imedi /  27 მაისი 2020, 23:17 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაგიტარათ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა.

მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა.

„სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ.

„ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიციის უსაგნო კრიტიკა სამი თვის განმავლობაში ისმოდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად.

„პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების“ კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულდა.

„ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ყველა სიახლე

ზაალ უდუმაშვილი

07 ივლისი 2020, 17:10

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ვართ ერთობის მომხრე და ამ შეთანხმებას დავიცავთ

ჩვენ ვართ ერთობის მომხრე, არა მხოლოდ „ძალა ერთობაშიას“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ფარგლებში და ჩვენ ამ შეთანხმებას დავიცავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 17:08

სპორტი

თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა წყალბურთელებმა ვარჯიში განაახლეს

თითქმის ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ქართველმა წყალბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. თბილისის „დინამომ“, რომლის ძირითად ბირთვს ეროვნული ნაკრების წევრები წარმოადგენენ, დღეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, გელა ტუკვაძის ხელმძღვანელობით ივარჯიშა. საწყის ეტაპზე აქცენტი უბურთოდ ვარჯიშზე კეთდება და წვრთნები რეგულაციების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. აგვისტოში საქართველოს ჩემპიონატი პლეი-ოფის შეხვედრებით გაგრძელდება. ნოემბრიდან კი თბილისის „დინამო“ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.

ზაალ უდუმაშვილი

07 ივლისი 2020, 17:05

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი ჩარკვიანის კანდიდატურაზე: ჩვენთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი თაკო ჩარკვიანის, „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატურას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა.

07 ივლისი 2020, 17:00

საზოგადოება

„ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა

„მენტალ ჰაბი“ მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.

07 ივლისი 2020, 16:59

ეკონომიკა

გლდანის მე-8 მიკრორაიონის მე-17 კორპუსში წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.

07 ივლისი 2020, 16:51

საზოგადოება

კელი დეგნანი გორში იმყოფება

გორს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სტუმრობს. დიპლომატმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის, ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელის შენობის რეაბილიტაციაც USAID-ის პროექტის „ზრდა“-ს დახმარებით გასულ წელს განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 16:49

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსი კიდევ 2 637 ადამიანს დაუდგინდა, 200 კი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. შედეგად, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 245 688-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 931-ს გაუტოლდა.

ევო მორალესი

07 ივლისი 2020, 16:49

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტი ევო მორალესი ტერორიზმში დაადანაშაულეს

როგორც უწყებაში აცხადებენ, გასულ წელს თანამდებობიდან გადადგომისა და საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ, მორალესი თავის მხარდამჭერებს უკანონო საქმიანობისკენ მოუწოდებდა. ამის მაგალითად პროკურატურად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც ექსპრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას თითქოს თავის მომხრეებს ბოლივიის რამდენიმე ქალაქისთვის საკვების მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ტომ ჰენქსი

07 ივლისი 2020, 16:49

კულტურა

ტომ ჰენქსმა განაცხადა, რომ პატივს არ სცემს მათ, ვინც პირბადეს არ ატარებს

„არ მესმის, უბრალოდ, არ მესმის. ეს ხომ ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ პირბადეს არ ატარებთ, არ იბანთ ხელს, არ იცავთ სოციალურ დისტანციას, მაშინ პატივს არ გცემთ. თქვენ არგუმენტებს არ ვიზიარებ“, - განაცხადა მსახიობმა.

კოლექტიური იმუნიტეტი

07 ივლისი 2020, 16:45

COVID19

ესპანეთში გამოკვლეულ 60 ათას ადამიანს შორის ანტისხეულები მხოლოდ 5%-ს აღმოაჩნდა

ესპანეთში 60 ათასი ადამიანის გამოკვლევის შედეგად კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მხოლოდ 5%-ს აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზღვისპირა რეგიონებში ანტისხეულების გავრცელება 3%-ზე დაბალი იყო.

07 ივლისი 2020, 16:38

სპორტი

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის გადადებული შეხვედრა სავარაუდოდ 31 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის გადადებული შეხვედრა სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას რუსეთის რაგბის კავშირის დირექტორი სერგეი მარკოვი ავრცელებს, რომელიც ამავდროულად „რაგბი ევროპის“ წევრიცაა. ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილია სხდომა, სადაც „რაგბი ევროპის“ მატჩების გამართვის საბოლოო თარიღები დადგინდება. 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატში ქართველ მორაგბეებს ჩემპიონის ტიტული უკვე გარანტირებული აქვთ, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგეს და უშუალო კონკურენტებს 10 ქულით უსწრებენ. რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხებას უკვე ზედიზედ 18 თამაშია ვერ ახერხებს.

ბექა ფერაძე

07 ივლისი 2020, 16:34

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე შემოწმების მიზნით 7 აუზი და 9 ფიტნეს ცენტრია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროში შემოწმების თაობაზე 7 აუზი და 9 ფიტნეს ცენტრია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაციიდან დაახლოებით 2 დღეში ყველა ობიექტზე ინსპექტირება განხორციელდება. 10 დღეში ერთხელ აუზებს დამატებითი კვლევების ვალდებულებაც ექნებათ. დარღვევის შემთხვევაში კი სანქცია 10 000 ლარი იქნება.

გურამ გიორბელიძე

07 ივლისი 2020, 16:31

სპორტი

გორის „დილას“ ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

გორის „დილას“ ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. 24 წლის მარცხენა მცველმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, 2022 წლის ზაფხულში ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი

07 ივლისი 2020, 16:27

ტაბლოიდი

პრინცები უილიამი და ჰარი პრინცესა დიანას მემორიალური ფონდის შემოსავლების გაყოფაზე შეთანხმდნენ

შესაბამის შეთანხმება პრინცების ფონდებს შორის გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, კემბრიჯის ჰერცოგის ფონდი პრინცესა დიანას ფონდის შემოსავლის ნახევარს სასექსის ჰერცოგის ფონდში გადარიცხვას.

07 ივლისი 2020, 16:21

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 64 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 199 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 64 003-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 436 პაციენტი გარდაიცვალა, 51 120კი გამოჯანმრთელდა. 2 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი დაამარცხეს.

ანიეს კალამარი

07 ივლისი 2020, 16:19

მსოფლიო

გაეროს სპეცმომხსენებელმა ყასემ სულეიმანის მკვლელობას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა

გაეროს სპეცმომხსენებლის, ანიეს კალამარის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის კვლელობა საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

მირიან ნიკოლაძე

07 ივლისი 2020, 16:14

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში

„გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმედღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა“, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძა ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

რიონში მაშველები

07 ივლისი 2020, 16:10

სამართალი

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკა.

07 ივლისი 2020, 16:08

სპორტი

ჰოკეის ეროვნული ლიგის სეზონი სტენლის თასის პლეიოფით 1-ელ აგვისტოს განახლდება

ჰოკეის ეროვნული ლიგის სეზონი სტენლის თასის პლეიოფით 1-ელ აგვისტოს განახლდება, სადაც 24 კლუბი იბრძოლებს. ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა სეზონის განახლების პროტოკოლი გამოაქვეყნა. 13 ივლისს კლუბებში საწრთვნელო ბანაკები გაიხსნება. 26 ივლისს გუნდები გაემგზავრებიან ქალაქებში, სადაც პლეი ოფის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, 1-ელ აგვისტოს კი საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება.

მარიამ ჯაში

07 ივლისი 2020, 16:07

პოლიტიკა

მარიამ ჯაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ანტიკონსტიტუციურ კანონს ვერასდროს დავუჭერთ მხარს

პირველ ეტაპზეც აღნიშნული კანონპროექტი მიგვაჩნდა ანტიკონსტიტუციურად ბუნებრივია, ეს მთავარი მოცემულობა არ შეცვლილა. ვერც ერთი დეპუტატი, რომელიც სამართლებრივად სწორი პოზიციიდან მიუდგება ამ საკითხს, ვერ დაუჭერს მხარს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ჭარბი ძალაუფლების გადაცემას საკმაოდ სენსიტიურ, წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდოამრემ, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.