და სლოგანის ,,დარჩი სახლი“ მიუხედავად რიკოთის ისტორიული ინფირასტრუქტურული პროექტის მშენებლობა არც ერთი დღით შეჩერებულა და ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი გვირაბი გაიჭრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. განცხადება ადვოკატმა ირმა ჭკადუამ Facebook-ზე განათავსა.