IMEDI /  26 მაისი 2020, 16:25 / სანდო წყარო

რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

საქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.

პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები - გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან.

„რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება“, - განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია.

რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

„ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცე-სპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით“, - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

მისი თქმით, მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის.

საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ განსაზღვრული 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია:

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
  • განათლებისა და მეცნიერების;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
  • ევროპასთან ინტეგრაციის;
  • თავდაცვისა და უშიშროების;
  • იურიდიულ საკითხთა;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
  • საგარეო ურთიერთობათა;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების;
  • საფინანსო-საბიუჯეტო;
  • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს, რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

05 ივლისი 2020, 10:34

მსოფლიო

აშშ-ში დემონსტრანტებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. შემთხვევის ადგილზე, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო შეკრებილი. მას შემდეგ, რაც ძეგლი ჩამოაგდეს, ის ნაწილებად დაიშალა.

ბაიერნი

05 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

გერმანიის საფეხბურთო თასი „ბაიერნმა“ მოიგო

გერმანიის საფეხბურთო თასის გამარჯვებული „ბაიერნი“ გახდა. ფინალში მიუნხენელებმა „ლევერკუზენი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეოცედ მოიგეს.

05 ივლისი 2020, 10:27

სამართალი

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის მიერ აქტივისტის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა.

შსს

05 ივლისი 2020, 10:24

სამართალი

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 5 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 ივლისი 2020, 10:22

თავდაცვა

კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

05 ივლისი 2020, 10:08

თავდაცვა

კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

პიტერ სიიარტო

05 ივლისი 2020, 09:58

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს, პანდემიის შემდეგ, პირველი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა

6 ივლისს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

05 ივლისი 2020, 09:54

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალ კორონავირუსს კიდევ 4 314 ადამიანი ემსხვერპლა

​​​​​​​გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 314 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ უკვე 532 686 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 181 650 ადამიანს დაუსვეს. 59,316 ადამიანის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.

05 ივლისი 2020, 09:53

საზოგადოება

ხვალიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება

6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ფოთისა და ოზურგეთის კოლეჯებს ეწვია და პირადად გაეცნო რამდენად შესაბამისობაშია სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან.

05 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

პარიზში ლგბტ აქტივისტებმა რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გამართეს

​​​​​​​პარიზში ლგბტ აქტივისტებმა რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობა გამართეს. საფრანგეთის დედაქალაქში მარტში პრაიდი უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო, ის ნოემბრამდე გადაიდო.

05 ივლისი 2020, 09:32

მსოფლიო

სომალიში ალ-შაბაბის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

​​​​​​​სამხრეთ სომალიში, ქალაქ ბაიდოაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ალ-შაბაბის“ წევრები თავს დაესხნენ. შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ჯარისკაცებსა და საგადასახადო ორგანოს იმ წარმომადგენლებზე თავდასხმა იყო, რომლებიც რესტორანში შეხვედრას მართავდნენ.

05 ივლისი 2020, 09:19

COVID19

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით კიდევ 6 914 ადამიანი დაინფიცირდა, 523 კი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 252 165-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30,366-ს გაუტოლდა.

კანიე უესტი

05 ივლისი 2020, 09:07

მსოფლიო

კანიე უესტი: კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად

მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად, - წერს ამერიკელი რეპერი კანიე უესტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, -წერს რეპერი.

05 ივლისი 2020, 08:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 200-ს გადააჭარბა

​​​​​​​თურქეთში ახალი კორონავირუსის ინფექციით უკვე 5 206 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აქ ვირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ვირუსი 204 610 ადამიანს დაუდგინდა, 179 492-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ერლ კამერონი

05 ივლისი 2020, 08:47

მსოფლიო

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი გარდაიცვალა

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი 102 წლისა გარდაიცვალა. მსახიობი 1917 წლის 8 აგვისტოს ბერმუდში დაიბადა. სიცოცხლის ბოლო წლები კი ქალაქ კენილვორტში, მეუღლესთან ერთად გაატარა. ოჯახის წევრების თქმით, მსახიობი ძილისას გარდაიცვალა.

05 ივლისი 2020, 08:34

მსოფლიო

ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მისი ჩაქრობა მეხანძრეებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. ცეცხლი 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე 32 სახანძრო ეკიპაჟი და 160-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული.

05 ივლისი 2020, 08:17

COVID19

ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდა

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიeქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

05 ივლისი 2020, 08:03

მსოფლიო

პარიზის სასამართლომ ფრანგ ჯიჰადისტს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

​​​​​​​პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს, ტაილერ ვილუსს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისას, სირიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის 30 წლით მიუსაჯა პატიმრობა. ვილუსს ბრალი 2013-2015 წლებში ტერორისტული ჯგუფის წევრობაში, ISIS-ის მებრძოლთა ჯგუფის ლიდერობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში დასდეს.

05 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში, მაიამიში უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა

აშშ-ში, მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა. ამის შესახებ mirror წერს.