13 მაისი 2020, 00:09 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს აგროკრედიტების დაფარვაში დახმარებით უფასო ფულს ვუჩენთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

სოფლის მეურნეობის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ფერმერებს აძლევს. უწყების პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება მიწის მფლობელ ფერმერებს უფასო ფულს სთავაზობს. მისი თქმით, აგროდაკრედიტების ახალი მექანიზმი ფერმერებს სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„ესაა პროცენტის სრული დაფინანსება. ფერმერს მხოლოდ ძირი თანხის დაბრუნება უწევს. აქვე, უზრუნველყოფის 50%-ს სახელმწიფო ფარავს. ვინ რა მექანიზმებით მიიღებს სესხებს, ეს საბანკო ინსტიტუტების პროდუქტია. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვერევით, ისინი აფასებენ ფერმერების კრედიტუნარიანობას. ფაქტობრივად, ეს პროცესი გამჭვირვალეა. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვის მივცეთ სესხი და ვის - არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბანკებს საქმეს ვუმარტივებთ, რადგან, ადმინისტრირების კუთხით, ბევრ ნაწილში, ჩვენი სამინისტროს სამსახურები ერთვებიან პროცესში. ესაა ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომელებიც, მათ შორის მიზნობრიობის შეფასებაში ერთვებიან. დღეს თუ ადამიანი დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ჩვენ ვუჩენთ შესაძლებლობებს. ამაზე ბევრი საუბარი იყო - რომ ბევრი ადამიანი სოფელს მიუბრუნდა, მათ დღეს არ აქვთ საშუალება, დაკავებულნი იყვნენ იმ სერვისებში, რომელიც ბოლო წლებია, დინამიურად ვითარდება. სამწუხარო რეალობა შეიქმნა, მაგრამ არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი. თუ მათ მიწა გააჩნიათ, ფაქტიურად, უფასო ფულს ვუჩენთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დახმარებასა და შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს, ნახავთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

04 ივნისი 2020, 22:26

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე გიორგი არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას და ვნახოთ ვინ გაჰყვება

საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. რაც შეეხება რევოლუციურ გეგმებს, მისი თქმით, არველაძე თავადვე გაუძღვეს რევოლლუციას და გამოჩნდება ვინ გაჰყვება.

მამუკა მდინარაძე

04 ივნისი 2020, 22:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციური სცენარი დამარცხებისთვისაა განწირული

ეს იყო გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მსჯელობენ ასეთ საკითხებზე, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი არველაძის განცხადებას.

ნიკა მელია

04 ივნისი 2020, 21:59

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობს

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - ისანსა და სამგორში დაიწყებს.

ლეცან ბეჟაშვილი

04 ივნისი 2020, 21:56

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი გიორგი არველაძის მიმართვაზე: ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლობას იწვევს მსგავსი განცხადებები

მგონი ამომრჩეველს აბნევს და გაურკვევლობას იწვევს ეს განცხადებები, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ ლიდერს არც ერთ საჯარო განცხადებაში და არც პრივატულ განცხადებაში მსგავსი რამ არ უთქვამს - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი გიორგი არველაძის განცხადებას.

04 ივნისი 2020, 21:44

ტექნოლოგიები

Facebook-ი ხელისუფლებების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გვერდების მონიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაცია ხელისუფლებების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მონიშვნას დაიწყებს. ამის შესახებ თავად კომპანიაში განაცხადეს.

ირაკლი შენგელია

04 ივნისი 2020, 21:38

რეგიონი

ირაკლი შენგელია: ქუთაისში არსებული 43 სპორტული სკოლის სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება

ამასთან, მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა გააუქმა ის მინიმალური გადასახადი, რაც დაწესებული იყო სპორტული სკოლებისთვის და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს აღნიშნულ სასწავლებლებს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივნისი 2020, 21:34

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს და ვემზადებით გამარჯვებისთვის

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა გადანაწილებულია და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ თუ ცვლილებებს კენჭისყრის დროს საფრთხე შეექმნება, ოპოზიციამ ეს „ქართულ ოცნებას“ გადააბრალოს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივნისი 2020, 21:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პირობა ძალაშია და ჩვენ რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

„რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება ამ ცვლილებებს იმ თანაფარდობით მაინც, რომ მინიმუმ ჩვენ უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმების რაოდენობა, რასაკვირველია, საფრთხე ემუქრება ამ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ ხედავთ პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გვაკისრებდა პასუხისმგებლობას, როდესაც ვადის გადმოწევის ინიციატივა ჩავარდა და ეს ვადის გადმოწევის ინიციატივა საჯარო კომუნიკაციაში გაუთანაბრეს კიდეც პროპორციულ არჩევნებს. ანუ ამბობდნენ, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდაო. სინამდვილეში ჩვენს მიერ არის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩაწერილი. რაც ჩავარდა, ეს იყო ვადის გადმოწევის ინიციატივა.

04 ივნისი 2020, 21:26

COVID19

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის მონაწილეებმა 8.8 მილიარდი დოლარი მოიზიდეს

გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის მონაწილეებმა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის დასაფინანსებლად 8.8 მილიარდი დოლარი მოიზიდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

04 ივნისი 2020, 21:17

მსოფლიო

ირანმა 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკელი ვეტერანი გაათავისუფლა

თეირანიდან უაითი შვეიცარიაში გადაიყვანეს, საიდანაც სამშობლოში შვეიცარიის სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნებენ. უაითს 13 წლიანი პატიმრობა ირანის ხელისუფლების შეურაცხყოფის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი. ციხეში ის კორონავირუსით დაინფიცირდა.

მარიამ ჯაში

04 ივნისი 2020, 21:17

პოლიტიკა

მარიამ ჯაში 8 მარტის შეთანხმებაზე: თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას

ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის წყალობით, მოვახერხეთ, რომ პოლიტიკური კრიზისი გადავტეხეთ და მივედით 8 მარტის შეთანხმებამდე. უაღრესად მნიშვნელოვანია, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შეუწყონ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 21:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

მისი განმარტებით, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს: ერთი - უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში.

04 ივნისი 2020, 20:57

სამართალი

პროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს.

04 ივნისი 2020, 20:54

COVID19

15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება

15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრენტ შეფსის განმარტებით, გამონაკლისი ბავშვებისთვის, მოხუცებისა და იმ პირებისთვის გაკეთდება, ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2020, 20:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას

მმართველი პარტია ყოველთვის მომხრეა მაჟორიტარული სისტემის, თუმცა „ქართული ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

კაილი ჯენერი

04 ივნისი 2020, 20:47

მსოფლიო

Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანები დაასახელა

რეიტინგში მოდელი კაილი ჯენერი ლიდერობს, რომელმაც წელს 590 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან თავისი კოსმეტიკური კომპანიის გაყიდვით მიიღო. მეორე ადგილს იკავებს რეპერი კანიე უესტი, რომლის შემოსავალმაც 170 მილიონი დოლარი შეადგინა

გიორგი რურუა

04 ივნისი 2020, 20:43

სამართალი

მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო მასთან გასაუბრების ოქმი. მია ვეფხვაძე არის მოკლული ზაზა ვეფხვაძის და. ვეფხვაძეების ოჯახი კი მკვლელობაში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ „ქრონიკასთან“ მია ვეფხვაძე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

მარიამ ჯაში

04 ივნისი 2020, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ჯაში: ნოემბერში, შეთანხმებული ცვლილების ჩავარდნა მოულოდნელი იყო

რაც უფრო მალე გადავიდოდა ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ეს იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს იქნებოდა გარანტი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა უფრო უკეთ აისახებოდა საპარლამენტო წარმომადგენლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

04 ივნისი 2020, 20:33

სამართალი

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა. 2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო. „ქრონიკას“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

04 ივნისი 2020, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში 1-ლი მარტიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს 1-ლი მარტიდან ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.