Imedi /  13 მაისი 2020, 22:26 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დისტანციური შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, დისტანციურ რეჟიმში გამართა.

მხარეებმა, საქართველოში კოვიდ-19 - ის კუთხით არსებული ვითარება და საპასუხო განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, უკანონო ქმედებებზე და ჰიბრიდულ კამპანიაზე, მათ შორის დეზინფორმაიასა და პროპაგანდაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა გლობალური პანდემიის პირობებშიც აგრძელებს, აგრეთვე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრისას ასევე განიხილეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მასშტაბებმა და ხარისხმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს. საქართველოს აქვს ამერიკელი პარტნიორების ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც ადასტურებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ყოველწლიურად მიღებული ბიუჯეტის და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონები, აგრეთვე არაერთი სხვა დოკუმენტი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული მიმართულებებით, როგორებიცაა მათ შორის, დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ხალხთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. აშშ. მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.​

ყველა სიახლე

ჯასტინ ტრიუდო

06 ივნისი 2020, 10:21

მსოფლიო

ჯასტინ ტრიუდო რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა

ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ქვეყნის მეთაური სოლიდარობის ნიშნად სამჯერ დაიჩოქა. დემონსტრაციის მონაწილეები კი სკანდირებდენ: „გაუწიე წინააღმდეგობა ტრამპს“.

კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 10:17

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

06 ივნისი 2020, 10:17

ტექნოლოგიები

თბილისში საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

06 ივნისი 2020, 10:15

COVID19

დღე-ღამეში გერმანიაში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 183 678 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 8 646 ინფიცირებული.

საუნივერსიტეტო კლინიკა

06 ივნისი 2020, 10:09

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 1 პაციენტი რჩება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი განაგრძობს. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს. „6 ივნისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 8 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 7 პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰოლივუდი

06 ივნისი 2020, 09:56

COVID19

ჰოლივუდში ფილმების და სერიალებისა გადაღება 12 ივნისიდან განახლდება

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, ჰოლივუდში ფილმების და სერიალებისა გადაღება 12 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Los Angeles Times-ი ავრცელებს. მუშაობის დასაწყებად ჯანდაცვის ინსპექტორის ნებართვა იქნება საჭირო. გადასაღებ მოედნებზე სანიტარული კონტროლის გამკაცრებული ზომები იმოქმედებს, კერძოდ, გაუქმდება ე.წ. შვედური მაგიდა, პორტატიული რეკვიზიტი კი ყოველი ცვლის შემდეგ გაირეცხება.

ბაქო

06 ივნისი 2020, 09:44

COVID19

აზერბაიჯანის მსხვილ ქალაქებში 6 და 7 ივნისს სრული იზოლაციის რეჟიმი იმოქმედებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში 6 და 7 ივნისს სრული იზოლაციის რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბაქოს, სუმგაითის, განჯის, ლენქორანისა და აფშერონის რაიონში მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლა აეკრძალა. დამრღვევებს 58-დან 117 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად გასვლაზე და ახლო ნათესავის დაკრძალვაში მონაწილეობაზე კეთდება.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:29

სამართალი

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:26

სამართალი

ქარელში არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:24

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც Facebook-გვერდებზე შეღწევის გზით 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატრი კულმუნი

06 ივნისი 2020, 09:16

მსოფლიო

ფინეთის ფინანსთა მინისტრი ტრენინგებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ფინეთის ფინანსთა მინისტრმა კატრი კულმუნიმ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მან ორატორული ტრენინგების საფასური გადასახადის გადამხდელთა ფულით გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დიდი ოცეული

06 ივნისი 2020, 08:53

COVID19

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად $21 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად 21 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამოყოფილი თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, კერძოდ კი, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება.

პეკინი

06 ივნისი 2020, 08:43

COVID19

პეკინის ხელისუფლება სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 1,7 მილიარდ დოლარს გასცემს

ჩინეთის დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 12,2 მილიარდი იუანს (1,71 მილიარდი დოლარს) გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ზომები პეკინში 6 ივნისს დაწყებული „მოხმარების სეზონის“ ნაწილს წარმოადგენს და მისი მიზანი კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული სამომხმარებლო ხარჯების გაზრდაა.

ჯო ბაიდენი

06 ივნისი 2020, 08:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 08:19

COVID19

გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 83 030 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 78 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 634 კი გარდაიცვალა.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივნისი 2020, 08:15

COVID19

აშშ-ის შემდეგ ჯანმოს დატოვება ბრაზილიასაც სურს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა აშშ-ის მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა ბრაზილიამაც მიიღოს.

06 ივნისი 2020, 01:05

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს წევრი ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად სამხედროების გამოყენებას გეგმავს.

06 ივნისი 2020, 01:04

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

კიმ კარდაშიანი კანიე უესტი

06 ივნისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

The Sun: კიმ კარდაშიანს კანიე უესტისგან ცალკე ცხოვრება სურს

ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი მეუღლე, რეპერი კანიე უესტი ერთმანეთისგან დაიღალნენ და ცალ-ცალკე ცხოვრება სურთ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, კიმ კარდაშიანს ქმრისგან ცალკე სულ მცირე კარანტინის დასრულებამდე სურს, ვინაიდან „ადრე ისინი ამდენ დროს ერთად არ ატარებდნენ“. თუმცა გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად ტელევარსკვლავს რეპერთან განქორწინება არ სურს.

ჯორჯ ფლოიდი

06 ივნისი 2020, 00:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ამერიკის მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია

აშშ-ს მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია. ამის შესახებ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ახალგაზრდობასთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თემას მიეძღვნა. „ნუთუ ჩვენ ვთვლით, რომ არ შეიძლება უკეთესი ქვეყანა გვქონდეს?! არ მგონია მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობდეს. ალბათ მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია, მაგრამ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ასეთი არ ვართ. მოსახლეობის უმეტესობა ღირსეული ადამიანია“, - აღნიშნა ბაიდენმა.