IMEDI /  25 მაისი 2020, 18:11 / სანდო წყარო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები განიხილეს

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე, სსიპ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან რაზმაძემ წარადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოებასა და იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს საბჭოში გასაჩივრების მექანიზმი, განხილვის წესი და განმხილველი ორგანოს სამართლებრივი საფუძვლები.

სხდომაზე, პირველი მოსმენით, თანმდევ საკთხებთან ერთად განიხილეს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან აგრეთვე, მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. კანონპროექტის საფუძველზე ასევე, განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.

„საქართველოში კაპიტალის ბაზარი არის ადრეული განვითარების ეტაპზე და განვითარებული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის საინვესტიციო ფონდები. საინვესტიციო ფონდი ეს არის როგორც კოლექტიური დაზოგვის ახალი დივერსიფიცირებული ინსტრუმენტი ასევე, კომპანიებისა და კერძო სექტორისთვის საინვესტიციო სახსრების მოზიდვისთვის ახალი დივერსიფიცირებული მიმართულება“, - განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონის მიღება აუცილებელია საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისთვის, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეულ დებულებების დაზუსტებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის.

„ცვლილებები მომზადებული არის საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებით, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ღირებულების გადასახადის სრულ ჰარმონიზებას ევროკავშირის დღგ-ს დირექტივასთან. ცვლილებებით, ჩვენ ვასრულებთ როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო მიმართულებით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას და ამ კანონის მიღების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო, საბაჟო კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, ცვლილებებით შესაძლებლობა ჩნდება, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული არის კონკრეტულად ამ გადასახადთან მიმართებაში - მოხდეს მისი დანერგვა შიდა კანონმდებლობაში, რაც კიდევ უფრო მეტ სანდოობას და სტაბილურ ბიზნესგარემოს უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, მათ დახვდებათ ზუსტად ის კანონმდებლობა რა კანონმდებლობითაც დღგ-ს მიმართულებით ოპერირებენ საკუთარ ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მეტ დაცულობას სძენს მათ საქართველოში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხიხლული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2021, 14:31

საზოგადოება

ხატია წილოსანი დასუფთავების აქციაში ჩაერთო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა შვედეთის განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების“ მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 სექტემბერი 2021, 14:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ომბუდსმენის ინსტიტუტი, არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ

ეს განცხადება, რომელიც არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, არცერთ ფაქტს და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადების გამეორებაა, კიდე ერთხელ ხაზს უსვამს რომ ეს ინსტიტუცია კარგავს ობიექტურად აღქმის საფუძველს ჩვენს მოქალაქეებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გუკა რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 14:14

სამართალი

გუკა რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმის დასრულებაზე: მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა

„დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი იყო. საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა”, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

17 სექტემბერი 2021, 14:08

ეკონომიკა

,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს’’ - სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

პალატოს ცნობით, კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით. კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა.

17 სექტემბერი 2021, 14:04

მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ Google და Apple კრემლის მხრიდან ზეწოლას დაემორჩილნენ

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტები Google-სა და Apple-ს კრემლის ზეწოლის წინაშე დათმობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

17 სექტემბერი 2021, 13:57

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით რეალური მშპ 12.7 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში 29.9 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა ყოველთვიური შეფასებების საფუძველზე დაანგარიშებულ აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, რაც ყოველთვიური დაანგარიშების მეთოდოლოგიის მაღალ სიზუსტეზე მიუთითებს,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

17 სექტემბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტებს ზედაპირულად, მშრალად აფასებს და ვერ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს აღწერს, ხასიათდება გარკვეული ტენდენციურობით და ატარებს მიკერძოებულ ხასიათს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

17 სექტემბერი 2021, 13:52

სამართალი

ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. არიან დაშავებულები

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამუცხადეს, ავარიის შედეგად 4 მგზავრია დაშავებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

17 სექტემბერი 2021, 13:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ISFED-ის ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მოკლებულია მტკიცებულებით გამყარებულ დასაბუთებას

ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს ანგარიში შეიცავს მთელ რიგ სახეცვლილ და მტკიცებულებების გარეშე არსებულ ინფორმაციას, ამასთანავე, ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მოკლებულია მტკიცებულებით გამყარებულ დასაბუთებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

17 სექტემბერი 2021, 13:44

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესისადმი

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის ეროვნული პროდუქტი, რეალურ ფასებში, ორნიშნა მაჩვენებლით აღემატება არა მხოლოდ წინა წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიამდელი 2019 წლის აბსოლუტურ მოცულობასაც (+13.9%). ორნიშნა ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან ფიქსირდება 2021 წლის პირველ ნახევარშიც (+12.5%) და იანვარ-ივლისშიც (+12.2%).

17 სექტემბერი 2021, 13:37

პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

სამართალი

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ: ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა

„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი არჩევნების შემდეგ მიიღებს

„დღეს კომიტეტი განიხილავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იცით, რომ ეს ფორმალური ნაწილია, რომელიც ავალდებულებს კომიტეტს, რომ განიხილოს ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ეს გახლავთ პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ. იცით, რომ არჩევნებამდე არ ვაპირებთ შეკრებას, იქნება შემდეგ სხდომა და პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 13:27

სპორტი

თეა წულუკიანი: ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ქართული სპორტის მუზეუმი

ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

17 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

ისრაელში ჩატარებული კვლევა: ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, ხუთი თვის წინ მიიღეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:17

სამართალი

მაია რჩეულიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაგზავნის შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მაია რჩეულიშვილი 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.

17 სექტემბერი 2021, 13:16

ეკონომიკა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, საქართველოს მასშტაბით 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩივრა ოზურგეთის მოქმედი მერის ქმედება - სამსახურეობრივი ნიშნით შეხვედრა თანამშრომლებთან

არსებობს ორი მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მერი არ იყო, მათ შორის ოზურგეთი, სადაც იცით რომ იქ მოქმედი მერი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, - ასე უპასუხა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის შეკითხვას, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

17 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საია-ს შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ, მონიტორინგის მიმდინარეობისას, რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა

საია-ს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ მონიტორინგის მიმდინარეობისას ვერ აღმოაჩინა რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანალიზში ვკითხულობთ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერი იყო, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას

„მან ყველაზე კარგად იცის როგორც შს მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, რა ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს ამ ბიუროს, მათ შორის ამ ქვეყანაში გამოძიების წარმოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა და რამდენად არასახელმწიფოებრივია, როცა ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას. დანარჩენი მნიშვნელოვანიც აღარაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.