IMEDI /  29 მაისი 2020, 18:55 / სანდო წყარო

ალექსანდრე ქანთარია ოპოზიციას: აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში - ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი

ალექსანდრე ქანთარია

ალექსანდრე ქანთარია

მოგმართავთ კითხვის დამსმელებს, „ნაც“ ანსამბლს, რომლებიც მოწყვეტილი ხართ რეალობას. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მხოლოდ სინანულით. მსოფლიოში ყველგან, რაღაც შეიცვალა, ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე. თქვენ რა გჭირთ ხალხო?! არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს. რაშია საქმე?! ის რასაც ბოლო ორი დღე ვხედავ, საყმაწვილო ენით რომ ვთქვა არის: აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ალექსანდრე ქანთარიამ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, საქმიანი წინადადებები გააჟღერონ და რეალობას დაუბრუნდნენ.

„ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე?! ხან „შესანიშნავ შვიდეულს“ ბაძავ, ხან კრისი გინდა იყო, ხან ბრიტი. დღეს რაღაც ტარანტინო-ბრიუსლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრედ პიტისგან მიიღო იმ პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად. „ერთხელ ჰოლივუდში“ ნანახი გაქვთ ალბათ. დაფიქრდით ხალხო. აგერ იყო გიგა ბოკერია და მინდა ვუთრა, რომ ნახევარი ვერ გავიგე გიგა რას ამბობ. მეტყველებას უნდა მიაწვეთ ზოგიერთი თქვენგანი, ვისაც პოლიტიკაში გინდათ დარჩენა. მე შემიძლია სავარჯიშოები გამოგიგზავნოთ. ამ გამარჯვების ფონზე, რომელსაც ჩვენ მართლა მივაღწიეთ, დღე-ღამის თენებით, ყველა ხედავს რა მდგომარეობაშიც ვართ, მტერიც და მოყვარეც, თქვენც ხედავთ, გესმით, მაგრამ ვერ გრძნობთ ამას და აღმოჩნდით ფსკერზე ეს რამდენიმე თვე. თუ ვინმე კონგრესმენი რამეს შეგაწევთ ამოყვინთავთ, მერე ისევ ფსკერზე. საბოლოოდ თუ გინდათ, რომ ფსკერის ბინადარი გახდეთ, ეს თქვენი არჩევანია. რეალობას მიაქციეთ ყურადღება. რაღაცა საქმიანი წინადადებები გააჟღერეთ, რომელიც რეალობიდან გამომდინარეობს და არა „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ და გახსენით ხაზინა დაარიგეთ ამდენი. ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი დათვლით არის. ამომწურავი პასუხები გაგცათ ბატონმა გახარიამ“, - განაცხადა ქანთარიამ.

ყველა სიახლე

დიეგო არმანდო მარადონა

04 ივლისი 2020, 15:31

ტაბლოიდი

მარადონა კოკაინს აღარ მოიხმარს, მაგრამ ალკოდამოკიდებული გახდა

„დიეგო კოკაინზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს. კარანტინში ყოფნამ და ოჯახურმა პრობლემებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის წლების განმავლობაში იღებდა ანქსიოლიზურ საშუალებებს და ახლა ვცდილობთ დოზები ეტაპობრივად შევუმციროთ“.

მამუკა ხაზარაზე

04 ივლისი 2020, 15:26

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს

„ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალ წევრებს წარდგენის ღონისძიებაზე ესაუბრა.

პეტრო პოროშენკო

04 ივლისი 2020, 15:21

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: მზად ვარ ციხეში წავიდე, რათა უკრაინა გადარჩეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გადასარჩენად მზად არის ციხეში წავიდეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირად შურისძიებად აფასებს. ამის შესახებ მან BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 15:18

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა,პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ 418 პაციენტი გარდაიცვალა..

კადრი ფილმიდან „ინფიცირება“

04 ივლისი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

კვლევა: სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები პანდემიას უკეთ გაუმკლავდნენ

„თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა.

მავრების ქუჩა

04 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ. ინფორმაცაის ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბერლინის სატრანსპორტო კომპანიაში ჩათვალეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული ხასიათისაა. გადარქმევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, საჭიროა თუ არა ამავე სახელწოდების ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივლისი 2020, 14:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!“, - ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.

ბარაკ ობამა

04 ივლისი 2020, 14:23

მსოფლიო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. ვიდეო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვიდეოში ასახულია 1992 წლიდან მოყოლებული კადრები, სადაც ჩანს ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.

გერმანია პირბადე

04 ივლისი 2020, 14:05

COVID19

ბერლინის მოსახლეობას პირბადის არასწორი ტარების აღსაკვეთად მოუწოდებენ დეზოდარანტი არ იხმარონ

გერმანიის დედაქალაქში მეტროსა და ავტობუსებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიღბის ტარება აუცილებელია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები პირბადეს არასწორად - მხოლოდ პირზე ატარებენ.

კორონავირუსი სპორტდარბაზი

04 ივლისი 2020, 13:47

COVID19

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია. 25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.

04 ივლისი 2020, 13:43

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები“.

04 ივლისი 2020, 13:40

COVID19

დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 54 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 616 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2 890 588 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 132 101 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის დამარცხება 1 235 488-მა ადამიანმა შეძლო.

უგანდა ტაქსის მძღოლი თავის დაწვა

04 ივლისი 2020, 13:40

მსოფლიო

უგანდაში ტაქსის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში 40 დოლარის გამო თავი დაიწვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტაქსით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. მაგრამ ვალუგემბეს მოტოციკლი მეგობარს ათხოვა, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა.

საბა კვირკველია

04 ივლისი 2020, 13:25

სპორტი

საბა კვირკველიამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვოს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას გაშვებას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, ლოკომოტივი ცენტრალურ მცველლს ეძებს და ამ პოზიციაზე კვირკველიას სავარაუდო შემცვლელებიც ჰყავს, რომლებიც 28 წლის ქართველ ფეხბურთელზე უმცროსები არიან.

04 ივლისი 2020, 13:20

მსოფლიო

ბრიტანეთში არალეგალური მუსიკალური ღონისძიების დაშლისას 7 პოლიციელი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ ლონდონში, არალიცენზირებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე შეკრებილთა დაშლის მცდელობისას 7 სამართალდამცველი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეკრებილებმა პოლიციელებს აგურები დაუშინეს, რის შედეგადაც მათი ნაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადამიანი ძაღლი ასაკი

04 ივლისი 2020, 13:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ფორმულა შეადგინეს, რომელიც ძაღლების ზრდის სიჩქარეს ითვალისწინებს. კვლევისთვის მათ ლაბრადორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდებიან, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კი ეს ტემპი უფრო ნელი ხდება.

04 ივლისი 2020, 13:11

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია: ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიეცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს.

აჭარა დახმარება

04 ივლისი 2020, 13:08

რეგიონი

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

04 ივლისი 2020, 13:04

მსოფლიო

ოკლაჰომას 2 პოლიციელს მკვლელობაში ადანაშაულებენ, მათ მსხვერპლზე ელექტრო შოკი 50-ჯერ გამოიყენეს

ჯოშუა ტეილორსა და ბრენდონ დინგმანს, 1 ივლისს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ელექტრო შოკის ჭარბი გამოყენების შედეგად მათ 28 წლის ჯარედ ლაკის სიცოცხლე იმსხვერპლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ოფიცრებმა ელექტრო შოკები 50-ზე მეტჯერ გამოიყენეს, რაც ძალის გადამეტება იყო და როგორც დოკუმენტში წერია ეს სიკვდილის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

04 ივლისი 2020, 12:59

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 583 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 19 267-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 235-ია. აზერბაიჯანში კორონავირუსის დამარცხება 10 820-მა ადამიანმა შეძლო.