www.imedi.ge /  20 მაისი 2020, 18:32 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: როგორც ვიცი, პროექტში საუბარია შეზღუდვებზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

საბედნიეროდ, დღის წესრიგში დადგა საგანგებო მდგომარეობის მოხსნის საკითხი, მაგრამ რატომღაც ოპოზიციური სპექტრი ცდილობს, რომ ესეც სათავისოდ გამოიყენო, - ამის შესახებ დღის ქრონიკაში იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა პირველ რიგში იმას ემსახურება, რომ მიღწეულ იქნას ის პოლიტიკური შეთანხმება, რასაც ოპოზიცია თავად ითხოვდა. მისივე განმარტებით, ამ მიზნის პარალელურად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ რჩება ადამიანი და მისი სიცოცხლე, როგორც ყველაზე ფასეული.

„სწორედ ამ დაცვას ემსახურება ის გათვალისწინებული ცვლილებები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც იქონიოს გარკვეული დამზღვევი მექანიზმი იმისა, რომ ეპიდაფეთქებას არ ექნება ადგილი.

როგორც ვიცი, კანონ-პროექტში საუბარია საზღვრების ეპიდემიოლოგიურ კონტროლზე, საუბარია იმაზე, რომ კვლევა შევინარჩუნოთ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადეები და სხვა სახის შეზღუდვებზე, რომელიც ემსახურება თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გადარჩენას“ - კგანაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 12:53

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ რუისში მდებარე 19,858 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა და სხვა წევრები, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს, რადგან სოცდისტანციის დაცვის მიზნით დარბაზში ადგილები უკვე დაკავებულია. დებატების დროს კი პროტესტის ნიშნად ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს და კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებიან.

29 მაისი 2020, 12:49

COVID19

სომხეთში 24 საათში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 8 676 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 297 ადამიანი. 120 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.

29 მაისი 2020, 12:43

COVID19

ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში სენსორზე მომუშავე ლიფტებით სარგებლობენ

სენსორული ღილაკით თავიდანაა აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს. სენსორული ღილაკის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე, სადაც მომხმარებელს ღილაკებზე უწევს თითით შეხება.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 12:42

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

„უზნეობაც აღარ არის საკმარისად იმის შეფასებისთვის, რასაც ესენი (ოპოზიცია) სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ინტერპელაციაც ხო ახალი სისტემითაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 12:42

ტაბლოიდი

რომან გოცირიძემ გიორგი ვოლსკის „ესროლა“. ვიდეო

პარლამენტში პოლიტიკოსების ჩაწერესისას კურიოზული კადრები დააფიქსირეს. რომან გოცირიძემ თითებით იარაღი გამოსახა და გიორგი ვოლსკის დაუმიზნა. რამდენიმე დღის წინ, ვოლსკიმ გოცირიძის მიმართ იგივე ჟესტი გამოიყენა. „შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით, ვინ არის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

29 მაისი 2020, 12:39

პოლიტიკა

აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს

2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.

სერგი კაპანაძე

29 მაისი 2020, 12:29

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: დღეს საუბარი იქნება რამდენიმე ტყუილზე, რომელიც 2 დღის წინ გახარიამ პარლამენტში იკადრა

დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა მაგრამ, ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია.

29 მაისი 2020, 12:23

რეგიონი

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 მაისი 2020, 12:22

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი GORBI-ის კვლევაზე: შედეგები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამ კვლევიდან გამომდინარე არ უნდა მოვეშვათ

„პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე სწორი რაც ჩვენმა გუნდმა გამოაჩინა, ეს იყო სიტუაციასთან ადეკვატურობა. რითაც ამ გამოწვევას გავუმკლავდით. ჩვენი მთავარი ხაზი ყოველთვის იყო, რომ პრობლემებს არასდროს გავურბივართ, ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 12:19

პოლიტიკა

New York Times: გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადით

29 მაისი 2020, 12:18

საზოგადოება

იცავენ თუ არა მგზავრები ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომებს

საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა დღეიდან განაახლა. არსებული რეგულაციებით, ავტობუსში მგზავრები პირბადით და უკანა კარებებიდან უნდა ავიდნენ, რათა მათ მძღოლთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ტრანსპორტში მძღოლთან მისასვლელი გადაღობილია და ადგილი ამკრძალავი ლენტითაა გამოყოფილი. ამასთან, კონდიცირება ავტობუსში არ ხდება. შესაბამისად, მგზავრობის დროს ფანჯრები ღიაა.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 12:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი GORBI-ს კვლევაზე: ესაა საზოგადოების პრაგმატული დამოკიდებულება იმ მთავრობის მიმართ, რომელიც უკიდურესად რთულ მომენტში სწორ ნაბიჯებს დგამს

ეს მონაცემები საზოგადოების პრაგმატული დამოკიდებულებაა მთავრობის მიმართ, რომელიც ამ უკიდურესად რთულ მომენტში დგამს სწორ ნაბიჯებს და ხალხს აქვს იმედი, რომ მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს გადავრჩებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

29 მაისი 2020, 12:11

სპორტი

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა. ანგარიშში მოცემულია 32 ყველაზე ცნობილი ევროპული საფეხბურთო კლუბის შეფასება. მადრიდის „რეალი“ კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომლის ღირებულება 3.478 მილიარდი ევროა; მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომლის ფასი 3.342 მილიარდია; ხოლო კატალონიის „ბარსელონა“ ბრინჯაოს 3.319 მილიარდი ევროთი დასჯერდა.

29 მაისი 2020, 12:06

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 180 458-ს მიაღწია

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 180 458 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 741 ახალი შემთხვევაა.ინფექციას ქვეყანაში 8 450 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო დღე-ღამეში 39 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 164 000-ს შეადგენს.

29 მაისი 2020, 12:04

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა და 223 მლნ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

29 მაისი 2020, 11:57

COVID19

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ახალი მაქსიმუმია.

29 მაისი 2020, 11:57

რეგიონი

კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

2020 წელს კახეთის რეგიონი 44 მილიონი ლარით დაფინანსდა, რვა მუნიციპალიტეტში 140 პროექტი ხორციელდება. რეგპროექტებზე მუშაობა წლის დასაწყისიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო, პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეფერხდა, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები კვლავ განახლდა.

29 მაისი 2020, 11:51

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

„29 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

29 მაისი 2020, 11:49

ეკონომიკა

აპრილში საქართველოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქსტატის სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის აპროლში საქართელოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ეს რაოდენობა 92.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვეში რეგისტრირებულ საწარმოებზე.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 11:48

სამართალი

მედია: საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა.