www.imedi.ge /  13 მაისი 2020, 21:19 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაიამ ჯონათან ჯანოგლისთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ირაკლი ბერაია
ჯონათან ჯანოგლი

ირაკლი ბერაია
ჯონათან ჯანოგლი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

მხარეებმა, საქართველოსა და ბრიტანეთში კოვიდ 19-ით შექმნილი ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები და შეზღუდვების მოხსნის ნაბიჯები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე, უკანონო ჰიბრიდულ კამპანიაზე, რომელსაც რუსეთი ეწევა სახელმწიფოების წინააღმდეგ მათ შორის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების თვალსაზრისით. ბრიტანელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამეტნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები. საუბრის თემა იყო ასევე, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები. შეხვედრისას, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი აღინიშნა.

„ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას და ამ მიმართულებით ვხედავთ ბევრ ახალ შესაძლებლობას. 2019 წელს, 100 წელი შესრულდა ორ ქყვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა დიდ ბრიტანეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, სწორედ, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ორ სტრატეგიულ პარნტიორს შორის სამართლებრივ ჩარჩოს - პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში.“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.​

ყველა სიახლე

04 ივლისი 2020, 16:42

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული დარჩა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული რჩება. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონში 5 მაისიდან დღემდე სულ COVID19-ის 85 შემთხვევა გამოვლინდა.

ელტონ ჯონი

04 ივლისი 2020, 16:28

კულტურა

ელტონ ჯონმა YouTube-ზე თავისი ძველი კონცერტებს გამოქვეყნება დაიწყო

კონცერტები კვირაში ერთხელ, 8 აგვისტოს ჩათვლით აიტვირთება, ტრანსლაციის დროს კი მსურველები ჯონის შიდსისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში თანხის გადარიცხვას შეძლებენ.

შსს

04 ივლისი 2020, 16:26

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიშინიოვი

04 ივლისი 2020, 16:21

მსოფლიო

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს. მოსახლეობის ასეთი შემცირება დიდწილად მიგრაციას უკავშირდება. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანა 45 700-მა ადამიანმა (1,7%) დატოვა. ამჟამად მოლდოვაში 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კიკე სეტიენი

04 ივლისი 2020, 16:17

სპორტი

„ბარსელონას“ მწვრთნელი ფეხბურთელებთან დაპირისპირებას უარყოფს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები მას აღარ ენდობიან.

04 ივლისი 2020, 16:14

მსოფლიო

„საგრადა ფამილია“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიხსნა

ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბარსელონაში მდებარე ტაძარი, „საგრადა ფამილია“, რომელიც კორონავირუსის გამო, მარტის შემდეგ დახურული იყო, იმ ადამიანებისთვის გაიხსნა, ვინც პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ესენი არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პოლიციელები.

მილან ბაროში

04 ივლისი 2020, 16:10

სპორტი

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 38 წლის თავდამსხმელმა ფეხბურთიდან წასვლის მთავარ მიზეზად აქილევსის ქუსლის ტრავმა დაასახელა, რის გამოც ძველებური დატვირთვით ვეღარ თამაშობდა. საკლუბო დონეზე ბაროშმა ყველაზე დიდ წარმატებას 2005 წელს მიაღწია, როდესაც „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2004 წელს კი მისი ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.

ალექსანდრა ჟუკოვსკაია

04 ივლისი 2020, 15:42

პოლიტიკა

უკრაინელი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის იდეას ეხმაურება

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებად შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინიშნონ, მოსამართლე ალექსანდრა ჟუკოვსკაია გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

04 ივლისი 2020, 15:41

სამართალი

თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის, თუმცა მათ ეს არ გაიზიარეს

„როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

დიეგო არმანდო მარადონა

04 ივლისი 2020, 15:31

ტაბლოიდი

მარადონა კოკაინს აღარ მოიხმარს, მაგრამ ალკოდამოკიდებული გახდა

„დიეგო კოკაინზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს. კარანტინში ყოფნამ და ოჯახურმა პრობლემებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის წლების განმავლობაში იღებდა ანქსიოლიზურ საშუალებებს და ახლა ვცდილობთ დოზები ეტაპობრივად შევუმციროთ“.

მამუკა ხაზარაზე

04 ივლისი 2020, 15:26

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს

„ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალ წევრებს წარდგენის ღონისძიებაზე ესაუბრა.

პეტრო პოროშენკო

04 ივლისი 2020, 15:21

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: მზად ვარ ციხეში წავიდე, რათა უკრაინა გადარჩეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გადასარჩენად მზად არის ციხეში წავიდეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირად შურისძიებად აფასებს. ამის შესახებ მან BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 15:18

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა,პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ 418 პაციენტი გარდაიცვალა..

კადრი ფილმიდან „ინფიცირება“

04 ივლისი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

კვლევა: სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები პანდემიას უკეთ გაუმკლავდნენ

„თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა.

მავრების ქუჩა

04 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ. ინფორმაცაის ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბერლინის სატრანსპორტო კომპანიაში ჩათვალეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული ხასიათისაა. გადარქმევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, საჭიროა თუ არა ამავე სახელწოდების ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივლისი 2020, 14:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!“, - ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.

ბარაკ ობამა

04 ივლისი 2020, 14:23

მსოფლიო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. ვიდეო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვიდეოში ასახულია 1992 წლიდან მოყოლებული კადრები, სადაც ჩანს ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.

გერმანია პირბადე

04 ივლისი 2020, 14:05

COVID19

ბერლინის მოსახლეობას პირბადის არასწორი ტარების აღსაკვეთად მოუწოდებენ დეზოდარანტი არ იხმარონ

გერმანიის დედაქალაქში მეტროსა და ავტობუსებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიღბის ტარება აუცილებელია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები პირბადეს არასწორად - მხოლოდ პირზე ატარებენ.

კორონავირუსი სპორტდარბაზი

04 ივლისი 2020, 13:47

COVID19

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია. 25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.

04 ივლისი 2020, 13:43

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები“.