imedi /  14 მაისი 2020, 22:09 / სანდო წყარო

რომან კაკულია: „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები უნდა დაფიქრდნენ, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით შემოვიდნენ პარლამენტში

რომან კაკულია

რომან კაკულია

„ოპოზიციური სპექტრში „ქართული ოცნებიდან“ წასული ადამიანებიც არიან, რომელთაგან ბერს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ადამიანები, რომლებიც ჩვენგან წავიდნენ და აქვთ განსაკუთრებული ბრძოლა გამოცხადებული „ქართულ ოცნებასთან’, უნდა დაფიქრდნენ, რომ სწორედ ქართული ოცნების მხარდამჭერით შემოვიდნენ პარლამენტში და მათ უკან რა ლეგიტიმაცია დგას, ამაზე უნდა იფიქრონ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოვიდნენ, მას ბრძოლას კი არ უნდა უცხადებდნენ, არამედ მისი აზრიც უნდა აინტერესებდეთ.

„როდესაც გადიხარ პარლამენტიდან, მაშინ რა თქმა უნდა, უკვე მხოლოდ შენს თავს წარმოადგენ ქვეყანაში და რაც გინდა, ის პოზიცია შეგიძლია გქონდეს, მაგრამ, როცა ქართული ოცნების მანდატით ხარ შემოსული, მერე კი მისგან გადიხარ, თუმცა მაინც პარლამენტში რჩები და მას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებ, ე. ი. მაშინ ამით ამბობ, რომ შენ უფრო მეტად ხარ მხარდამჭერთა ინტერესების გამომხატვებლი, ვიდრე ჩვენ ყველა - დანარჩენი დეპუტატები. ძალიან სარისკო პოზიცია მგონია ეს. ვინც ტრადიციულად მტრობდა ქართულ ოცნებას, მისგან არ მიკვირს და არც ველოდები რეალურ ოპონირებას, რადგან მათი არგუმენტი არის ნებისმიერი მოცემულობის უარყოფით კონტექტში წარმოჩენა, მაგრამ ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატებისთან, რომლებიც პარლამენტში დარჩნენ (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) ძალიან მიკვირს ეს“,- აღნიშნა რომან კაკულიამ.​

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 19:03

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წინასაარჩევნო პარტიული შეხვედრები დაასრულეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და უმრავლესობის წევრი სუმბატ კიურეღიანი სამცხე ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ახალციხეში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ალან ლანკასტერი

26 სექტემბერი 2021, 18:30

კულტურა

ჯგუფის Status Quo წევრი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა

ლანკასტერმა Status Quo 1962 წელს, გიტარისტ ფრენსის როსისთან ერთად დააფუძნა. ჯგუფმა 33 ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმაც 110 მილიონს გადააჭარბა. მათი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: In The Army Now, Down, down, Rockin' All Over the World.

26 სექტემბერი 2021, 18:01

კულტურა

მსოფლიო ვარსკვლავები 24-საათიან საერთაშორისო ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ვიდეო

ფესტივალში მონაწილეობას 60-ზე მეტი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. შოუ შაბათს ელტონ ჯონმა გახსნა, რომელმაც პარიზში, ეიფელის კოშკის წინ იმღერა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია გაეროს Youtube-არხზე მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2021, 17:41

მსოფლიო

ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა ქალია

არჩევნები ქვეყანაში გუშინ ჩატარდა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.

თორნიკე რიჟვაძე

26 სექტემბერი 2021, 17:12

რეგიონი

ბათუმში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში 40 ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერების კუთხით ძალიან დიდი და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:59

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა ასევე, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:52

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

პრინცი ამილახვრის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო. როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, „ტვ პირველის“ ეთერში მან თქვა, რომ „პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა“.

26 სექტემბერი 2021, 16:41

რეგიონი

სამეგრელოში, ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის, მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებენ

სამეგრელოში, წუხელ, ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის, მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებენ. ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი

მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა კრიმინალი სააკაშვილთან დაახლოებულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე პასუხად, წინასაარჩევნოდ კალაძესთან დაახლოებული კრიმინალები რატომ გააქტიურდნენ.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გახარია არ არის თავის ამპლუაში და იძულებით არის ჩართული იმ პროცესში, საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა

გუშინ, მისი განცხადებებით გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, არის რეალური. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა მან, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციები არის ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა

„მანამდე იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო და გასული კვირის განმავლობაში დღეს არ აცდენენ პროვოკაციის გარეშე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და ხელოვნურად არ შექმნან სურათის გაფუჭების გარკვეული საბაბი. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად უნდა მიუდგნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, საარჩევნო პროცესის ჯანსაღად წარმართვის ინტერესებს , თუმცა მათგან ამის მოლოდინი, ბუნებრივია, არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან „ოცნებობდა“ იმაზე, რომ გახარიას იმედები გაემართლებინა

გახარია უკვე სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც სრულიად არ შედის მის ინტერესებში“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.

26 სექტემბერი 2021, 15:40

რეგიონი

თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

26 სექტემბერი 2021, 15:35

მსოფლიო

მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული შენობის მილიარდერი ბინადრები მშენებელ კომპანიას უჩივიან

აუტანელი ხმაური, გაუმართავი ლიფტები და სადრენაჟო სისტემა - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობის მილიარდერი მცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შენობის პრობლემები „საფრთხეს უქმნის და აწუხებს“ ბინადრებსა და სტუმრებს.

26 სექტემბერი 2021, 15:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

26 სექტემბერი 2021, 15:08

ეკონომიკა

100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში, ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

26 სექტემბერი 2021, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, დიმიტრი სამხარაძესთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

მეუფე სტეფანე

26 სექტემბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები. როგორც მეუფემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, განკვეთილ ბერებს შეუძლიათ საეკლესიო ცხოვრება განაგრძონ როგორც ერის კაცებმა, თუმცა ისინი სალხინოს მამათა მონასტერში ვერ დარჩებიან.

მერაბ დვალიშვილი

26 სექტემბერი 2021, 14:45

სპორტი

მერაბ დვალიშვილი: ზედიზედ, 7 მოგება დამიგროვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ნაბიჯი და ხმამაღალი განაცხადია

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო ბრძოლა გადავლახეთ. ზედიზედ, 7 მოგება დამიგროვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ნაბიჯი და ხმამაღალი განაცხადია. შემდეგი ბრძოლა, აუცილებლად, ან ყოფილ ჩემპიონთან მომიწევს ან - ვინმე ძალიან სერიოზული სახელის მქონესთან. ყველაფერი წინაა“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.