imedi /  14 მაისი 2020, 15:25 / სანდო წყარო

კახა კოჟორიძე: ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად

კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრი კახა კოჟორიძე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო გაჯიუტდება „ქართული ოცნება, მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.

„იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ვისმენთ, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები და ამის გამო ისინი მოლაპარაკებების ჩაშლაზეც კი წავიდნენ, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და არიან პოლიტპატიმრები.

რაც უფრო გაჯიუტდება „ქართული ოცნება“ ამ საკითხების გადაწყვეტაში, მით უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. ასეთი განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს საკითხი მიბმულია დახმარებაზე.

ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ეხმარებიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართველ ხალხს, რომელიც ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში და მათი მეოთხედ გადაგდება ერთ საკითხზე შეიძლება დაგვიჯდეს ძალიან ძვირი და ვერ მივიღოთ მრავალმილიონიანი დახმარება.

ესაა სამწუხარო. მე შეიძლება მიხაროდეს, რომ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები რაღაც შეცდომებს უშვებენ, მაგრამ არ მიხარია და გული მტკივა რომ ესაა ხელისუფლება, რომელიც დგამს ისეთ ნაბიჯს, რომლებიც აზარალებს ყველა ჩვენს მოქალაქეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კოჟორიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

„8 მარტის შეთანხმებაში ეს ორივე საკითხი უნდა შესრულდეს და ჩვენ ვერ გავყოფთ ამ საკითხებს. ერთი რომელიმე საკითხი მეორეს არ უნდა შეეწიროს, ახლა თუ რამე დათმობა გაკეთდება ამ კუთხით, დარწმუნებული ვარ, ეს ცუდად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე, „ქართული ოცნება“ გააცოცხლებს ძველ საქმეებს, წინასაარჩევნო გარემო შეიძლება გახდეს უფრო დაძაბული, ძალადობის მაგალითებიც შეიძლება ვნახოთ და იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ სიტუაციაში შევიდეს, აუცილებელია ამ ორი პირობის ერთდროულად შესრულება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ყველა სიახლე

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

21 სექტემბერი 2021, 14:23

პოლიტიკა

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ვერავის ცილს ვერ დავწამებ - კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილი) მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა, გამოძიებამ კითხვებს პასუხი გასცეს და ყველა დამნაშავემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს.

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: მოვუწოდებ ოპოზიციას, დავფიქრდეთ, მნიშვნელოვანია თუ არა დანაშაულებრივი სისტემის მხილება

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას, - ამის შესახებ „ქრონიკას“„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი 2021, 14:18

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი არ მაქვს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში არიან და მის უშუალო დაკვეთებსა და განკარგულებებს ასრულებენ საკანონმდებლო ორგანოში. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერია, თუმცა უშუალოდ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენით, ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, უბრალოდ კონკრეტულ შედეგზე გასვლის იმედი მე არ მაქვს“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე

21 სექტემბერი 2021, 14:14

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: შეფასება, რაც მელიასგან გუშინ მოვისმინე, მიუღებელია

სხდომის ჩატარება არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ამბავი გამოიძონ, პოლიტიკური შეფასება მიეცეს და პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საკუთარი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითვალისწინებს.

მეუფე შიო

21 სექტემბერი 2021, 14:10

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა... იგი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვმფარველობს ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიხეილ ხიდურელი

21 სექტემბერი 2021, 14:08

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში დელეგაციას საქართველოში ვუმასპინძლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

სარა დაში

21 სექტემბერი 2021, 14:06

კულტურა

მსოფლიოში ცნობილი Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში გარდაიცვალა

Lady Marmalade-ის ერთ-ერთი შემსრულებელი, სარა დაში 76 წლისა გარდაიცვალა. Lady Marmalade-ი 1977 წელს აშშ-ის ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე იყო. ტრეკი მაყურებელმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა, როცა ის ქრისტინა აგილერამ, პინკმა, ლილ კიმმა და მიამ შეასრულეს. სიმღერა 2001 წელს ფილმის „მულენ რუჟი“ საუნდტრეკად გამოიყენეს.

21 სექტემბერი 2021, 13:45

საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ ხმაური იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება სალხინოში ახლადდანიშნული ეპარქიის ეკონომისტის გამოჩენას მოჰყვა. განკვეთილ სასულიერო პირებს - ამჯერად, ერისკაცებსა და ეკონომისტს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

21 სექტემბერი 2021, 13:44

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის ინიციატივით გამოდის

„ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება“.

მაია მწარიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:41

საზოგადოება

ადვოკატი: ნონა გაფრინდაშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველია - Netflix-თან დავა უპრეცედენტოა მხარეთა წონითი კატეგორიების გათვალისწინებით

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი და ეს თემა მსოფლიო პრესის მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ასევე გვაქვს დიდი მოლოდინი სასამართლოსგან, რადგან შეტანილი სარჩელი არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომელიც Netflix-თან დავაში ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავს.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარის პრიზიორი: არასდროს არაფერი მომიგია - ერთხელ მოვიგე ერთი ცალი ნაყინი და მეზობლის ბავშვს მივეცი

72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი პირველია, ვინ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 ათასი ლარი მოიგო. მოგების შესახებ ჟურნალისტისგან, სატელეფონო ზარით გაიგო.

21 სექტემბერი 2021, 13:25

რეგიონი

რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

21 სექტემბერი 2021, 13:18

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სოსო არჩვაძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად შეფასდა სააგენტოს მიერ.

გიორგი ცუცქირიძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

21 სექტემბერი 2021, 13:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ხათუნა სამნიძე

21 სექტემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი, რომ ახლა რიგგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ, მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, როცა პარტიის წევრები ამბობენ, რომ, არჩევნებამდე, პარლამენტში სუსის ხელმძღვანელის დასაბარებლად და რიგგარეშე სესიის თვის არ სცალიათ.

21 სექტემბერი 2021, 12:57

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

21 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

21 სექტემბერი 2021, 12:49

რეგიონი

თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.