www.imedi.ge /  21 მაისი 2020, 18:37 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: მოქალაქეებისთვის, ვინც დაკარგა შემოსავლის წყარო, ან მისი შემოსავალი გაუარესდა, გაგრძელდება საბანკო სესხის 3 თვიანი გადავადება

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამთვიანი გადავადებით უკვე ისარგებლა და დღემდე განაგრძობს სარგებლობას ფაქტობრივად ყველა მსესხებელი, ვისაც ამის სურვილი გააჩნდა. მისი განმარტებით, ეს იყო პირველი ეტაპი და მაშინ მთავრობა, ეროვნული ბანკი და ბანკები შეთანხმდნენ ამ პოლიტიკაზე.

„ჩვენმა ეფექტურმა მუშაობამ, მათ შორის საბანკო სექტორთან და რეგულატორთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად უპრეცედენტო რამ შეგვაძლებინა. მსგავსი ტიპის გადავადების პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო აქტი. როდესაც ეს ვადა მიუახლოვდა ამოწურვას, ჩვენ განვაახლეთ დიალოგი საბანკო სექტორთან, რეგულატორთან ერთად და მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა საბანკოს სექტორის მხრიდან, კორპორატიულ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, იმიტომ რომ ეს გადავადების პროცესი საკმაოდ მძიმეა ასევე საბანკო სექტორისთვისაც“ - განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო, ან მისი შემოსავალი გაუარესდა გაგრძელდება 3 თვიანი გადავადება, ეს შეეხება მათაც, ვინც სახელმწიფოსგან იღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას.

„აქ საუბარია იმაზე, რომ თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს საბანკო სესხი და კრიზისის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო ან მისი შემოსავალი გაუარესდა იმდენად, რომ ის ვეღარ ახდენს საბანკო სესხის მომსახურებას, ამ ადამიანებისთვის გაგრძელდება 3 თვიანი გადავადება ბანკების მხრიდან და არის კიდევ მეორე კატეგორია, ადამიანები, რომლებსაც ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით და აძლევს სხვადასხვა სახის კომპენსაციას, ამ ადამიანებსაც, თუ აქვთ მათ სესხი, აქვთ საშუალება, რომ ავტომატურად ისარგებლონ მსგავსი შეთავაზებით ბანკებისგან,“- განაცხადა ბექა ლილუაშილმა.

ყველა სიახლე

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:57

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი

„მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სამართლებრივი თანამშრომლობა ევროჯასტთან, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან და ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს შედეგიანი თანამშრომლობა GRECO-სთან, გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირის რელევანტურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტებთან. სისტემური რეფორმების, გამოცდილების გაზიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, უნდა გაიზარდოს ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოების რიცხვი“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:55

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

18 ივლისი 2024, 09:43

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:40

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ მსხვერპლი ბავშვების დაცვას მეორეული ვიქტიმიზაციისგან

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან. აუცილებელია, გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

18 ივლისი 2024, 09:36

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება. პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელებულმა ტრამპმა გენერალური რეპეტიცია გაიარა. მას ღონისძიების ორგანიზატორებმა სცენა და გამოსვლის სცენარი გააცნეს. ტრამპის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, რესპუბლიკელთა ნაციონალური ყრილობის დელეგატები ყურზე დოლბანდ აფარებულები მივიდნენ. ტრამპის გამოსვლამდე პარტიის დელეგატებს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯეიმს დევიდ ვენსმა. მიმართა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:31

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

18 ივლისი 2024, 09:28

მსოფლიო

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად

სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. შემთხვევა სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ციგონგის სავაჭრო კომპლექსში მოხდა. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 300-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

18 ივლისი 2024, 09:24

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება

ისრაელის ქნესეთმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება. გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, რეზოლუციას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციაში მყოფმა პარტიებმა, ოპოზიციის მემარჯვენე პარტიებმა და ბენი განცის ცენტრისტულმა „ეროვნული ერთიანობის“ პარტიამ დაუჭირეს მხარი. საერთო ჯამში, 68 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სრულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ისრაელთან მოლაპარაკების შედეგადაც კი.

18 ივლისი 2024, 09:13

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა

დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიშში, სადაც საუბარი საქართველოსაც შეეხო.

18 ივლისი 2024, 09:10

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს. ახალი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ამავე დღეს კენჭისყრაზე დადგება. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ.

18 ივლისი 2024, 08:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️☂️

18 ივლისს ქუთაისში +36 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

18 ივლისი 2024, 08:38

საზოგადოება

საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს საკომიტეტო სხდომაზე განიხილება

საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს საკომიტეტო სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში მოტოციკლებსა და მოპედების მძღოლებს საავტობუსო ზოლით სარგებლობის უფლება მიეცემათ. მმართველ პარტიაში აცხადებენ რომ გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.

18 ივლისი 2024, 08:27

პოლიტიკა

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. გაერთიანებას შეუერთდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილიც. ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გადაქცევამ რეალური სახე აჩვენა, რომ მათ პოლიტიკური ამბიციები აქვთ, თუმცა ნულოვანი რეიტინგის გამო 26 ოქტომბერს არათუ გამარჯვების, ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ.

18 ივლისი 2024, 08:19

პოლიტიკა

ხვალ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება შემდეგ კი რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გავა. მმართველ პარტიაში კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. ცნობისთვის, პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს. დეპუტატები მესამე მოსმენით მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 08:15

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პარლამენტისადმი ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპროკურორო საბჭოს მიერ ასარჩევად პარლამენტისადმი წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ და მისი არჩევის საკითხს განიხილავენ. გიორგი გაბიტაშვილს კომიტეტის წევრები კითხვებსაც დაუსვამენ.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2024, 08:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. მთავრობის მეთაურს სამიტზე ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 02:30

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 01:33

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოში წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

18 ივლისი 2024, 01:30

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 01:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.