www.imedi.ge /  13 მაისი 2020, 17:36 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი - უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც შედგა, უნდა გატარდეს

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემასთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, უნდა გატარდეს ცხოვრებაში.

„სხვა კოლეგების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. იმედი გვაქვს, ოპონენტები, ვინც დღეს გამოდიან ესოდენ ხისტად, დაფიქრდებიან უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ქვეყნის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის დღევანდელი მოლაპარაკების საპასუხოდ.

მისივე თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს მაინც დესტრუქცია წარმოადგენს, ვინაიდან დარწმუნებული არ არიან გამარჯვებაში.

„რაც დრო გადის, სულ მეტი და მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფორმულით და სისტემით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ალბათ გამარჯვების იმედიც უნდა ქონდეთ. შემდეგ კი, საზოგადოება თუ გადაწყვეტს, რომ ადამიანები, რომლებსაც ისინი ასახელებენ, არიან პოლიტიკური პატიმრები, კიდევ სხვა ნიშნებით მხარს დაუჭერენ და ალბათ განახორციელებენ შემდეგ იმ უკანონო ბრძანებას, რასაც მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ გამარჯვების ეს პერსპექტივა რომ არ არსებობს, საფუძველს მაძლევს, რომ კიდევ ერთხელ და რამდენჯერმე გავიმეორო, რომ სწორედაც უპერსპექტივობა განაპირობებს დესტრუქციას, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ხელისუფლება სრულად ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასთანავე კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკური რესურსის ჩარევა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში.

„ასეთი რამ არ უნდა იქნეს დაშვებული, ასეთი პრაქტიკა ჩვენ დიდი ხანია ამოვიღეთ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან“, – აღნიშნავს ვოლსკი.

გიორგი ვოლსკი ხაზგასმით აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემა.

„იყო სერიოზული შეკითხვები, როდესაც პროპორციული არჩევნების თემა იდგა. მათვე, ჩვენმა ოპონენტებმა, მოგვცეს საფუძველი, მათ შორის მეც, რომელიც მხარს ვუჭერდი პროპორციულ სისტემას, ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა დავმდგარიყავით იმ აზრზე, რომ ისინი სწორედაც ამზადებდნენ დესტაბილიზაციას ქვეყნისათვის. როდესაც ვერ იქმნება კოალიციური მთავრობა და შევდივართ ისეთ პოლიტიკურ პერიოდში, რასაც პირდაპირ ჰქვია დესტაბილიზაცია – მთავრობის ვერ ჩამოყალიბება, დაპირისპირების ხარისხის გაზრდა და ეს ვისაც აწყობს, ყველამ კარგად იცის ამის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 20:18

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილი ცოლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული $100 000-ის გადახდა შეაჩერა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნეკა დოროყაშვილს აღარ გადაუხდის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს. აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერმა „ლიკუდის“ საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაცია

25 მაისი 2020, 20:12

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მარინა ენდელაძე

25 მაისი 2020, 20:10

COVID19

მარინა ენდელაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დეზინფორმაციაა

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

25 მაისი 2020, 19:54

COVID19

შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა

შვედეთში, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო რბილი მიდგომა იყო მიღებული, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2020, 19:42

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, დავით კვერნაძე

25 მაისი 2020, 19:35

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი: მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:34

საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:28

საზოგადოება

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

25 მაისი 2020, 19:21

COVID19

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირების შეძენის გამო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებმაც ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირება შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:20

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ

საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

25 მაისი 2020, 18:58

COVID19

დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც აქამდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს განუცხადა.

25 მაისი 2020, 18:53

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 141 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 340 ადამიანი ემსხვერპლა. ინფექცია 156 827 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 118 694 გამოჯანმრთელდა.

25 მაისი 2020, 18:47

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა მოხსნა

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გოჩა ლორთქიფანიძე

25 მაისი 2020, 18:38

სამართალი

გოჩა ლორთქიფანიძე: 2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს კომპენსაციის სახით დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია

2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია, - ამის შესახებ იურისტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მინისტრის მოდგილემ პარლამენტში მის მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მომენტის გამო.

25 მაისი 2020, 18:34

საზოგადოება

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპლაიტეტის სოფელ ტვიბში მდინარე მუხრა ადიდდა, საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უამინდობოს გამო დაზიანებული გზის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტირსთვის არის შესაძლებელი.

25 მაისი 2020, 18:33

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: აპრილში კომერციული ბანკების დეპოზიტები და სესხები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 18:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება თუ შეძახილები, რომ სურთ, განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი, დემაგოგია და ფარისევლობაა

„ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი რეფორმა ევროპული სასამართლოს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული“, ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამ საკითხზე მოსმენა დღეს კომიტეტის სხდომაზ მოსმენა გაიმართა.

მიხეილ მიშუსტინი

25 მაისი 2020, 18:26

COVID19

რუსეთის პრემიერი: ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ საზღვარგარეთ ტურისტული მოგზაურობისგან

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვისგან.

25 მაისი 2020, 18:24

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კოვიდინფიცრების 150-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსი 149 ადამიანს დაუდასტურდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 4 271 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 2,741 გამოჯანმრთელდა, 51 კი ვირუსს ემსხვერპლა. აზერბაიჯნში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.