imedi /  26 მაისი 2020, 19:52 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას შექმნის. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტის საქართველოს კეთილდღეობა იქნება და არა პარტიული ინტერესები.

„დღეს, 2020 წლის 26 მაისია და მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, შევქმნა პოლიტიკური პარტია. არა კიდევ ერთი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. პარტია, რომლის გარჯითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი. იამაყებდა მერაბ კოსტავა! მალე ვქმნი პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო“, - წერს ელისაშვილი.

ყველა სიახლე

რომან გოცირიძე

16 ივლისი 2020, 20:22

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: რუსეთის საგარეოს განცხადება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ, საკუთარი მორჩილი პოზიციის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დამამცირებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს განცხადება არის ცინიკური. „ეს დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი, ასეთი ლოიალური და მორჩილი პოზიციის გამო“-აღნიშნა გოცირიძემ.

16 ივლისი 2020, 20:13

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მიწის დეგრადაციისა და აგრო-ნარჩენების გადაწვაზე, ხანძრებისა და მათი პრევენციის საკითხებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

მიწის დეგრადაცია და აგრო-ნარჩენების გადაწვა, ხანძრები და მათი პრევენცია - ამ საკითხებზე გაიმართა საკომიტეტო მოსმენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენას, კანონმდებლებთან ერთად აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები, და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ვახტანგ კალოიანი

16 ივლისი 2020, 20:11

COVID19

ვახტანგ კალოიანი: ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის კვლევის პირველი ეტაპი წარმატებულია

ვაქცინასთან მიმართებაში გარკვეული სიახლეები არის. ამერიკულმა კომპანიამ ის უკვე ადამიანებზე გამოსცადა, კვლევამ 2 ფაზა წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

16 ივლისი 2020, 20:09

COVID19

ისრაელში ყოველი კვირის ბოლოს კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

კორონავირუსის შეკავების მიზნით ისრაელის მთავრობა ყოველი კვირის ბოლოს კარანტინის ამოქმედებაზე შეთანხმდა.

16 ივლისი 2020, 20:06

სამართალი

შსს-ში შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე გამოიკითხა

როგორც მან მედიასთან თქვა, შსს-ს მასთან კითხვები სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდა. „სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები”,-აღნიშნა მარიამ ხატისკაცმა.

16 ივლისი 2020, 19:40

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

16 ივლისი 2020, 19:30

საზოგადოება

გიორგი გაჩეჩილაძე დენდროლოგიურ პარკზე: ეს არის უნიკალური და იშვიათი ობიექტი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმეა

„პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის წინააღმდეგ, იმ ხეების გადმოტანის წინააღმდეგი კი არ იყო, არამედ არ უნდოდათ, რომ საქართველოში ასეთი უნიკალური პროექტი შექმნილიყო. ბოტანიკური ბაღები, ასეთი სპეციფიკური საქართველოში სულ ექვსია და ყველა ბიძინა ივანიშვილის მიერაა რეაბილიტირებული“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

16 ივლისი 2020, 19:29

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში დიდ კორონავირუსით 641 ადამიანი დაინფიცირდა, 66 პაციენტი კი გარდაიცვალა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 292 552 ადამიანი დაავადდა, 45 119 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დიმიტრი პესკოვი

16 ივლისი 2020, 19:20

COVID19

დიმიტრი პესკოვი: რუსეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობებთან კავშირი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოფიციალური ლონდონის ბრალდებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ.

დასეტყვილი ვენახი კახეთში

16 ივლისი 2020, 19:04

რეგიონი

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე უახლოეს პერიოდში მთავრობა იმსჯელებს

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფორმაზე უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა იმსჯელებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას კონკრეტულ ინფორმაციას ადგილზე შეაჯამებს და გაუგზავნის.

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:54

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, თვისობრივად განსხვავდება წინა პერიოდებისგან

დღევანდელი კონტექსტი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა თვისობრივად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც არსებობდა, თუნდაც 5 წლის წინ, ან თუნდაც შარშან და ეს განსხვავება რამდენიმე არსებით მომენტში გამოიხატება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ვაგიფ დარგიახლი

16 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთი გააფრთხილეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიში შეუძლიათ მიიტანონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე.

16 ივლისი 2020, 18:51

ეკონომიკა

სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80,883,700 ლარი გასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი

16 ივლისი 2020, 18:44

სამართალი

გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით წარდგა

გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგა. მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს ის მტკიცებულებები, რომელიც საქმის მიმდინარეობისას გამოიკვლიეს. ასევე, ცნობის სახით წარმოადგინეს გამომძიებელ გიგა დარსაველიძის ტელეფონის ამონაწერის ოქმი, რომლის შემთხვევის ადგილზე ყოფნასაც დაცვის მხარე სადაოდ ხდიდა.

16 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე სპორტული მოედანი განახლდა

საბურთალოს რაიონში ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.

უჩა სეთური

16 ივლისი 2020, 18:25

ეკონომიკა

უჩა სეთური: კანონში ცვლილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ბაზარზე კონკურენციას გაამარტივებს

კანონში ცვლილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გაამარტივებს კონკურენციას ბაზარზე, - ამის შესახებ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. სეთური მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

16 ივლისი 2020, 18:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი: რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით მიუღებელია.

ვიქტორ ყიფიანი

16 ივლისი 2020, 18:24

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონსერვაციას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

ჩვენი სამეზობლო მდგომარეობიდან გამომდინარე და მეორე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სომხური და აზერბაიჯანული ეთნოსი, ცხადია ნეიტრალური ამ ვითარებისადმი და მოვლენებისადმი ვერ დავრჩებით, მაგრამ ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავხტეთ, გავერიოთ და ჩავერიოთ, ეს პირველ რიგში ნიშნავს ჰუმანიტარულ თანაგრძნობას და მაქსიმალურ ხელშეწყობას რამდენად ჩვენ, უშუალოდ მეზობელს შეგვიძლია რომ ამ კონფლიქტის კონსერვაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შეფასებისას განაცხადა.

16 ივლისი 2020, 18:23

COVID19

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. სია, რომელიც 14 ქვეყანას ითვლიდა, 12-მდე შემცირდა. კერძოდ, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.

ზვიად შალამბერიძე

16 ივლისი 2020, 18:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება. როგორც ზვიად შალამბერიძემ „მაესტრო რეგიონების“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს. „დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა,