imedi /  14 მაისი 2020, 07:59 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილმა ესპანეთის მეფე თბილისში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილი ფილიპე მეექვსე

საქართველოს პრეზიდენტსა და ესპანეთს მეფეს, ფელიპე VI-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება და ხელისუფლებების მიერ გატარებული ღონისძიებები განიხილეს. ასევე ისაუბრეს კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე სოლიდარობის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე.

პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოში მოიწვია, როგორც ესპანეთის მეფემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის კიდევ მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები, რასაც მაღალი რანგის ვიზიტების განხორციელება უთუოდ შეუწყობს ხელს.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 16:49

სამართალი

სამეგრელო, გურიასა და ზემო სვანეთში უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის შენახვის 35 ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ჯამში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი (5,154 კოლოფი), თუთუნი (43,8 კგ.), თვითნაკეთი სიგარეტი (3,820 ღერი) და უაქციზო ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი - 10 ბოთლი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აქედან 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

01 ივნისი 2020, 16:44

საზოგადოება

ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასევე, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა.

01 ივნისი 2020, 16:43

მსოფლიო

„თალიბანმა“ 45 ტყვე გაათავისუფლა

გათავისუფლებულებს შორის არიან ქვეყნის არმიისა და პოლიციის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის შესახებ ქაბულში აპრილის დასაწყისში დაიწყო. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 16:42

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

01 ივნისი 2020, 16:29

პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, UNICEF-ის გუნდთან და სახალხო დამცველთან ერთად ვიდეოკონფერენციის ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრა შედგა.

ვაქცინა კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 16:24

COVID19

ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან. DW-ს ცნობით, ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს. კვლევაში სულ 2056 რესპონდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები სჭარბობენ.

არჩილ თალაკვაძე

01 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

01 ივნისი 2020, 16:20

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება

კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.

სოფო კილაძე

01 ივნისი 2020, 16:19

საზოგადოება

სოფო კილაძე: ბავშვების დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, სრული დატვირთვით ამოქმედდა

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით - 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ალექსანდრე გოგინავა

01 ივნისი 2020, 16:13

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა

„ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

01 ივნისი 2020, 16:11

COVID19

ბოლო 11 კვირის განმავლობაში პირველად შვედეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

13 მარტის შემდეგ პირველად შვედეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსი შვედეთში 37 542 ადამიანს დადასტურდა, 4 395 ადამიანი გარდაიცვალა.

01 ივნისი 2020, 16:10

სამართალი

საქართველოს მთავრობა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე HELP-ის დისტანციური სწავლება შსს-ს 15-მა თანამშრომელმა გაიარა

2019 წელს გაიზარდა როგორც შეტყობინებებსა და ფაქტებზე რეაგირების ხარისხი, ისე საქმეებში დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთისა და იდენტიფიცირების შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობაში გამოიკვეთა გენდერული ნიშნით ძალადობა, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. მთავრობის ანგარიშის თანახმად, ეუთოსთან გაფორმებული მემორანდუმისა და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომელთა კომბინირების საფუძველზე, 2020 წლის იანვრიდან დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კასკადური გადამზადების პროცესი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და გამოძიების თემაზე.

01 ივნისი 2020, 16:06

COVID19

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 13 256 მოქალაქე დააბრუნეს და 75 ავიარეისი განხორციელდა

31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დაბრუნებულ იქნა 13 256 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21 521 მოქალაქეს. განხორციელდა 75 ავიარეისი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები კომიტეტების გამსხვილებას არ ითვალისწინებს

რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი კომიტეტების გამსხვილებას არ ითვალისწინებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება

„რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის გავიტანოთ კანონპროექტი პარლამენტში პირველ მოსმენაზე და 29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული. პირველი განხილვა თბილისში შედგება 4 ივნისს, რაც შეეხება აჭარის მაუწყებელს, სავარაუდოდ 13 ან 14 ივნისს შედგება განხილვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 ივნისი 2020, 16:00

საზოგადოება

პატრიარქი: სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა

წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 15:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთი ოპოზიციური პარტია 12%-იანი, მეორე კი 3%-იანია - ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე კი 13 ან 14 ივნისს აჭარის ტელევიზიით გადაიცემა. მისივე თქმით, დღეს გაიმართა საკონტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა, რომელზეც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს საყოველთაო-სახალხო განხილვა.

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 15:54

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომლებიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.

01 ივნისი 2020, 15:53

სამართალი

მთავრობის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი გაზარდა

15 აპრილს დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე.წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3 000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი.

პოლ გობლი

01 ივნისი 2020, 15:52

პოლიტიკა

პოლ გობლი ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადებებს დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ რუსეთის განცხადებებს მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის წარმოების მორიგ მცდელობას უწოდებს. როგორც პოლ გობლმა Imedinews-ს განუცხადა, ეს კამპანია უფრო აშშ-სკენ არის მიმართული ვიდრე საქართველოსკენ.