imedi /  18 მაისი 2020, 22:29 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი ანა ფოტიგას: მე პოლიტიკური პატიმრები არ შემიწყალებია, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წევრს, ანა ფოტიგას გამოეხმაურა და მას მოუწოდა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებისას გაითვალისწინოს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

„უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე „პოლიტიკური პატიმრები“ არ შემიწყალებია. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, თუ ეს გარემოება მხედველობაში იქნება მიღებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

16 მაისს, ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - დაწერა ანა ფოტიგამ Twitter-ზე.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ყველა სიახლე

ამერიკის საელჩო

05 ივნისი 2020, 10:19

საზოგადოება

„ერთად ვსწავლობთ - ერთად ვიბრძვით“: ავღანეთში გამგზავრებამდე ქართველი ჯარისკაცები წვრთნას ამერიკელებთან ერთად გადიან

„ჩვენ ერთად ვსწავლობთ - ჩვენ ერთად ვიბრძვით“, - ამ სიტყვებით აღწერს ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო მოსამზადებელ წვრთნას, რომელსაც ისინი ავღანეთში გამგზავრებამდე გადიან.

05 ივნისი 2020, 10:18

მსოფლიო

ჩეხეთი ავსტრიასთან, გერმანიასა და უნგრეთთან საზღვრებს ხსნის

ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორ მეზობელ ქვეყანასთნა, ავსტრიასთან და გერმანიასთან საზღვრები 6 მაისის 00:00 საათიდან გახსნას. ასევე, სასაზღვრო შეზღუდვა სრულად მოიხსნება უნგრეთისთვისაც. 4 ივნისს ქვეყანამ აღმოსავლეთ მეზობლის, სლოვაკეთისთვისაც გახსნა.

05 ივნისი 2020, 10:10

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304.

მარია ზახაროვა

05 ივნისი 2020, 10:05

მსოფლიო

მარია ზახაროვა აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაზე: ეს არის ვაშინგტონის მორიგი მცდელობა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 10:02

მსოფლიო

Bloomberg: დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას სავარაუდოდ არ დაესწრება

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

05 ივნისი 2020, 10:01

საზოგადოება

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. კამპანიის „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

05 ივნისი 2020, 09:55

სამართალი

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

შსს

05 ივნისი 2020, 09:55

სამართალი

ბაგებში რამდენიმე დღის წინ ჯგუფურ ძალადობასა და დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.

NBA

05 ივნისი 2020, 09:55

სპორტი

NBA 31 ივლისს განახლდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 31 ივლისს განახლდება. კლუბებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, NBA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველა თამაში ორლანდოში გაიმართება და 30 გუნდის ნაცვლად 22 ითამაშებს.

კახეთი

05 ივნისი 2020, 09:35

სამართალი

კახეთში სპეცოპერაციის შედეგად საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაციის შედეგად, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ეარბალტიკი

05 ივნისი 2020, 09:22

ეკონომიკა

საქართველო ავიაკომპანია „ეარბალტიკის“ სტატიაში ზაფხულის სეზონის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა

ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ტურისტული სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატია გამოქვეყნდა.

ჯორჯ ფლოიდი

05 ივნისი 2020, 09:05

მსოფლიო

ნიუ-იორკში კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ქალაქ აიოვაში. აქ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში, სადაც კომენდანტის აღარ დაწესებულა.

კორონავირუსი

05 ივნისი 2020, 09:03

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 144 პაციენტია ინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფო ხუთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოქსირებული გაყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. პირველ საუნივერსიტეტოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს. ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატულ სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

კენი უესტი

05 ივნისი 2020, 08:44

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს კოლეჯში სწავლის საფასური გადაუხადა. ამის შესახებ ABC News იტყობინება.

გიორგი კახიანი

05 ივნისი 2020, 08:33

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა

„ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესში. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და კონსენსუსზე, რომელიც, თუ უახლოესი ათწლეულების საპარლამენტო ცხოვრებას გადავხედავთ, ჯერ არ ყოფილა. პირველად არის ასეთი კონსენსუსი მიღწეული. უბრალოდ, ამას სჭირდება რეალიზება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

სინძო აბე

05 ივნისი 2020, 08:28

მსოფლიო

იაპონიის პრემიერი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

იაპონიის მთავრობა განმარტავს, რომ გამარჯვების აღლუმს რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ატარებს და სინძო აბე მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს. აღლუმი რუსეთში 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 24 ივნისისთვის გადაიდო.

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 08:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 113-ზე მეტი ხმა არის, შესაბამისად, კონსტიტუციური ინიციატივა საფრთხის ქვეშ არ დგას

„ოპოზიციის ნაწილი ამ განხილვას არ ესწრებოდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არსებითად არაფერს შეცვლის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.

ირმა ინაშვილი

05 ივნისი 2020, 08:09

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დარტყმებს, რაც შეიძლება ცვლილებების ჩაგდების შედეგად მივიღოთ

„ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დარტყმებს, რაც შეიძლება, ცვლილებების ჩაგდების შედეგად მივიღოთ“, ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.

უკრაინა

05 ივნისი 2020, 08:02

მსოფლიო

უკრაინაში კრიმინალურ ავტორიტეტებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით

ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. ახალი კანონმდებლობით, კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა და მათი ხელმძღვანელობა 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 7-დან 12 წლამდე პატიმრობა კი ე.წ. კრიმინალური შეკრების ორგანიზებისთვის განისაზღვრა.

05 ივნისი 2020, 01:02

კულტურა

New Yorker-მა ჰემინგუეის დღემდე უცნობი მოთხრობა გამოაქვეყნა

„დევნა როგორც ბედნიერება“-ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომლის მთავარი გმირიც მეგობრებთან ერთად გიგანტური თევზის დაჭერას ცდილობს. სიუჟეტი ძალიან ჰგავს ჰემინგუეის ცნობილ მოთხრობას, „მოხუცი და ზღვა“, რომელიც მწერალმა 1952 წელს დაწერა. დღემდე უცნობი მოთხრობა ჰემინგუეის შვილიშვილმა შონმა ბოსტონში ჯონ კენედის მუზეუმში აღმოაჩინა.