22 მაისი 2020, 14:25 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ჰქონდა ყველა ტიპის ბერკეტი, მაგრამ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ზომას, რომელიც მან არადანიშნულებისამებრ გამოიყენა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩვენი გუნდი გაუგებრად თვლის და პირადად მე, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ. ეჭვი მთავრობაზე, რომ თითქოს ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტრში მიიღება, თურმე მთავრობის მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაც ტიპის ხელისუფლების უზურპაციისთვის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და უპასუხისმგებლო განცხადებაა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჰქონდა ყველა ტიპის ბერკეტი, მაგრამ თქვენ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ზომას, რომელიც მთვრობამ არადანიშნულებისამებრ გამოიყენა ან ისე, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები, ან - არ იყო ორიენტირებული ადამიანზე ზრუნვაზე. ეს მოახერხა სწორედ მთავრობამ, რომელიც დღეს ქვეყანას ჰყავს, პრემიერის ხელმძღვანელობით, საგანგებო მდგომარეობა მაქსიმალურად მოზომილად, ფრთხილად გამოიყენა. დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს. ის ბერკეტები, რომლებიც მთავრობას მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებით ექნება, ახლოსაც ვერ მივა იმ ბერკეტებთან, რომლებიც ჩვენ გვქონდა საგანგებო მდგომარეობისას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

უწყების პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოსახლეობას არ არიდებს პასუხისმგებლობას, დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი წესები.

„საქართველოში ვირუსი დამარცხებული არაა. მიუხედავად საგანგებო მდომარეობის ვადის ამოწურვისა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოვეშვათ და არ დავიცვათ პრევენციული ზომები, რომლებიც შემოდგომაზე თავიდან აგვაცილებს იმ ე.წ. „მეორე ტალღას“, რომელსაც ეპიდემიოლოგები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ - ყველა ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით ელიან. ის უფრო მსუბუქი პერიოდი, რომელიც, საბედნიეროდ, მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ ყველას გვექნება ივნისში, ივლისსა და აგვისტოში - ცხოვრების უფრო მსუბუქი რეჟიმი, არ ნიშნავს იმას, რომ წესები არ უნდა დავიცვათ და თავშეყრის ადგილებში პირბადე უნდა მოვიცილოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ შედეგად შემოდგომაზე არ მივიღოთ ის, რაც, ძალისხმევის შედეგად, თავიდან ავიცილეთ გაზაფხულზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია იყენებს სიძულვილის ენას - ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი

„საერთო სურათი იცით როგორია, ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, პროგრამები თითოეული მინუციპალიტეტისთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ეს ხდება ტელევიზიაში და ამას ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 16:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:10

COVID19

შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ერთდროულად

გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას პროვოკაციაზე: ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს არჩევნები. რაც შეეხება გამოხმაურებებს, სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე. - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის მისამართით დაგეგმილ პროვოკაციაზე.

24 სექტემბერი 2021, 16:04

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დასაქმების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგაა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

„დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი“, რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი“. საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ „სინოვაკი“. ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი“ შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია „კოკაინზე“ გახარიამ თავად წამოიწყო

„ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა“,- განაცხადა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:45

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება

„რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმული ტარიღისთვის დაიწყება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს

„მაგრამ, დელტა ისეთი ვერაგი შტამი აღმოჩნდა, რომ მოსახლოების 60%-ის აცრაც არ არისსაკმარისი. ვაქცინების მარაგი საკმარისია და ამიტომ აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სექტემბრის ბოლო ერთი კვირა და ოქტომბერი-ნოებერი ვაქცინაციისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საერთო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია

„საერთო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანი განსხვავებები არის რეგიონებში, შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე თუნდაც კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, უნდა იყოს ადეკვატური ასევე რეგიონების ჭრილში. ყველა სამსახური, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სსიპ მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნა, რათა შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:32

COVID19

შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს. რას ამბობს მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უწყების დავალებით, შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი

„ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული

„არცერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:14

სპორტი

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

24 სექტემბერი 2021, 15:12

მსოფლიო

ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ნიგერიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც, კადუნის შტატში, 100-ზე მეტი მოსწავლის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი იმ 50 პირს შორის არიან, რომელთაც ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებას ედავებიან. ეჭვმიტანილები სხვადასხვა დაჯგუფების წევრები არიან.

24 სექტემბერი 2021, 14:51

ეკონომიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.

ნიკა ობოლაძე

24 სექტემბერი 2021, 14:47

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან

„ნიკა მელიამ შეკითხვა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომ სახე გადაუხსნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა და მისმა შვილმა ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს მმართველი პარტია და რატომ აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას. ამ შეკითხვის გაგონებისას შეშინებული კობახიძე გაიქცა. შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან და ეს მან თავადაც აღიარა. პირადად თუ შევხვდები კობახიძეს, მეც აუცილებლად ვკითხავ, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენს მხარდამჭერს სახე გადაუხსნეს. ზოგადად, მთელი ქართული ოცნება სიტყვიერი დაპირისპირების გარდა არაფერსაკეთებს“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მიტჩ მაკკონელი

24 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი: მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის

მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის, - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

24 სექტემბერი 2021, 14:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.