imedi /  18 მაისი 2020, 17:52 / სანდო წყარო

ჯანდაცვის კომიტეტმა IBRD-ის 73.1 მილიონი ევროს ოდენობის სესხის დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭირა

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დღეს ორი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილეს - კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სარატიფიკაციო დოკუმენტი საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და რეაგირებასთან დაკავშირებით.

საკითხების განხილვამდე კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ექიმებს გაწეული სამსახურისთვის და მათ თანადგომა გამოუცხადა.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების როლი გამორჩეულია, თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების დახმარებით არ დამდგარა. ოპოზიციის მხრიდან ვხედავდი ექიმების არაგულწრფელ ქება-დიდებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი როლი გაექარწყლებინათ, თითქოს, ეს მხოლოდ ექიმების კლინიკებში, სტაციონარებში პაციენტთან უშუალო მუშაობის შედეგი იყო. მთელი სისტემა მუშაობდა- დაწყებული მესაზღვრეებიდან, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებიდან, თითოეული სამსახურის უფროსით დამთავრებული. ეს შედეგი საერთო და ყველასთვის სასურველია. მოდით, ნუ დავკარგავთ შედეგს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური მდგომარეობა, რათა საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესები ყველა ასპექტში იყოს დაცული.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ. მან სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ პირველად ტარდება, მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის მოესმინათ, ან სამინისტროს წარმომადგენელი მაინც მოსულიყო, რათა მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის შემდეგ სხდომაზე შესაბამის ინფორმაციას უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლისაგან მიიღებენ.

შემდეგ, კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების: გოგა გულორდავასა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ გამოიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს მეორე მოსმენისთვის ცვლილება არ განუცდია.

მომხსენებლის განცხადებით, ზოგადად, მოქმედი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით დღეს დღეისობით არსებობს თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული პროდუქტის მიწოდება უკვე 15 გრამიან საფუთავებშიც გახდება შესაძლებელი.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გამოითქვა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის აზრით, თამბაქოს ნაწარმის მცირე შეფუთვებით გაყიდვა გაზრდის მის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაუცველი ჯგუფებისათვის. ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტი კომიტეტის წევრების ლევან კობერიძის, გუგული მაღრაძის, ლადო კახაძის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პრინციპებს, თამბაქოს კონტროლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, ევროკავშირის დირექტივებს. საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობა აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც შეესატყვისება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/40/EU დირექტივას თამბაქოს და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ თუთუნის შეფუთვა 30 გრამზე ნაკლებ პროდუქტს არ უნდა შეიცავდეს.

ლევან კობერიძემ ინიციატორებს მოუწოდა კანონპროექტი გაიწვიონ და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, ხოლო კომიტეტის წევრებს - მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ ვარიანტს.

საბოლოოდ, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრა გადადო.

კომიტეტმა ასევე განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID – 19 ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, სასესხო შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 1 მაისს მოეწერა და აღნიშნული ხელშეკრულების მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და რეაგირება.

იგი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს COVID-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდასა და კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას ასევე, COVID-ით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას.

სასესხო შეთანხმების ფარგლებში IBRD სესხის სახით გამოყოფს 73.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, მათ შორის, 13 წელი - შეღავათიანი პერიოდი. კომიტეტმა წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

წყლის გოჭი

25 მაისი 2020, 00:10

ტაბლოიდი

იაპონიის კაფეში სოციალურ დისტანციას სათამაშო წყლის გოჭის გამოყენებით იცავენ

იაპონიის ერთ-ერთი კაფე სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭებს იყენებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობა განაახლა, იზუ შაბოტენის პარკში მდებარე კაფემ კლიენტებზე ზრუნვა ამ ფორმით გადაწყვიტა.

24 მაისი 2020, 23:55

მსოფლიო

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

საფრანგეთში, ტრანსგენდერი ქალი, ქალაქ ტილუა-ლეს-მარშენის მერი გახდა. ამის შესახებ La Voix du Nord წერს. 55 წლის ტრანსგენდერ ქალს მარი კოს მუნიციპალიტეტის 14-მა დეპუტატმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ადამიანებმა იმიტომ კი არ ამირჩიეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მათ მოეწონათ ჩემი პროგრამა“, - აცხადებს კო.

24 მაისი 2020, 23:40

მსოფლიო

ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი გადაიდო

აშშ-ში, ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი, თვის ბოლოს გადაიტანეს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Reuters წერს.

შოთა არველაძე

24 მაისი 2020, 23:37

სპორტი

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

თალიბები ავღანეთი თალიბანი პატიმრები

24 მაისი 2020, 23:32

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობა „თალიბანის“ 2 000-მდე მებრძოლს გაათავისუფლებს

გამოცემის ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანმა“ მუსლიმურ დღესასწაულ რამადან-ბაირამთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ღანის თქმით, პატიმრების გათავისუფლება „კეთილი ნების ჟესტია“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველყოფაა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

24 მაისი 2020, 23:12

მსოფლიო

დაპირების მიუხედავად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი არ გაიხსნა

განცხადება იმის შესახებ, რომ ტაძარი თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ მომლოცველების მიღებას განაახლებდა 23 მაისს გავრცელდა, თუმცა დღეს ტაძრის კარი კვლავ დაკეტილი იყო. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გახსნა კვლავ გადაიდო, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.

თენგიზ ცერცვაძე

24 მაისი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კორონავირუსი იტალია

24 მაისი 2020, 22:57

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 50 ადამიანი დაიღუპა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. სულ დაღუპულთა რიცხვი 32 785-მდე გაიზარდა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

24 მაისი 2020, 22:51

COVID19

ავსტრიის პრეზიდენტმა კარანტინის რეჟიმი დაარღვია

როცა პოლიციელები ვენის ცენტრში, იტალიურ რესტორანში Sole შევიდნენ, პრეზიდენტის და მისი ცოლის მაგიდაზე სასმელი იდო. სწორედ ეს ჩაითვალა დარღვევად, რომლის გამოც პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა. მისთვის ინციდენტს სავარაუდოდ შედეგი არ მოჰყვება, რესტორნის მფლობელს კი შესაძლოა 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:51

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს

ფინანსური სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, ვიზალიბერალიზაცია, ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან პოზიტიური სიგნალია ევროკავშირისთვის.დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის ლიდერები, აღიარებენ სამიტზე მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გახარია

24 მაისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გახარია რიკოთის გზის მშენებლობაზე: ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიყოთ პირველები

გლობალური პანდეემიის და სლოგანის ,,დარჩი სახლი“ მიუხედავად რიკოთის ისტორიული ინფირასტრუქტურული პროექტის მშენებლობა არც ერთი დღით შეჩერებულა და ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი გვირაბი გაიჭრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. განცხადება ადვოკატმა ირმა ჭკადუამ Facebook-ზე განათავსა.

თბილისი შარდენი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

როგორ ემზადება რესტორნები გახსნისთვის და რა ვითარებაა თბილისის კლუბებში

84-დღიანი პაუზის შემდეგ კაფეების და რესტორნების კარი მოსახლეობისთვის შეზღუდვებით 8 ივნისიდან გაიღება. დაწესებულებებში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი აქცენტი ხშირ დეზინფექციაზე კეთდება.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:07

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა და ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს COVID19-ის შეჩერებისთვის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე მყარი ურთიერთობებია. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ასოცირების შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციაც წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2020, 21:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ იციან, რომ განწირულნი არიან მძიმე მარცხისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში

ყველა მხრიდან ჩანს, რომ ისინი არჩევნებს ძალიან დიდი შიშით უყურებენ და ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი არის დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. შესაბამისად, მათ იციან, რომ ისინი განწირულნი არიან მძიმე მარცხისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ისიც ჩანს, რომ ისინი გარკვეულწილად ფიქრობენ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა, ეს რადიკალური სცენარის განწირულია წარუმატებლობისთვის, იმიტომ რომ რადიკალურ სცენარსაც სჭირდება იგივე, რასაც არჩვებს - საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ზუსტად ეს არ აქვთ მათ“, - აღნიშნა კობახიძემ.

კავკასიური სახლი

24 მაისი 2020, 21:25

პოლიტიკა

„კავკასიური სახლი“ ევროპარლამენტს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხზე ღია წერილით მიმართავს

„პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის“, - ამბობენ წერილის ავტორები.

კორონავირუსი ლონდონი

24 მაისი 2020, 20:34

COVID19

ბრიტანეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ვირუსი 2 409 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 259 559-მდე გაიზარდა.

24 მაისი 2020, 20:32

ეკონომიკა

მარკ ცუკერბერგმა კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $30 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა

მსოფლიოს 25-მა უმდიდრესმა ადამიანმა, კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $225 მილიარდი გამოიმუშავა. ამის შესახებ Forbes წერს. გამოცემის ცნობით, ეს მონაცემი აშშ-ის საფონდო ბაზრის სტატისტიკით საშუალოდ „პანდემიის მინიმუმია“.

ვენეციის კინოფესტივალი

24 მაისი 2020, 20:17

კულტურა

ვენეციის კინოფესტივალი არ გადაიდება და სექტემბერში ჩატარდება

მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის მსახიობი კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს. თუმცა პანდემიის გამო ფესტივალს ნაკლები ადამიანი დაესწრება.

24 მაისი 2020, 19:54

სპორტი

ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: ნიკოლოზ ბასილაშვილი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, იმედი მაქვს ცოლზე ძალადობა არ დადასტურდება

ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ამბავი. იმედი მაქვს ეს ფაქტი არ დადასტურდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, - ამის შესახებ Imedinews ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკა მეტრეველმა განუცხადა.