20 მაისი 2020, 21:21 / სანდო წყარო

გიგი უგულავამ ის პარტია დაასახელა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი შეუერთდება

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, გიგი უგულავამ„პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.

მისი თქმით, არ მიიჩნევს რომს ეს საიდუმლოა, რადგან მისიკვე განმარტებით ეს ყველასთვის ცხადი იყო.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, - განაცხადა უგულავამ.

ყველა სიახლე

ბრედ პიტი

27 მაისი 2020, 08:56

ტაბლოიდი

ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მსახიობის გარეგნობამ შეაშფოთა

ამერიკელი მსახიობის, ბრედ პიტის თაყვანისმცემლები მისმა გარეგნობამ შეაშფოთა. მალიბუზე გადაღებული ფოტოები გამოცემა The Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ფოტო: space.com

27 მაისი 2020, 08:45

ტექნოლოგიები

NASA-ს მიერ დღეს დაგეგმილი ფრენა შეიძლება უამინდობის გამო გადაიდოს

უამინდობის გამო, ფლორიდაში შესაძლოა ბოლო 9 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა გადაიდოს. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზეა დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ია,- წერს CNN.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი Twitter-ს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

27 მაისი 2020, 08:24

ეკონომიკა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა. ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა.

27 მაისი 2020, 08:13

საზოგადოება

დღეს საქართველოს მოქალაქეები ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

ინდოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში დღეს დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დაბრუნდებიან.

27 მაისი 2020, 08:07

პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტით იხელმძღვანელებს

ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, მმართველმა გუნდმა უკვე მოამზადა. მცირდება საპარლამენტო თანამდებობების, კომიტეტების და ფრაქციების რაოდენობა. გათვალისწინებულია ხარჯების შემცირებაც.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 07:55

პოლიტიკა

დღეს გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ის დეპუტატებს კრიზისის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს განუმარტავს. მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მმართველ გუნდს COVID19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აინტერესებს. ოპოზიცია, კი მწვავე დებატებს აანონსებს.

ჯო ბაიდენი

27 მაისი 2020, 02:27

COVID19

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი სულელია, რადგან პირბადის ტარებაზე დამცინავად საუბრობს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს სულელი უწოდა ტვიტის გაზიარებისთვის, რომელშიც მას პირბადის ტარებისთვის დასცინოდნენ.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2020, 01:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებზე: უახლოეს დღეებში განცხადებას გავაკეთებ - ჩინეთს მძლავრ პასუხს გავცემთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთთან მიმართებაში შესაძლო ზომების მიღებაზე.

27 მაისი 2020, 01:28

COVID19

პირველად 31 მარტის შემდეგ ვაშინგტონში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პირველად 31 მარტის შემდეგ კოლუმბიის ფედერალურ ოლქში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

კეილი მაკინენი

27 მაისი 2020, 01:03

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ G7-ის სამიტის აშშ-ში ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნება

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის აშშ-ში ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

27 მაისი 2020, 01:03

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 289 შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ სომხეთში კოვიდინფიცირების 7 402 შემთხვევაა გამოვლენილი, 3 220 ადამიანმა ვირუსი დაამარცხა, 91 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ანდრე დრამონდი

27 მაისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

NBA-ის კალათბურთელმა 164 დოლარის ივახშმა და მიმტანს „ჩაი“ 1000 დოლარი დაუტოვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კალათბურთელმა, „კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრმა ანდრე დრამონდმა ფლორიდის ერთ-ერთი რესტორანში მიმტანს „ჩაის“ სახით 1000 დოლარი დაუტოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რესტორნის Instagram-ზე გავრცელდა.

27 მაისი 2020, 00:50

ტაბლოიდი

ქალი, რომელიც უნაყოფობაზე მკურნალობდა, იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ იფსვიჩის მკვიდრი, რომელიც თითქმის 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა, კორონავირუსის გამო დაწესებულ იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. 29 წლის შენონ სტილს 15 წლის ასაკში საკვერცხის პოლიკისტოზი დაუდგინეს, რაც ხშირად უნაყოფობას იწვევს. შენონისა და მისი 35 წლის ქმრის, მეტიუს მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ქალი ვერ ფეხმძიმდებოდა.

შავი ქვრივი

27 მაისი 2020, 00:47

ტაბლოიდი

სუპერგმირობაზე მეოცნებე ბოლივიელმა ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს

ბოლივიაში, ჩაიანტას პროვინციაში მცხოვრებმა სამმა ბიჭმა თავი შხამიან ობობა „შავ ქვრივს“ დააკბენინა, - ამის შესახებ Daily Star წერს. გამოცემის ცნობით, 8,10 და 12 წლის ბიჭებს სჯეროდათ, რომ თუ „შავი ქვრივი“ უკბენდათ ფილმის პერსონაჟ „ადამიან ობობად“ გადაიქცეოდნენ, რადგან ფილმში მოვლენები სწორედ ასე ვითარდება.

გახდომა

27 მაისი 2020, 00:42

ტაბლოიდი

უცნობი ქველმოქმედი, ინგლისში სოფლის მცხოვრებლებს წონის დაკლების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს გადასცემს

ინგლისში, ოქსფორდშირის საგრაფოს სოფელ დენჩვორტის მცხოვრებლებს უცნობი ქველმოქმედი წონის 10%-ის დაკლების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს დაპირდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მარკ რუტე

27 მაისი 2020, 00:40

COVID19

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კარანტინის რეჟიმის გამო მომაკვდავი დედა ვერ მოინახულა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კარანტინის რეჟიმის გამო მომაკვდავი დედა ვერ მოინახულა. 96 წლის მიკე რუტე-დილინგი მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. იგი 13 მაისს გარდაიცვალა.

ABBA

27 მაისი 2020, 00:37

კულტურა

შესაძლოა ABBA-მ წელს ახალი სიმღერები გამოუშვას

ჯგუფს 2 სიმღერა აქვს მზად: I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down. ერთი სიმღერა საცეკვაოა, მეორე კი ბალადა. მათი გამოშვება ABBA-ს წევრებმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსეს, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ლაშა კრიალაშვილი

27 მაისი 2020, 00:33

პოლიტიკა

გია კრიალაშვილის ვაჟი: გია უბრალოდ ჯარს გვერდში დაუდგა

„უნდოდათ ხალხის დარბევა, რომელზეც ჯარმა უარი თქვა. ჯარს ამის უფლება აქვს, რადგან ხალხს შიდა და გარე მტრისგან იცავს. მოხდა ის, რომ თქვეს იმ ბრძანებაზე: მე ჩემს ხალხს არ დავარბევ, არ გამოვალ, არ გადავკეტავ გზებს და მივცემ იმ თავისუფლებას, რაც უნდა მივცე. ეს დაუმორჩილებლობა იყო, რაც ჯარმა გამოაცხადა და უბრალოდ გია მიეხმარა, გვერდში დაუდგა და მოჰყვა იმას ის, რაც მოჰყვა“, - განაცხადა კრიალაშვილმა.

თამაზ მოლაშვილი

27 მაისი 2020, 00:25

პოლიტიკა

თამაზ მოლაშვილი: ოქრუაშვილს რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრებას

ირაკლი ოქრუაშვილმა მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ახლა რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი ამას? ის ხომ იურისტია, რამე საფუძველი ჰქონდა? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.