IMEDI /  19 მაისი 2020, 16:47 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე იყოს დამოკიდებული, მით უფრო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

მთავრობას აქვს იმის რესურსი, რომ მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა. ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ჩვენ, პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ. არ შეიძლება, ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

აშშ აქცია ჟურნალისტი

30 მაისი 2020, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში აქციის დროს პოლიციელმა ჟურნალისტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ვიდეო

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებმა ადგილობრივ ჟურნალისტს, კეიტლინ რასტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WAVE 3 News-ი ავრცელებს.

კორონავირუსი რუსეთი

30 მაისი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.

მარიამ ქვრივიშვილი და პატრიკ ფრანცენი

30 მაისი 2020, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

30 მაისი 2020, 11:33

COVID19

24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

კონსტიტუცია

30 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

30 მაისი 2020, 11:28

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4,989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3,125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვაშინგტონი დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

30 მაისი 2020, 11:28

მსოფლიო

დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

საიდუმლო სამსახურმა შენობის შესასვლელი დაბლოკა. აქციის მონაწილეებმა ღობის მიღმა მყოფ პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

აშშ პოლიცია

30 მაისი 2020, 11:20

მსოფლიო

AP: პენტაგონი მზადაა, მინეაპოლისში სამხედრო პოლიცია შეიყვანოს

პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

30 მაისი 2020, 11:20

საზოგადოება

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:17

COVID19

მარინა ეზუგბაია: „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული

„პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას „პლაქვენილთან“ დაკავშირებით.

შალვა სუთიაშვილი

30 მაისი 2020, 11:11

სპორტი

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას charentelibre ავრცელებს. 36 წლის ქართველი მორაგბე ამ გუნდის შემადგენლობაში 2015 წლიდან გამოდის და 88 შეხვედრის გამართვა მოასწრო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სუთიაშვილმა ეროვნულ გუნდში თამაში რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

მტრედი ჯაშუში

30 მაისი 2020, 11:10

ტაბლოიდი

ინდოეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მტრედი გაათავისუფლა

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:00

COVID19

მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა ეს ყოველდღე შევახსენო

მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა, ეს ყოველდღე შევახსენო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, როგორც მოქალაქისა და როგროც ინფექციონისტის, თხოვნა იქნება, თავი დაიცვან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

30 მაისი 2020, 10:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალი კორონავირუსი 9 393 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 23 204 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 696 ადამიანი გარდაიცვალა, 9 311 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 10:43

მსოფლიო

19 წლის ბიჭი ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს

19 წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს, ისინი ჯოჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს. თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 10:40

COVID19

11 ახალი პაციენტიდან 9 ერთ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა

11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, იკვლევენ ამ სყაროში არსებობენ თუ არა სხვა ინფიცირებულებიც.

ვიეტნამი კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:39

COVID19

როგორ ებრძვის პანდემიას 97-მილიონიანი ვიენტამი, სადაც კორონავირუსით ამ დრომდე არავინ გარდაცვლილა

აზიის რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნებად სამხრეთ კორეას, ტაივანსა და ჰონგ-კონგს ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთი დაუფასებელ მაგალითად ვიეტნამი რჩება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს. 97-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსს ჯერ არავინ ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი მხოლოდ 328-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩინეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად კი ვიეტნამს მილიონობით ჩინელი ვიზიტორი სტუმრობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

30 მაისი 2020, 10:25

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაცინეტმა დაამარცხა

სულ საავადმყოფოში 13 პაციენტია მოთავსებული, აქედან 1 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენები კი თერაპიულ მიმართებულებაში მკურნალობენ. კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

30 მაისი 2020, 10:24

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ბრაზილია კორონავირუსი კუბოები

30 მაისი 2020, 10:14

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 465 166-მდე გაიზარდა.