imedi /  16 მაისი 2020, 09:52 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობამ წარმატებულად ჩაიარა

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სპეციალურ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ შეაჯამა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა, რომელიც 2020 წლის 15 მაისს ოფიციალურად დასრულდა.

მისი განცხადებით, საქართველოს თავმჯდომარეობამ წარმატებულად ჩაიარა და ამის დასტური არის არა მხოლოდ გამართული ღონისძიებები, არამედ ქართული მხარის ინიციატივები, შედეგად დატოვებული მნიშვნელოვანი დოკუმენტური ბაზა.

მინისტრმა ამ მხრივ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი თავმჯდომარეობის პრიორიტეტად აღიარა, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა პარტნიორების მხრიდან.

სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ კოვიდ-19 პანდემიის ფონზე ჩაიარა, თუმცა საქართველომ მაინც შეძლო ყველა პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამართვა და საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით. დეკლარაციის თანახმად 47 წევრი ქვეყანა შეთანხმდა პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების საჭიროებაზე, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შენარჩუნებით.

საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები საბერძნეთს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გამართული მინისტრის კომიტეტის სხდომის ფარგლებში 15 მაისს გადასცა. საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე 6 თვის განმალობაში იყო.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 13:25

რეგიონი

რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

21 სექტემბერი 2021, 13:18

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

სოსო არჩვაძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად შეფასდა სააგენტოს მიერ.

21 სექტემბერი 2021, 13:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ხათუნა სამნიძე

21 სექტემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი, რომ ახლა რიგგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ, მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, როცა პარტიის წევრები ამბობენ, რომ, არჩევნებამდე, პარლამენტში სუსის ხელმძღვანელის დასაბარებლად და რიგგარეშე სესიის თვის არ სცალიათ.

21 სექტემბერი 2021, 12:57

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

21 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

21 სექტემბერი 2021, 12:49

რეგიონი

თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.

ნათია თურნავა

21 სექტემბერი 2021, 12:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სარმიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

დეა კულუმბეგაშვილი / კადრი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიიდან

21 სექტემბერი 2021, 12:36

კულტურა

სან სებასტიანის ფესტივალის ვებგვერდზე დეა კულუმბეგაშვილს „ქართული კინოს იმედის სიმბოლოდ“ მოიხსენიებენ

სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ცალკე კატეგორია დაეთმო ღონისძიების ჟიურის წევრებს. ჟიურის ქართველი თავმჯდომარის, დეა კულუმბეგაშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ „ის არის იმედის სიმბოლო ქართული კინოსთვის“.

21 სექტემბერი 2021, 12:26

COVID19

საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 25,2%-ია სრულად ვაქცინირებული

21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ია.

ანზორ მელია

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ანზორ მელიამ არ იცის, რამდენი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და რამდენია ქალაქის ბიუჯეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს არ იცის რამდენი სოფელია მუნიციპალიტეტში და რა მოცულობისაა ქალაქის ბიუჯეტი. „ქრონიკის“ მიერ დასმულ კითხვებს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ვერ უპასუხა.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

„ამას უნდა მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია.სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: არ შეიძლება, ეს საკითხი უბრალოდ დაიხუროს და არც ის შეიძლება, რომ მას წინასაარჩევნოდ იყენებდეს ვინმე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩატარდება. ის არ გამორიცხავს, ამ საკითხზე, საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.

21 სექტემბერი 2021, 12:19

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

21 სექტემბერი 2021, 12:16

საზოგადოება

დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:15

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: მხოლოდ სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. კანონის მიხედვით, როგორც წესი, სხდომები არ ტარდება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს.

ენტონი ფაუჩი

21 სექტემბერი 2021, 12:06

COVID19

ენტონი ფაუჩი: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევძლებთ კორონავირუსის აღმოფხვრას, თუმცა შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მისი კონტროლი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა მისი გაკონტროლება ბევრად უკეთესად შეიძლება.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:02

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და საარჩევნო პროგრამაზე გვესაუბრა

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.