imedi /  19 მაისი 2020, 10:15 / სანდო წყარო

ჯოშუა კუცერა: „ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს

„ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს, რომელთაც საქართველოს ოპოზიციის გარდა, მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისმა შეწყვიტა კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან, - ამის შესახებ eurasianet-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა სტატიაში „ამერიკელი კანონმდებლები რუსეთთან საქართველოს მთავრობის კავშირების გამოძიებას ითხოვენ“ წერს.

მისი თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის დავა ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც ვერ შეასრულა მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა, რასაც კომპანიის მხარდამჭერი კონგრესმენების მხრიდან მოჰყვა თბილისის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში.

„15 მაისს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის სახელზე გაგზავნილ წერილში ოთხმა სენატორმა (მათ შორის სენატორი ტედ კრუზი) მოითხოვა „ამერიკის წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილ მოწინააღმდეგეებსა და მტრებთან საქართველოს კავშირების გამოძიება, რადგან ეს კავშირები ძირს უთხრის ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნესინტერესებს“. კერძოდ, წერილის თანახმად, [საქართველოს] მთავრობას ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასათანადო სიმკაცრით გატარებაში, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს - რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებში“, - წერს ჯოშუა კუცერა.

მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან ივანიშვილზე გავლენასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელთა უტყუარობაში საქართველოს მთავრობის მოწინააღმდეგეებს ეჭვი არ ეპარებათ, დაუსაბუთებელია და, როგორც წესი, უარყოფილი თბილისთან ურთიერთობებში ჩართული დიპლომატების მიერ. ჟურნალისტის განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ხელმძღვანელობდა, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წელს მოვიდა, არ გამოირჩევა აშკარად ანტირუსული განწყობით.

„მეორე მხრივ, საკმარისია ვახსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქვეყნის სათავეში ყოფნის პერიოდში გააძლიერა საქართველოს კავშირები ამერიკასთან - გაფართოვდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციაში ოფიციალურად აისახა საქართველოს მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, რუსეთის მარიონეტობის შეთქმულების თეორიებმა კვლავ წამოყო თავი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც თბილისმა გადაწყვიტა, სარჩელი შეეტანა ენერგეტიკული კომპანიის Frontera Resources წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს (სათავო ოფისით ტეხასში).

დეკემბერში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა „ფრონტერას“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აპრილში მთავრობამ განაცხადა, რომ არბიტრაჟით დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა და გაწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“, მიუხედავად იმისა, რომ „ფრონტერამ“ მაინც გაასაჩივრა არბიტრაჟის გადაწყვეტილების მთავრობისეული ინტერპრეტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში „ფრონტერა“ თვეობით არ უხდიდა გასამრჯელოს თავის თანამშრომლებს.

პასუხად, „ფრონტერამ“ და მისმა მხარდამჭერმა კონგრესმენებმა დაადანაშაულეს თბილისი კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებაში უბრალოდ იმიტომ, რომ „ფრონტერა“ ამერიკული ფირმაა.

იანვარში პიტ ოლსონმა (წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ტეხასის შტატიდან) ივანიშვილს ,,რუსეთის მარიონეტი" უწოდა და ცნობილი სატელევიზიო სერიალის (Sesame Street) ერთ-ერთ პერსონაჟს (Oscar the Grouch) შეადარა, რადგან „ორივე მარიონეტია და ორივე ნაგავს ახვავებს საკუთარ სახლში“. ამისთვის „ფრონტერამ“ გულუხვად დააფინანსა ოლსონის კამპანია, რის გამოც საინფორმაციო ვებგვერდმა Texas Monthly ოლსონი იმავე სერიალის კიდევ ერთ პერსონაჟს (Big Bird) შეადარა, რადგან „ორივემ იცის, ვის უნდა უკმიოს გუნდრუკი“.

ხსენებული წერილის ოთხი ავტორიდან სამმა ასევე მიიღო კამპანიის დაფინანსება „ფრონტერასგან“.

წერილს, რომელშიც ასახულია უპრეცედენტო სიმძიმის გეოპოლიტიკური ბრალდებები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, წონას ჰმატებს მის ხელმომწერთა შორის 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის, ტედ კრუზის ყოფნა, ასევე ამ პროცესში პომპეოს და მნუჩინის ჩართვის მცდელობა.

წერილის ავტორები ცდილობენ, ერთმანეთს დაუკავშირონ საქართველოში მიმდინარე სხვა მოვლენებიც - მაგალითად, შარშან გაუქმებული ხელშეკრულება ანაკლიის მასშტაბური შავიზღვისპირა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. გეოპოლიტიკის სფეროს სპეციალისტებმა, რომელთაც ამ საკითხზე მხოლოდ ზედაპირული თეორიული ცოდნა აქვთ, სცადეს მისი დაკავშირებაც რუსეთის გავლენასთან, რადგან აშენების შემთხვევაში ანაკლია უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტს რუსეთის გვერდის ავლით. მიუხედავად ამისა, მათი განცხადებით, ხელშეკრულების გაუქმება საქართველოს შიდა კონკურენციასთან უფროა კავშირში, ვიდრე ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ ინტრიგასთან.

ასეა თუ ისე, პომპეომ მაინც გამოთქვა შეშფოთება ანაკლიის გარშემო მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენების გამო და განაცხადა, რომ ეს პროექტი „გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და გადაარჩენს ქვეყანას რუსეთსა თუ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან“.

გარდა ამისა, კონგრესმენები შეპარვით გამოთქვამენ ვარაუდებს საქართველოში ირანის აქტიურობასთან დაკავშირებით, რის მიზანსაც, დიდი ალბათობით, წარმოადგენს პომპეოს ყურადღების მიპყრობა, რომელიც ირანთან მიმართებაში კიდევ უფრო აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ვიდრე თავად რუსეთთან ურთიერთობებში.

ყველაზე მძიმე ბრალდებები მაინც რუსეთს ეხება. წერილის ავტორები მოუწოდებენ ადმინისტრაციას, წარუდგინოს კონგრესს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენადაა „ჩართული „ქართული ოცნება“ ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესის გაძევების მცდელობებში“, ასევე „რუსეთის მთავრობასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ“ და „ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გარიყვის შესახებ პორტის მშენებლობის პროცესიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას”.

ჯერ არ არის ცნობილი, მოახდენენ თუ არა პომპეო და მნუჩინი ამ მოწოდებაზე რეაგირებას. პირველ რიგში, ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა. მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ყოველთვის ცდილობს, გამოვიდეს სამართლიანი შუამავლის როლში საქართველოს უკიდურესად გათიშულ შიდა პოლიტიკაში, ხოლო ამ მხრივ კითხვების დასმა და ჩაძიება ხსენებულ როლს კითხვის ქვეშ დააყენებს - შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო ძალიან დაბალია“,- წერს ჯოშუა კუცერა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

აბელ აბესაძე

25 სექტემბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

აბელ აბესაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალებაა, შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად,შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას.

ამირან გამყრელიძე

25 სექტემბერი 2021, 17:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

25 სექტემბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გაეროში ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა იმ ქვეყნის სახელით, რომელიც პარტნიორია რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საქმეში

პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე იმ რეალური პროცესის საფუძველზე, რომელიც მარტო ჩვენთან არ კეთდება და მარტო ჩვენთვის არაა თვალსაჩინო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვის გამოსვლის შეფასებისას განაცხდა.

გიორგი ხელაშვილი

25 სექტემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: 30 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში

პირველად მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. „პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, ჩვენს რეგიონს ჩვენ თვითონვე მოვუაროთ. როდესაც პრემიერი საუბრობდა, რომ თბილისმა უნდა უმასპინძლოს რეგიონულ ინიციატივას, იქვე მან თქვა ერთი რამ, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც იგულისხმება დასავლეთის ჩართულობა“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ვარაუდი გამართლდა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია კასპში მოაწყო

„ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 16:53

მსოფლიო

გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს მონეტები გამოუშვეს

გერმანიის ონლაინმაღაზიამ გასაყიდად გამოიტანა ოქროს მონეტები, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული. ოქროს მონეტა გერმანიის კანცლერის 16 წლიან საქმიანობას მიეძღვნა.

25 სექტემბერი 2021, 16:43

მსოფლიო

უკრაინამ ქაბულიდან 100-მდე ადამიანი გაიყვანა

უკრაინამ ქაბულიდან კიევში კიდევ 96 ადამიანი ჩაიყვანა. რეისზე, უკრაინის მოქალაქეებთან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებთან ერთად, ვატიკანის თხოვნით ევაკუირებული 18 სტუდენტი და კანადის 2 მოქალაქეც იყო.

25 სექტემბერი 2021, 16:39

საზოგადოება

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელ ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.

დავით ქართველიშვილი

25 სექტემბერი 2021, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცაგერში „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანის კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან

„როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას „კაგებეშნიკური“ მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო“, - წერს, ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის” მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მამუკა მდინარაძე

25 სექტემბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც იცი, რომ ადამიანს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მის მიმართ პროვოკაციას ახორციელებ, ამაში მორალი არ არსებობს

„ძალადობას არაფერი ამართლებს, მაგრამ რა იყო ამ ძალადობის საფუძველი და რამდენად ამორალურია პროვოკაციის ხასიათი, როდესაც იცი, რომ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ადამიანს და მაინც და მაინც მის მიმართ ახორციელებ პროვოკაციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ამაში მორალი არ არსებობს, ამაში არის მხოლოდ ამორალურობა“ - განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, დმანისის ინციდენტზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2021, 15:39

COVID19

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 15:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი, ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

25 სექტემბერი 2021, 15:20

საზოგადოება

თბილისის მერიამ ისანში მცხოვრებ 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს. თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც, წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

ანდრია ჯაღმაიძე

25 სექტემბერი 2021, 15:10

პოლიტიკა

ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციურ ტელევიზიებზე: დავაკვირდებით, რა რიტორიკა იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე

ნამდვილად გინდათ, ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ თავის მრევლს ყველაფერი უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით, რა რიტორიკა და პათოსი იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე, - განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში ოპოზიციური ტელევიზიებზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2021, 14:56

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კაირატ აბდრახმანოვმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2021, 14:37

სპორტი

ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა - 17 წლის კარინა საფინამ და 18 წლის ლუკა ბერულავამ, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს. ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას გერმანიაში გამართულ ჩელენჯერზე მიაღწიეს, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც აქვს.

სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მალიში ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მალიში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.