imedi /  20 მაისი 2020, 22:59 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: როდესაც უქმდება საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩო იმისათვის რომ ძალაში დავტოვოთ გარკვეული შეზღუდვები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ხვალ განიხილება კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანდაცვას. მიზანი არის შემდეგი: ბუნებრივია, როდესაც უქმდება საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩო იმისათვის რომ ძალაში დავტოვოთ გარკვეული შეზღუდვები- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ შეზღუდვების დატოვება იმისათვისაა აუცილებელი, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა სათანადოდ გაგრძელდეს.

„არის მისაღები კონკრეტული ზომები და სწორედ ამ ზომების მიღების უზრუნველყოფას ემსახურება სამართლებრივი ცვლილებები. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები და მე მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, იქნებიან ეს ფრაქციები თუ დამოუკიდებელი დეპუტატები, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან. მათ კარგად იციან რა არის ამ კანონის მიზანი და ისიც იციან, რომ აუცილებელია ამ კანონის მიღება, იმისათვის რომ საქართველოში არ გავრცელდეს ეპიდემია“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

27 მაისი 2020, 14:00

საზოგადოება

გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს საპატრულო პოლიციაც გააკონტროლებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს და მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ გაჩერებებზეც. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

27 მაისი 2020, 13:53

ეკონომიკა

გიორგი გახარია: სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ბინას დეველოპერებისგან წლის ბოლომდე შეიძენს

დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომელთაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში შესულები არიან და პირველი შენატანი აქვთ განხორციელებული, ან უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.

გორის ჰოსპიტალი

27 მაისი 2020, 13:52

COVID19

გიორგი გახარია გორის ჰოსპიტალზე: ინფექციასთან ბრძოლაში იგი საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულებაა

„მადლობა 4 800 ქართველ სამხედროს, რომლებმაც დისლოკაციის ადგილები დატოვეს და ეხმარებოდნენ ქვეყანას არა მხოლოდ როგორც უბრალოდ ბლოკ-პოსტების მენეჯმენტის ნაწილში, ეს იყო მაღალი კვალიფიკაციის ექიმები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:50

COVID19

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, ოპოზიციას შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

„გამოვიყენოთ ეს 3 თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სექტორი. ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში, როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის, ვინ რა შედეგით გამოვიდა ამ კრიზისიდან, საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში, რამდენიმე საფეხურით იყოს წინ. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ვალდებულება“, - აღნიშნა პრემიერმა.

27 მაისი 2020, 13:39

COVID19

პრემიერ-მინისტრი პოლიციელებზე: ეს ხალხი ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო და მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით

„ამ ბრძოლაში ჩართული იყო 10 ათასი ქართველი პოლიციელი და ისინი 130-ზე მეტ ბლოკ-პოსტს იცავდნენ, არაფერს ვამბობ კომენდანტის საათის და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციის შესრულებაზე. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:33

COVID19

გიორგი გახარია: საქართველო მსოფლიოს ნაწილია და შეუძლებელი იყო, გლობალურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდიანა ჩვენს ეკონომიკაზე

„ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით - საკმაოდ ღარიბი და ეკონომიკურად სუსტი ნაწილი. შეუძლებელი იყო, გლობალურ ეკნომიკურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდიანა ჩვენს ეკონომიკაზე“.

27 მაისი 2020, 13:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოში დავაბრუნეთ 12 720 ადამიანი, უცხო ქვეყანაში მყოფმა 21 198-მა მოქალაქემ კი მიიღო დახმარება

სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, სულ დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი, უცხო ქვეყანაში მყოფმა 21 198-მქ მოქალაქემ კი მიიღო დახმარება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მაისი 2020, 13:27

საზოგადოება

მიკროავტობუსებში შესაძლოა მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:23

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა

„ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:22

COVID19

გიორგი გახარია: stopocov.ge-ს შექმნა იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება და ეს იყო პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში

მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopocov.ge და ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე შექმნილი პანდემიასთან ბრძოლის, რომელიც შეიქმნა საქართველოში და რომელიც ნათარგმნია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

27 მაისი 2020, 13:16

COVID19

პრემიერის განცხადებით, უდიდესი რისკის მიუხედავად, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა

„დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა და ეს 2 000-ზე მეტ მძღოლს ნიშნავს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა ხარვეზების გარეშე არ გამოვიდა და ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების ინფექციის შემდგომი განვითარების, ბოლო ზუგდიდში იყო. მაგრამ ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:15

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც იყო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში

საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც იყო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში. არც ერთ დღეს არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:12

COVID19

პრემიერმა ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

„მინდა ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში შრომობს. მექნება კიდევ შესაძლებლობა მოვყვე რას აკეთებს ეს ხალხი იმისთვის, რომ 1 ინფიცირებულის ასობით კავშირი გამოავლინონ, მერე ამ ადამიანებთან მივიდნენ, ამ ადამიანებთან იმუშაონ, ეს ადამიანები დაარწმუნონ, რომ საჭიროა მათი ტესტირება და კიდევ ბევრი რამ არიას გასაკეთებელი. არ შეგვეშალოს ის კიდევ თუ რას ნიშნავს 75 ტესტიდან დღეში საშუალოდ 2500 ტესტის რაოდენობაზე ასვლა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:05

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არავინ იცის ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა

დღეს არავინ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

27 მაისი 2020, 13:04

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ინფიცირებული, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიეღო

„ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერმა, ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ დარჩით სახლში და სახლის პირობებზე იმკურნალეთ. ამან რა შედეგიც გამოიღო ყველა კარგად ხედავდით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:01

COVID19

გიორგი გახარია: დღეს ქვეყანაში არსებული სტატისტიკა ყველა პროგნოზზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა

„გაჩნდა 3 მოდელი, რომელზეც დაყრდნობით მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:58

COVID19

გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო არ გაჩერებულა

„შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. არ ვსაუბრობ სასურსათო მომარაგებაზე და ა.შ. არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით 65 ათასი კომანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი“.

27 მაისი 2020, 12:58

პოლიტიკა

საქართველო ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის აშკარა დეზინფორმაცია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის განცხადებას ეხება. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით. საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულია ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:45

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემა ჩვენთვის არ არსებობს

„ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომდღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 12:43

COVID19

გიორგი გახარია: შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია

„შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია. ელემენტარულად, ციფრებზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა 147 ათას ადამიანზე მეტია“.