www.imedi.ge /  21 მაისი 2020, 17:08 / სანდო წყარო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონელ კოლეგას ესაუბრა

დავით ზალკალიანი 
ტოშიმიცუ მოტეგი

დავით ზალკალიანი
ტოშიმიცუ მოტეგი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იაპონელ კოლეგას, ტოშიმიცუ მოტეგის ესაუბრასაუბარა. საუბარი იაპონური მხარის ინიციატივით შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება გაუზიარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იაპონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

„ქართულმა მხარემ, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება იაპონიის მიერ პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, პანდემიასთან საბრძოლველად ანტივირუსული პრეპარატი „ავიგანის“ და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდების შესახებ.

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე.

მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ტურიზმის სექტორის სწრაფი რეაბილიტაციის მიმართულებით, ქართული მხარე მიესალმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების შედეგად, დაბალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში შეყვანის ფაქტს და მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში იაპონელ ტურისტებს უმასპინძლოს.

მხარეები მიესალმნენ 2019 წელს, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულებას, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უმსხვილესმა იაპონურმა „ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ“ (TEPCO) საქართვლოში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა და შპს "დარიალი ენერჯის" აქციათა 31.4% შეიძინა, რითაც ოფიციალურად ჩაერთო დარიალის ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში.

ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის საქმიანობა და ამ კონტექსტში გასულ წელს, ქვეყნებს შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იაპონელი მოხალისეების საქართველოში მოვლინებას გულისხმობს.

საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და გამოითქვა კმაყოფილება ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2020, 19:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი შს მინისტრის გადაყენებას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი კიევში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომიტინგეთა პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა შს მინისტრის პოსტზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავს

06 ივნისი 2020, 18:47

სპორტი

მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ჩემპიონი ელიზავეტა მედვეცკი 21 წლისა გარდაიცვალა

მოლდოველი სპორტსმენი, რომელიც კიშინიოვში, ერთ-ერთ კორპუსში მეთექვსმეტე სართულზე ცხოვრობდა, ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მარიო ბალოტელი

06 ივნისი 2020, 18:38

სპორტი

მარიო ბალოტელის „ბრეშამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა

სკანდალებით ცნობილ იტალიელ თავდამსხმელს მარიო ბალოტელის „ბრეშამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა, - ინფორმაციას Theguardian ავრცელებს. ამის შესახებ ბალოტელის კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ წერილობით აცნობა და განაცხადა, რომ გუნდი ერთი გზით მიდიოდა, მარიო კი მეორეთი, რის გამოც მასთან თანამშრომლობა დაასრულეს.

06 ივნისი 2020, 18:37

საზოგადოება

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციებისშემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდისგანმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდანყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ Imedinews `საქართველოს რკინიგზის~ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.

06 ივნისი 2020, 18:30

COVID19

ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსს 204 ადამიანი ემსხვერპლა, 1 557-ს კი ინფექცია დაუდასტურდა

დიდ ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 204 ადამიანი ემსხვერპლა, 1 557-ს კი ინფექცია დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 284 868 შემთხვევაა აღწერილი, 40 465 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა.

06 ივნისი 2020, 18:29

COVID19

ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 288 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 288 ათასს გადააჭარბა და 288,058 შეადგინა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ ინფიციფრების 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ესპანეთში ვირუსს 27,134 ადამიანი ემსხვერპლა.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 18:14

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შეიხ მირტაგი ასადოვს აცხადებს, უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, რას ეხებოდა კითხვები.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 18:11

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7239-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 379 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 239 შეადგინა. დაიღუპა 84 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4 024 პაციენტი.

06 ივნისი 2020, 18:08

COVID19

9 წლის კენიელი ბიჭი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს

დასავლეთ კენიაში მცხოვრები ბავშვი, 9 წლის სტივენ იამუკოტაი ქვეყნის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ დააჯილდოვა. ის ასაკით ყველაზე პატარაა იმ 68 ადამიანს შორის, ვისაც პრეზიდენტის ჯილდო გადასცეს. ბიჭმა ნახევრადმექანიკური მოწყობილობა დაამზადა. ხის კონსტრუქციის თავზე წყლის ჭურჭელი დაამაგრა და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ხელის დაბანა სურს, შეუძლია ფეხის მარტივი მოძრაობით, პედალზე ფეხის დადგმით, წყალი გამოუშვას სისტემიდან.

06 ივნისი 2020, 17:59

COVID19

სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

სომხეთში, გეღარქუნიქის პროვინციის სოფელი, ძორაგიუღი კორონავირუსის გამო ჩაიკეტება. სომხური მედიის ცნობით, შეზღუდვა 21 ივნისამდე იმოქმედებს. სოფლის ირგვლივ სპეციალური საგუშაგოები მოეწყობა. გადაწყვეტილება დღეს საღამოდან შედის ძალაში.

პირბადე აუზი

06 ივნისი 2020, 17:52

COVID19

იაპონიაში აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნეს

პირბადეები გამჭვირვალე მასალისგან არიას დამზადებული, სახის ქვედა ნაწილს ფარავს და წყალში არ ცურდება, რაც ადამიანს მისი მოხსნის გარეშე ცურვის საშუალებას აძლევს. თავდაპირველად პირბადეები ხელნაკეთი იყო. 10 ცალის ფასი კი 260 დოლარს შეადგენდა.

06 ივნისი 2020, 17:50

რეგიონი

ქუთაისში, მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ საპროტესტო აქცია გამართა

ქუთაისში მერიის შენობის წინ, მოძრაობის „შემახე ამნისტია“-ს წევრების აქცია გაიმართა. შეკრებილები ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას ითხოვენ და საპროტესტო აქციას ყველა ქალაქში აანონსებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია მოძრაობა და კამპანია სახალხო გახდეს, მოგვიანებით კი პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ.

ლიონელ მესი

06 ივნისი 2020, 17:46

სპორტი

ლიონელ მესი „ბარსელონას“ ჯგუფურ ვარჯიშს დაუბრუნდა

ორი გამოტოვებული ჯგუფური ვარჯიშის შემდეგ, „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გუნდან ერთად თამაში განაახლა. იანვარში მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ ეს მისი პირველი ვარჯიშია. 32 წლის ფეხბურთელმა 3 ივნისს „ბარსელონას“ ვარჯიშიც გამოტოვა.

ალექსანდრე ძნელაძე
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

06 ივნისი 2020, 17:39

ეკონომიკა

ალექსანდრე ძნელაძე: მალე დავიწყებთ სუბსიდირებულ იპოთეკური სესხებზე განაცხადების მიღებას

„ბიზნესი იმედზე“ ინფორმაციით, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, ერთ ადამიანს ერთზე მეტი „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ აღება შეეძლება. თუმცა, ამ სესხების ჯამური მოცულობა 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

სერენა უილიამსი და ალექსის ოჰანიანი

06 ივნისი 2020, 17:37

ტექნოლოგიები

Reddit-ის თანადამფუძნებელმა დირექტორთა საბჭო დატოვა და თავის ადგილას ფერადკანიანის დანიშვნა მოითხოვა

ოჰანიანს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მისი გადაწყვეტილება ჯორჯ ფლოიდის საქმეს უკავშირდება, თუმცა აღნიშნა, რომ Reddit-ის აქციებისგან მიღებულ მოგებას რასობრივი სიძულვილის აღმოსაფხვრელად დახარჯავს. ამ აქციის პირველი ეტაპი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, კოლინ კაპერნიკის საქველმოქმედო ფონდში Know Your Rights Camp 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა გახდა.

ახალი ზელანდია

06 ივნისი 2020, 17:32

COVID19

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით 15 დღეა, არავინ დაინფიცირებულა

ახალ ზელანდიაში უკვე 15 დღეა, კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი მაისის ბოლოსთვის გაწერეს. ჯამში აქ 1504 ადამიანი დაინფიცირდა, 22 - გარდაიცვალა. ახალი ზელანდია შეზღუდვებს 8 ივნისიდან მოხსნის.

ვინსენტ რეი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი

06 ივნისი 2020, 17:15

ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი ვინსენტ რეი: ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, ქვეყანა შეამცირებს ენერგიის იმპორტს, რაც ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია

გადაცემა „ბინესი იმედზე“ ინფორმაციით, ენერგოეფექტურობის ახალი კანონმდებლობა საჯარო დაწესებულებებსაც ეხება. 2021 წლის ივნისიდან საჯარო დაწესებულება, რომლის ფართიც 500კვ.მ. აღემატება, ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის 1 % -ის ენერგოეფექტურობა უზრუნველყოს. 2026 წლიდან კი იგივე წესი 250 კვ.მ. ფართის საჯარო დაწესებულებებისთვისაც ამოქმედდება.

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

06 ივნისი 2020, 17:11

ეკონომიკა

მ2-ის გენერალური დირექტორი: ჩვენი კომპანია 2014 წლიდან თანამედროვე ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებს იყენებს

„ეს გულისხმობს დათბუნებულ კედლებს, ენერგოეფექტურ კარ-ფანჯრებს. საბოლოო ჯამში, ეს აისახება მომხმარებლების გადასახადებზე. ჩვენი ენერგოეფექტურობა ყველა მომდევნო პროექტში იზრდება. ძალიან კარგია რომ ბაზარზე მსგავსი ტენდენცია ჩნდება და სხვა სამშენებლო კომპანიებიც იყენებენ ენერგოეფექტურ სისტემებს“,-აცხადებს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

 გიორგი აბულაშვილი
ენეგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი

06 ივნისი 2020, 17:07

ეკონომიკა

გიორგი აბულაშვილი: ენერგოეფექტურობა ენერგიის გონივრულად გამოყენებას გულისხმობს

ენერგოეფექტურობის შესახებ გასულ კვირას მიღებულ კანონს დარგის ექსპერტები ეხმაურებიან. ისინი ყურადღებას იმ სიახლეზე ამახვილებენ, რომელიც ამ მიმართულებით შენობების სერტიფიცირებას შეეხება. სავალდებულო მოთხოვნების ამოქმედებისთანავე შევა ენერგოეფექტურობის შკალა და მომხმარებელს სრული ინფორმაცია ექნება მის მიერ შეძენილი ფართის ენერგეტიკულ თვისებებზე.

დავით თვალაბეიშვილი

06 ივნისი 2020, 17:01

ეკონომიკა

დავით თვალაბეიშვილი: მომდევნო 6-7 წლის განმავლობაში სავსებით შესაძლებელია 14-15%-მდე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება

ერთსა და იმავე კლიმატურ პირობებში ევროპასთან შედარებით საქართველო 30%-ით მეტ ენერგიას მოიხმარს. ამის მიზეზი ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დაბალი მაჩვენებელია. ენერგოეფექტურობა ენერგიის რესურსის ოპტიმალური გამოყენება და მისი მაქსიმალური შეზღუდვაა, სამრეწველო თუ საყოფაცხოვრებო პროცესებში ისე, რომ არ დაზიანდეს კომფორტის დონე. პარალელურად შემცირდება ფინანსური დანახარჯი.