imedi /  20 მაისი 2020, 23:29 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: როგორც კარგ მენეჯმენტში გვაქვს საუკეთესო გამოცდილება COVID-19-თან დაკავშირებით ბრძოლაში, ასეთივე გამოცდილები ვართ პოლიტიკურ ვირუსთან თანაცხოვრებაში

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

უნდა მივეჩვიოთ და უნდა შევეგუოთ, რომ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს რაღაც პერიოდი ცხოვრება და და როგორც კარგ მენეჯმენტში გვაქვს საუკეთესო გამოცდილება COVID-19-თან დაკავშირებით ბრძოლაში, ასეთივე გამოცდილები ვართ პოლიტიკურ ვირუსთან თანაცხოვრებაში და „ნაციონალები“ გვყავს ქვეყანაში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, საქმეს ვაკეთებთ, ხანდახან ეს საქმე მეორე პლანზეა გადაწეული, რადგან დღის წესრიგი იქნება აბსოლუტურად სხვა თემებით. ეს ყველამ ვიცით და შევეგუეთ ამას, მაგრამ საქმის კეთებას ვერ დაანებებ თავს, იმიტომ რომ ვიღაცა გეპაექრება არასწორი მეთოდებით, ვიღაცა გადატრიალებას ცდილობს, ვიღაცა იტყუება, შემდეგ შენ გაბრალებს ტყუილს“- აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ბევრი მხარდამჭერი მმართველ გუნდს ადანაშაულებს იმაში, რომ ნაცმოძრაობა კიდევ არის ქვეყანაში.

„მაგრამ დემოკრატიას რაღაც ფასი აქვს და უნდა გადაიხადო რაღაც ფასი დემოკრატიაში. როცა გინდა, რომ შენი შვილი და მომავალი თაობა ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს 5,10,20 წლის შემდეგ ისეთ საზოგადოებაში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ანგარიშსწორება და ძალადობაში გამოხატული დაპირისპირება არ იქნება, ალბათ დემოკრატიაში დღეს ეს ფასი უნდა გადაიხადო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

პაატა დავითაია

03 ივნისი 2020, 13:48

პოლიტიკა

პაატა დავითაია: ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარებზე არ შეთანხმებულა

„რთულად ვუყურებ ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმებას. მიმდინარეობს კონსულტაციები. „ლელოს“ გადაწყვეტილება სურათს რადიკალურად ცვლის. ძალა ერთობაშია მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები როგორ წარვსდგეთ ერთიან ფორმატში. ახლა რომ ითქვას რომ ოპოზიცია შეთანხმებულია ერთიან მაჟორიტარებზე ეს ასე არის. ვფიქრობ რომ შეთანხმება შეიძლება მოხდეს თბილისთან დაკავშირებით, ყველა ოლქთან დაკავშირებით შეთანხმებას ეჭვის თვალით ვუყურებ“, - აღნიშნა დავითაიამ.

03 ივნისი 2020, 13:45

რეგიონი

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ ოჯახს სასაჩუქრე კალათები გადასცა

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სასაჩუქრე კალათები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ირლანდიის ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნანა თავდუმაძემ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიამ, ერგეტასა და ცვანეში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს გადასცეს.

03 ივნისი 2020, 13:43

ეკონომიკა

როდიდან აღდგება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი. .

აკაკი ბობოხიძე

03 ივნისი 2020, 13:40

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას

„ჩემი საქმე არ არის როგორ შეარჩევს სხვა, ისევე როგორც არავის საქმე არაა ჩვენ როგორ შევარჩევთ. საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას. ჩვენ გვყავს ორი-სამი კანდიდატი, რომელსაც ვიხილავთ.ბუნებრივია მოიაზრებიან პარტიის პოლიტიკური ლიდერები ასევე ვფიქრობთ ტექნიკურ კანდიდატზეც“, - ამბობს ბობოხიძემ.

03 ივნისი 2020, 13:32

ეკონომიკა

bloomberg-ზე დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება

დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება. bloomberg-ზე ბოლო მონაცემებით (13:22), 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,03 ლარია. ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით, გამყარება 30 მაისიდან დაიწყო. მაშინ 1 დოლარის ღირებულება 3,18 ლარი იყო, 3 ივნისის მონაცემებით კი 1აშშ დოლარი 3,07 ლარი ღირს.

აკაკი ბობოხიძე

03 ივნისი 2020, 13:29

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარული ოლქების ნაწილში კანდიდატებად სხვა პარტიების წარმომადგენლების წარდგენისთვის მზად არის

„დღეს ბიძინა ივანიშვილი მთელ თავის პროპაგანდას მასსა და მიხეილ სააკაშვილის ბრძოლაზე აგებს. აუცილებელია ეს წაიშალოს და ამისთვის საჭიროა გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი“ არჩევნებში მონაწილეობა სხვა პარტიებმაც მიიღონ. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩვენც რომელიმე ოლქი სხვა პარტიებს არ დავუთმეთ, ასეთ შემთხვევაში ისევ ორი პარტიის ბრძოლა იქნება. „ევროპული საქართველო“ ამ დათმობისთვის მზად ვართ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ იგივე განწყობა იყო, თუმცა ახლა მათ ნაცვლად საუბარი აღარ შემიძლია“, - ამბობს ბობოხიძე.

03 ივნისი 2020, 13:26

საზოგადოება

მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა კვალიფიკაცია აიმაღლა

2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მასალები, რომელიც მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მედიის გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიასკოლამ გასულ წელს მედიის 120-ზე მეტ წარმომადგენელს აუმაღლა კვალიფიკაცია.

გიორგი გაჩეჩილაძე

03 ივნისი 2020, 13:17

პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე: ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლები მახსენდება

„უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება. მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს, - ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

კორონავირუსი ცხინვალის რეგიონი

03 ივნისი 2020, 13:06

COVID19

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2 ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, მესამე კი მედმუშაკი. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სულ კოვიდინფექციის 45 შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 13:02

საზოგადოება

კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

03 ივნისი 2020, 13:00

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ძირითადი კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ხალხისათვის თანხების პირდაპირი გაცემა და კერძო სექტორის შენარჩუნება შეზღუდავს ზარალის მოცულობას და დაეხმარება ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის პროცესისათვის მომზადებაში

03 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება

საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება. Vanilla Sky-ს ინფორმაციით, ეს რეისებია: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი - მესტია, ნატახტარი - ამბროლაური.

03 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

განათლების სამინისტროს ინიციატივით, Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით, Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

ცოტნე ზურაბიანი

03 ივნისი 2020, 12:55

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დადგა, არის მაღალი სტანდარტის და არა ერთ დღესა და ერთ საათში მიღებული გადაწყვეტილებები

უმრავლესობის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, რამდენად დიდია მთავრობის ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

03 ივნისი 2020, 12:53

პოლიტიკა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიშს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს.

03 ივნისი 2020, 12:50

საზოგადოება

ზვავში დაშავებულების გადასარჩენად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაწვრთვნილ მაშველ ძაღლებს გამოიყენებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, - „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი“.

03 ივნისი 2020, 12:50

მსოფლიო

Associated Press: აშშ-ში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 9.3 ათასი ადამიანი დააკავა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 9.3 ათასი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის რამ ნათხ კოვინდი

03 ივნისი 2020, 12:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ინდოეთის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„დიდი პატივი იყო პრეზიდენტ კოვინდთან საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას. საქართველოს და ინდოეთის ურთიერთობებში ბევრი რამ გვაქვს წინ, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობით დაწყებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დამთავრებული“, - წერს პრეზიდენტი.

გოჩა ლორთქიფანიძე

03 ივნისი 2020, 12:41

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ევროსასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა 2012-2020 წლებში 5-ჯერ შემცირდა

„ქართული საქმეების ხვედრითი წილი მთლიან საქმეებში, რომელიც შედის ევროპულ სასამართლოში, განახევრდა. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, - ეს კვლავ 2012 წლამდე მომხდარი საქმეები და დისკრიმინაციის საქმეთა ჯგუფია. როდესაც ჩვენ მოვედით 2012 წელს, ამ საქმეებზე არ იყო ჩატარებული ეფექტური გამოძიება და არც კონკრეტული შედეგები იყო დამდგარი“.

სოფო კილაძე

03 ივნისი 2020, 12:39

პოლიტიკა

სოფო კილაძე: ოპოზციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა

„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე,, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე.