imedi /  29 მაისი 2020, 12:22 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი GORBI-ის კვლევაზე: შედეგები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამ კვლევიდან გამომდინარე არ უნდა მოვეშვათ

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

კვლევების შედეგები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამ კვლევებიდან გამომდინარე ადვილად არ უნდა მოვეშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკას“, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე სწორი რაც ჩვენმა გუნდმა გამოაჩინა, ეს იყო სიტუაციასთან ადეკვატურობა. რითაც ამ გამოწვევას გავუმკლავდით. ჩვენი მთავარი ხაზი ყოველთვის იყო, რომ პრობლემებს არასდროს გავურბივართ, ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. 12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა - ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

გორბის მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2020, 21:48

COVID19

საბერძნეთმა საქართველოსა და კიდევ 13 ქვეყანას საზღვრები გაუხსნა

საბერძნეთმა საქართველოსა და კიდევ 13 ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa.info ავრცელებს.

გიგლა ბარამიძე

09 ივლისი 2020, 21:38

პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე სააკაშვილს: ამდენ ბაქიბუქს თუ თავი გაქვს ჩამოდი

„მაგრამ არა, როდესაც ტკბილი ცხოვრებისთვის, უცხოეთში ყოფნისთვის მზად ხარ, შენი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა, რა კომენტარი გავაკეთო დანარჩენზე“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ირაკლი ბერაია

09 ივლისი 2020, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა

აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია საკითხების პოლიტიზებას ცდილობს და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გაჯერებულ მესიჯბოქსებს აწვდის ჩვენს ამერიკელი პარტნიორებს. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ამერიკის კანონმდებლობაში შენარჩუნდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ჩანაწერები, რაც პირველად გაჩნდა ამერიკის კანონმდებლობაში, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სამწუხაროდ, ამის პარალელურად დესტრუქციული ოპოზიცია საკითხების პოლიტიზებას ცდილობს და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული მესიჯბოქსების მიწოდებას ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დავით ბაქრაძე

09 ივლისი 2020, 21:08

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ჩვენი პარტნიორები რეალურად ასახავენ იმ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ხარისხს, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გააჩნიათ

ეს არის განმარტებითი მოხსენება, რომელიც არც საკანონმდებლო აქტია, არც კანონქვემდებარე, მას არც არავინ აწერს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ, „ქრონიკასთან“ საუბრისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის პირველადი, პროექტამდე საკითხთა ნუსხა, რომლის განხილვა კონგრესმენთა დიდმა ნაწილმა სცადა. თუმცა ჩვენ ვნახეთ პირველ პროექტშივე უარყოფილია ის რამდენიმე პუნქტი. ქვეკომიტეტის შემდგომ კიდევ 6-7 ეტაპი აქვს გასავლელი და დარწმუნებული ვართ, რომ იმ ტექსტის აუცილებლობაც არ დადგება საბოლოო ჯამში და ჩვენი პარტნიორები რეალურად ასახავენ იმ სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ხარისხს, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გააჩნიათ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

09 ივლისი 2020, 21:03

პოლიტიკა

ასლან ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელობისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას არ ვითხოვთ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას არ ითხოვს“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ 3 ივლისს სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

09 ივლისი 2020, 20:58

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები დასახელდა

ბიზნეს-სკოლა IESE-მ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქალაქების რეიტინგი Cities in Motion Index (CIMI) გამოაქვეყნა. სიის ლიდერი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი გახდა. მეორე ადგილს ნიუ-იორკი იკავებს, მესამე ადგილზე კი პარიზი მოხვდა. ათეულში ასევე არიან ტოკიო, რეიკიავიკი, კოპენჰაგენი, ბერლინი, ამსტერდამი, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

ლევან კარანაძე

09 ივლისი 2020, 20:40

ეკონომიკა

ლევან კარანაძე: მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, Lufthansa შეძლებს, თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნხენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრ]ო ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 20:40

მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო.

ამირან სალუქვაძე

09 ივლისი 2020, 20:34

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: მნიშვნელოვანია კეზერაშვილის საქმიანობის შესწავლა თავდაცვის სამინისტროში ყოფნის დროს

არაფრის მქონე პიროვნება მოდის საჯარო სამსახურში და საჯარო სამსახურის მერე, რამდენიმე თანამდებობის გამოცვლიდან არის ოფიციალური მილიარდერი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 20:32

სპორტი

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა

ყველა მათგანი, ვისაც ვირუსი დაუდგინდა, ამჟამად იზოლაციაშია და მათ პროტოკოლის წესის სრული დაცვით, 14 დღის განმავლობაში მოუწევთ კარანტინში ყოფნა. შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატში, "ლესტერ ტაიგერსში" საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი თამაშობს.

09 ივლისი 2020, 20:27

საზოგადოება

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი, - ამის იშესახებ ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 20:08

თავდაცვა

თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმელით. თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა. უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ბათინკები ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული.

09 ივლისი 2020, 20:02

საზოგადოება

ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა

სესიის - „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.

09 ივლისი 2020, 19:57

პოლიტიკა

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად მაქსიმუმ 261 000 ევრო (ეკვივალენტი ლარში) დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ​​​​​​​

გია აბაშიძე

09 ივლისი 2020, 19:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვერც „ფრონტერას“ და ვერც შალიკოს „ფანჩატურელების“ მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას

„ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, განხილვის საწყის ეტაპზე. ცალკეული კონგრესმენების აქტივობა ლობისტების მეშვეობით განწირულია ფიასკოსათვის. მარტივად - რასაც კრიმინალური ნაცოპოზიცია ამბობს, პირიქითაა. ეს არის და ეს. მათ ამინდის პროგნოზიც არ დაეჯერებათ. ვერც "ფრონტერას" და ვერც შალიკოს "ფანჩატურელების" მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“,- წერს გია აბაშიძე.

პაკ ვონ სუნი

09 ივლისი 2020, 19:55

მსოფლიო

პოლიციამ სეულის გაუჩინარებული მერი გარდაცვლილი იპოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის მერი, რომელიც დღეს გაუჩინარდა, პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, იგი სეულის ერთ-ერთ პარკში აღმოაჩინეს. საქმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ენტონი ფაუჩი

09 ივლისი 2020, 19:47

COVID19

ენტონი ფაუჩი: რატომ საუბრობთ მეორე ტალღაზე? ჯერ კიდევ პირველი ტალღიდან არ გამოვსულვართ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ კორონავირუსის პირველი ტალღიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.

ლევან ნიკოლეიშვილი

09 ივლისი 2020, 19:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციას: აშშ-ის მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან, თუ რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ, თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ბოლოდროინდელი განცხადებების გამო ოპოზიციას აკრიტიკებს.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:21

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტების მშობლებს: გვესმის, რომ მათთვის გულშემატკივრობა წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მაგრამ გთხოვთ, საგამოცდო სივრცესთან მისვლისგან თავი შეიკავოთ

ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მივმართო აბიტურიენტების ოჯახებს და გულშემატკივრებს - გვინდა გვენდოთ და იცოდეთ, რომ ის გარემო, რომელიც მათთვისაა შექმნილი, ყველანაირად უზრუნველყოფილია, რომ ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:16

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტი მაქსიმალური ოდენობით აქვს განსაზღვრული

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ის აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეგისტრაცია და ის აბიტურიენტებიც, რომლებიც ვერ მოახერხებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, ფიზიკურად გადმოსვლას და საგამოცდო პროცესში ჩართულობას, წელს გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.