12 მაისი 2020, 23:36 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: არ არსებობს საბაბი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინმემ ხმა არ მისცეს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ უკვე ვემზადებით არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამით განისაზღვრება ის, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები შემდეგ 4 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს კამპანია პოზიტიური დღის წესრიგით იყოს აგებული. ამისკენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც. ჯობს, ნაცვლად სპეკულაციებისა, ისინიც დაკავდნენ საზოგადოებისთვის საკუთარი ხედვის შეთავაზებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ სამომავლო ხედვა. ამით უნდა იყოს დღეს ყველა პარტია დაკავებული. იმედი გვაქვს, რომ რაღაც ფორმით, კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოექცევა წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, საქართველოში ხელი შევუწყოთ პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებას. ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგი ამ არჩევნების პერიოდში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება პოზიტიური დღის წესრიგი და საარჩევნო პროგრამა.

თეორიულად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხე არსებობს, თუმცა, ვფიქრობ, რომ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მე მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. ესაა ის დოკუმენტი, რომელზეც ყველა შეთანხმდა. არსებობს სრული თანხმობა იმ სისტემის გარშემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული შესაბამის შეთანხმებაში და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საყოველთაო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა ავამოქმედოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ ამ ცვლილებებს ვინმემ ხმა არ მისცეს. თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ეძებს საბაბს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

პრეზიდენტის სასახლეზე დროშის დაშვება

27 სექტემბერი 2021, 01:39

პოლიტიკა

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით დაუშვეს. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

27 სექტემბერი 2021, 01:21

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

„სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები“, - აცხადებენ სამინისტროში.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს მართლაც უალტერნატივოა, ის ხელწერა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და მსახურებას უკავშირდება

„რა თქმა უნდა, ვგრძნობ სიტუაციას და ყველგან იმარჯვებს ჩვენი გუნდი. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, უშეცდომო და იდეალურები. არა! იდეალური არავინაა - არც ერთი ადამიანი და პარტია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა დღეს მართლაც უალტერნატივოა. ის ხელწერა, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ხალხის კეთილდღეობასა და მსახურებას უკავშირდება. ძალიან ბევრი საქმე უნდა ვაკეთოთ. კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. გვაქვს მაგარი იდეები და ხედვები. მაქვს ჩემი წარმოდგენები და ოცნებები, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო და ძალიან მინდა გარდავქმნათ ქვეყანა. ის ბრილიანტი გამოვაჩინოთ. პირველ რიგში, ჩვენ ხალხს უნდა დავეხმაროთ, რადგან მთავარი ისევ არის - გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

27 სექტემბერი 2021, 00:41

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

27 სექტემბერი 2021, 00:34

მსოფლიო

მოდის სახლი Saint Laurent ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა Saint Laurent-ის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს.

ირაკლი ღარიბაშვილი; კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2021, 00:20

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქზე: დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი დამოკიდებულება ჩემდამი, ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის სწორი რჩევა მოუცია ჩემთვის

დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პატრიარქის დამოკიდებულება ჩემდამი. ყოველთვის მამხნევებდა, ყოველთვის სწორი რჩევა მოუცია ჩემთვის, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა. მან პატრიარქთან თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა.

27 სექტემბერი 2021, 00:17

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 00:11

პოლიტიკა

პრემიერი: ბოროტებაა როცა შენს მთავარ ფუნდამენტს, ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ინსტიტუტს - ეკლესიას ებრძვი, ეს მტრობა უნდა დასრულდეს

„საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა. ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ჩვენ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ვდგავართ - ან სიკეთის, ან ბოროტების მხარეს. ბოროტებაა როცა შენს მთავარ ფუნდამენტს, ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ინსტიტუტს - ეკლესიას ებრძვი, მღვდელმთავრებს უგონებ ათას სისულელეს. ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტრობა და ეს მტრობა უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ასე გაგრძელება უბრალოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2021, 00:08

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სუს-ის სავარაუდო ფაილებზე: გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის სავარაუდო ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს. ამის შესახემ მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს თემა სპეციალურად ორი კვირით ადრე იმიტომ შემოაგდეს, რომ იცოდნენ, ორ კვირაში პასუხი ვერ იქნებოდა, ახლა კი დისკრედიტაციისთვის იყენებენ. მდინარაძის განცხადებით, უამრავი კითხვაა, თუმცა - არც ერთზე პასუხი.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები.

26 სექტემბერი 2021, 23:45

პოლიტიკა

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გივი ჩხარტიშვილს იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ თქვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები

„თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ უკეთესი თბილისისთვის და იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. პრემიერმა ამ თემაზე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „ქართუ“ ჯგუფში მუშაობისას, 2005 წელს გაიცნო. მან ასევე გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს სწორედ ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ იყო ცნობილი.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ნიკა მელიას ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მოლოცვა მოუწევს

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს. მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

26 სექტემბერი 2021, 23:15

პოლიტიკა

კახა კალაძე: ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული

„ეს სივრცე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფორმით მუშაობის ასე გაგრძელება მიუღებელია როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ირგვლივ მცხოვრებთათვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიის მფლობელებთან, რათა შევიმუშაოთ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მსგავსი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნორმალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი. დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები - ღია სივრცეში ხდება საშენი მასალების ტრანსპორტირება, ავტომობილების დაშლა, ამიტომ გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შვილებზე: ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის

„სწავლობენ ძალიან კარგად. ანდრიაც ძალიან კარგად სწავლობს. ყოველთვის პირველობის ამბიცია აქვს. ისევე როგორც ნიკოს. რამდენიმე ენას სწავლობენ: ინგლისური, ფრანგული, რუსული. ნიკოლოზმა ახლა ჩინურის სწავლა დაიწყო. ანდრიას რატომღაც ივრითი აინტერესებს. ახლა აპირებს, რომ ებრაულის სწავლა დაიწყოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს, მერე მოძღვარმა მითხრა, დიდი შეცდომა დაუშვი და აღსარება თქვიო

„იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: „გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“, - იხსენებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველთვის რაღაც დიდზე ვოცნებობდი, მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა

„ყოველთვის მქონდა ჩაბეჭდილი ეს მიზანი და ამ რწმენითა და სულისკვეთებით ვსწავლობდი, კლასიდან კლასში გადავდიოდი. ყოველი წელი ჩემი ღრმა რწმენით, ეს მქონდა გამჯდარი თითოეულ უჯრედში, ამას მთელი ორგანიზმით ვგრძნობდი, რომ მაახლოებდა ამ მიზანს. ეს მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა. მთავარი შთაგონება მშობლებმა მომცეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სამი მთავარი შინაგანი წესი არის ერთგულება, მადლიერება, სიმართლე

„როცა გარკვეული ცდუნება გაქვს ადამიანს ან რაღაც შინაგანი შფოთვა, ყოველთვის უნდა იხელმძღვანელო [შინაგანი წესით] ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვდივარ, რაც ვარ დამოუკიდებელი ადამიანი და ყოველთვის მშველის“, - განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ გვიწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და კორპუსების აშენების ნაცვლად, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება

რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში, ვიდეო-ჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა

ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, - აღნიშნა პრემიერმა.