imedi /  19 მაისი 2020, 16:52 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

რა ირანულ ნავთობზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ. ეს არის ამ ყველაფრის უკან. ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც თუნდაც ეს შიდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა ცადონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველო არის ის ქვეყნა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის ისეთ მაღალ დონეზე, როგორც არასდროს ყოფილა.

„საქართველო არის ის ქვეყნა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება. ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა დღეს არის ისეთ დონეზე, როგორც არასდროს. ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა, ჩვენი ზომის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და ინტერესების გათვალისწინებით და მაშინ უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ თქვენ როდესაც მე კითხვას მისვამთ და დათვალოთ - რამდენი ანგარიში იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ და ა.შ. და ამ ჭორებს თავი უნდა დაანებოთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-სთან თანამშრომლობას და მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში კითხვის ნიშნის ქვეშ ვერაფერი დააყენებს.

„საქართველოს მოქალაქეების 70 %-ზე მეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს ქვეყანა და დღევანდელი მთავრობა ამისთვის აკეთებს ყველაზე მეტს, ვიდრე აქამდე გაკეთებულა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

იონუც სტროე

26 მაისი 2020, 01:18

ტაბლოიდი

რუმინეთის სპორტის მინისტრი პირდაპირ ეთერში ტრუსებით იჯდა. ვიდეო

რუმინეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, იონუც სტროე ტელეარხ Pro X-ის პირდაპი ეთერში სახლიდან საუბრობდა, რა დროსაც, შემთხვევით კამერა დაუვარდა. კადრში გამოჩნდა, რომ რომ უწყების პირველი პირს წელსქვემოთ შარვალი არ ეცვა და ტრუსებში გამოწყობილი საუბრობდა.

ბორის ჯონსონი

26 მაისი 2020, 01:16

COVID19

ბორის ჯონსონი: კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გამიუარესდა

დიდი ბრიტანეთის პტრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მას კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გაუუარესდა.

ლატვია

26 მაისი 2020, 01:13

პოლიტიკა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: მჯერა, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და თბილი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარიშნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლატვიის მთავრობისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვიდეომიმართვა მომზადდა, რომელშიც ლატვიის მთავრობის მეთაური ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთმხარდაჭერასა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

ნინო ბურჯანაძე

26 მაისი 2020, 01:01

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: 26 მაისს ხელისუფლებამ კი არ დაშალა, არამედ დასაჯა თავისი ხალხი

„ამ ტკივილის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მოგილოცოთ 26 მაისი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მინდა გისურვოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, ერთიანი და სამართლიანი“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ადამ კინზინგერი

26 მაისი 2020, 00:56

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ, გააგრძლეთ ის, რასაც აკეთებთ

„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ“, - ამ სიტყვებით კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2020, 00:56

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რთულ პერიოდში როდესაც კაცობრიობა COVID19-ის პანდემიის წინაშე აღმოჩნდა

„მინდა აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანის მეგობარ ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ილჰამ ალიევის ოფიციალურ წერილს სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.

26 მაისი 2020, 00:46

ტექნოლოგიები

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან საქართველოს დროშის გამოსახულებით სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა.

ფრენკ სინატრა

26 მაისი 2020, 00:39

კულტურა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ბრიტნი სპირსის ჰიტი Toxic ფრენკ სინატრას ხმით შექმნეს

ხელოვნური ინტელექტი სი ჯეი კარმა და ზაკ ზუკოვსკიმ შეიმუშავეს. პროგრამის საშუალებით, 9000-მდე მუსიკოსისა და მუსიკალური ჯგუფის ხმით გახდა შესაძლებელი ტრეკების ჩაწერა. ბაზაში დევიდ ბოუისა და The Beatles-ის ხმებიცაა შეყვანილი.

მაიკ პომპეო

26 მაისი 2020, 00:34

პოლიტიკა

მაიკ პომპეო: აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწიეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მომდევნო წელს ჩვენ ველოდებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, რადგან საქართველო რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მის დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას აძლიერებს.

26 მაისი 2020, 00:17

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა. სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადენლები დაესწრნენ. მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს.

26 მაისი 2020, 00:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებკის 100 264 შემთხვევა დადასტურდა, რამაც კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 5 304 772-მდე გაზარდა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი 

26 მაისი 2020, 00:00

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციამდე მიიყვანს

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში“, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

ეკატერინე ზაჰარიევა

25 მაისი 2020, 23:56

COVID19

ბულგარეთი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას უგზავნის

„კოვიდ-19“-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“, – ნათქვამია წერილში.

ბოგდან აურესკუ

25 მაისი 2020, 23:45

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ელმარ მამადიაროვი

25 მაისი 2020, 23:40

პოლიტიკა

ელმარ მამედიაროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

მევლუთ ჩავუშოღლუ

25 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

25 მაისი 2020, 23:32

COVID19

დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

25 მაისი 2020, 23:32

ეკონომიკა

EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 23:31

ეკონომიკა

რომელია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება

ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.

25 მაისი 2020, 23:09

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულოს

„მილანის“თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. Sky Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფორვარდს ვარჯიშზე სავარაუდოდ აქილევსის მყესი გაუწყდა. მსგავსი ტრავმებისგან რეაბილიტაცია რამდენიმე თვეს მოითხოვს, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ზლატანს ტრავმა შესაძლოა კარიერის დასრულებად დაუჯდეს.