29 მაისი 2020, 13:05 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

მედპერსონლის ლანძღვით ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები მედპერსონალს ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და კომპანია ,,გორბის” მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმიანება.

იურისტის თქმით, პოლიტიკური განწყობები არსებითად კი არ შეიცვალა, არამედ მოსახლეობის განწყობები უფრო მეტად გამოიკვეთა, რადგან ოპოზიციამ შანსი, დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ხელიდან თავად გაუშვა და ამ სიტუაციაშიც დესტრუქციული ქმედებები აირჩია.

,,კომპანია “გორბის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ცალსახად ადასტურებს და ამას კვლევის პროცენტული შედეგებიც ცხადყოფს რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი რაც ხელისუფლების მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების კურსის, კრიზისის დაძლევის სტრატეგიის და ქვეყნისათვის სასიკეთო სამომავლო ხედვების მოსახლეობის ხედვებთან, მოთხოვნებთან, სრული თანხვედრის შედეგია. ეს შედეგები ბარომეტრია იმისა, რომ მოსახლეობა სწორად აფასებს და მოსწონს „ქართული ოცნების“ მართვის დემოკრატიული სტილი, მოსწონს ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ჰუმანურობისა და მზრუნველობის მაღალი ხარისხი და იმავდროულად ხედავს ამ ტიპის მმართველობის მაღალეფექტიანობას.

კრიზისულ პირობებში ყველამ ნათლად დაინახა რომ ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, „ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები მედპერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით. ამ ფონზე, ლოგიკურია, არჩევანი უფრო გამარტივდა. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ეპიდ-ომმა გვერდით გადასწია ფეიკნიუსერები, მათი დესტრუქციული განზრახვები, მოქმედებები და შესაბამისად, პოლიტიკური რეიტინგებიც თავის ბუნებრივ, ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განწყობები არსებითად კი არ შეიცვალა, არამედ მოსახლეობის განწყობები უფრო მეტად გამოიკვეთა რადგან ოპოზიციამ შანსი, დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ხელიდან თავად გაუშვა და ამ სიტუაციაშიც დესტრუქციული ქმედებები აირჩია. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშით კი მმართველ გუნდს სრულად ჩამოერეცხა ოპოზიციის ბინძური პროპაგანდის მიერ შექმნილი უსაფუძვლო და უსამართლო ცილისმწამებლური კლიშეები. ხალხი ბრძენია! აღნიშნული შედეგები დღეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მმართველი გუნდისთვის გამოწვევებით გადადგმული ნაბიჯებიდან შესაძლებლობებისაკენ ფართოდ სავალ გზაზე. დიაგნოზი დასმულია -დაინფიცირებულია ოპოზიცია ხელისუფლება კი ვალდებულია ამ შემართებით განაგრძოს სვლა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი მომავლის შესაქმნელად”, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. 12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა - ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

გორბის მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია.

ყველა სიახლე

რობერტო სპერანცა

14 ივლისი 2020, 20:07

COVID19

იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს

იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 19:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი შსს-ში იმყოფება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფება. ნიკოლაძის განცხადებით, ის უწყებაში საქმესთან დაკავშირებული ვერსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად არის მისული.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2020, 19:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 19:43

პოლიტიკა

არასაპარლამენტო პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა დღეს დასრულდა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.

კიკვიძის პარკი

14 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

ნაძალადევში რეაბილიტირებული ე.წ კიკვიძის პარკი გაიხსნა

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დაესწრო. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალსარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

თბილისის საკრებულო

14 ივლისი 2020, 19:26

ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების და ხარჯვით ნაწილში მცირდება. ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს.

14 ივლისი 2020, 19:26

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

14 ივლისი 2020, 19:20

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აფრიკის კონტინენტზე დადასტურებული კოვიდინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა 610 ათასს მიაღწია. ახალი კორონავირუსით ინფიცრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გასულ კვირაში გადააჭარბა.

ჯეიმს აპატურაი

14 ივლისი 2020, 19:13

მსოფლიო

ჯეიმს აპატურაი ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე, რომელშიც ჩართულია მძიმე შეიარაღება და რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ვუერთდებით მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის“, - წერს აპატურაი.

კანიე უესტი

14 ივლისი 2020, 19:04

კულტურა

კანიე უესტმა დედის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, დედის ხსოვნას ახალი ტრეკი სახელწოდებით Donda მიუძღვნა. სიმღერა 12 ივლისს გახდა საჯარო. ამ დღეს რეპარის დედას დონდა უესტს 71 წელი შეუსრულდებოდა. კანიე უესტის დედა 2007 წელს პლასტიკური ოპერაციის შედეგად დაიღუპა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს კომისიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაწესების აუცილებლობა აღინიშნა

„ნატო-საქართველოს კომისიაზე განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და ბოლო ინციდენტს - საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანიმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქვეყნების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

14 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო.

14 ივლისი 2020, 18:49

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა დასრულა. დღეს საბჭომ ორ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოს წევრებს კანდიდატებთან შეკითხვები ჰქონდათ, როგორც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ზოგად საკითხებზე.

ლევან კობერიძე

14 ივლისი 2020, 18:48

პოლიტიკა

ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე უკრაინას პრობლემებს შეუქმნის

„მე მგონი, ის მალე მიაღწევს იმას, რომ უკრაინასაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საქართველოსთან ურთიერთობაშიც და საერთაშორისო არენაზეც. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამას გაცილებით მალე მიხვდებიან, ვიდრე საქართველოში მიხვდნენ“, - აღნიშნა კობერიძემ.

14 ივლისი 2020, 18:42

კულტურა

ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ აკვილას მახლობლად იპოვა პარიზული თეატრ „ბატაკლანის“ კარი, რომელიც 2015 წლის ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ მოხატა. ბენქსიმ გრაფიტი 2018 წლის ივნისში შეასრულა, თეატრის კარი კი უცნობმა პირებმა 2019 წლის იანვარში მოიპარეს.

14 ივლისი 2020, 18:40

საზოგადოება

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირების აკრძალვას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირების აკრძალვას პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა. „შრომის კოდექსში“ შესატანმა ცვლილებებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:39

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, რომ ევროპარლამენტი მუდმივად იყოს ფოკუსირებული ჩვენს რეგიონზე და საქართველოს პრობლემატიკაზე

აუცილებელია ევროპარლამენტი მუდმივად იყოს ფოკუსირებული ჩვენს რეგიონზე, საქართველოს პრობლემატიკაზე, რადგან ევროპარლამენტის გზავნილები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გაითვალისწინონ თავიანთი პარლამენტარების მოწოდებები და ეს შემდგომ საკანონმდებლოდან აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ითარგნოს პრაქტიკულ განზომილებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 ივლისი 2020, 18:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადრე დავწერე, რომ სააკაშვილი დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“, ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა

„ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არ ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

14 ივლისი 2020, 18:30

რეგიონი

აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

აჭარაში, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

14 ივლისი 2020, 18:29

COVID19

Reuters: ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს

ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.