IMEDI /  29 მაისი 2020, 19:51 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობასთან ერთად არის მავნებლობა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

გასაგებია, რომ ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩიეს სიღარიბე, იმიტომ რომ მართლაც მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ეს ხომ გაზომვადია, ერთ დღეში ხომ არაფერი არ ხდება! ირაკლი კობახიძემ მათ შეახსენა სტატისტიკური მონაცემები და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - 2004-2011 წლებში უცვლელად 34% იყო სიღარიბის მაჩვენებელი მთელი თქვენი „მოღვაწეობის“ შედეგი, შემდგომ 2012 წელს, 4%-ით დაიკლო და 2018 წლის მონაცემით - 20%, 2019 წლის მონაცემებს კი რამდენიმე თვეში გამოქავეყნებს მსოფლიო ბანკი. ეს მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ინტერპელაციის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ დებატებისას.​

„დღეს ე.წ. ევროპული საქართველოს ინტერპელაციაა და მინდა ავღნიშნო, რომ დღეს იყო აგრესია, ალბათ ეს გამოწვეულია იმ 3%-ით, ასევე გუშინწინდელი პოლიტიკური მარცხით და მთელი დღევანდელი დღის ნარატივი იყო, რომ აგრესიულები ყოფილიყავით, კონკრეტული ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინათ, მაგრამ ამით შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას არგუმენტებს, როდესაც არ ეუბნებით და ერთ რაღაცა თემას ამოიჩემებთ. 2008 წლიდან თუ კი ვინმე არ მოგეწონებოდათ, თქვენი მესიჯი იყო რუსული იარლიყის მიკერება, იმიტომ რომ ესეც თქვენი პიარული ჩანაფიქრი იყო. რატომ? იმიტომ, რომ 2008 წელს ჩაიდინეთ ღალატი. აგვისტოზე არ ვლაპარაკობ. საუბარია რეზოლუციაზე, რომელსაც მხარი დაუჭირეთ და ამის დაიგნორება გინდათ და მისი მეორეხარისხოვნად მიჩნევა. რაც შეეხება რეზოლუციას, იქ წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებით ესკალაცია ახალ და მსხვილმასშტაბიან ესკალაციის საფეხურზე გადავიდა მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენებამ რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას წარმოადგენდა სამხედრო ძალიას არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“ და თქვენ ამას მხარი დაუჭირეთ. და ახლა ლაპარაკობთ, რომ გავრილოვი ჩაჯდა რაღაც სკამშიო. რაღაც ხომ არსებობს! ​გავრილოვის საკითხი საკრალური გახადეთ, პიარული ნაწილი იყო და ამ პიარში რაღაც წარმატება მოიპოვეთ. მერე თქვენმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ეს ვაიძულეთ და ვასროლინეთო. ეს ყველაფერი მართლა შეცდომა იყო და დრო, რომ გადაახვიო ახლა უკან ცოცხალი თავით გავრილოვს არ ჩავასმევინებდი ამ სკამში, მაგრამ თქვენ მიერ შექმნილი საკრალურობა ამ რეზოლუციის გადასაფარად გამოიყენეთ. ეს არის თქვენი დანაშაული და ღალატი. პიარის შემდეგი სტილი გაქვთ არჩეული - რაც გააფუჩეთ გააფუჭეთ და ეს არ უნდა ახსენო, თითქოს არაფერი, ვითომ ესენი არ იყვნენ და სხვები იყვნენ. გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2020, 10:35

რეგიონი

სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლოკალიზებულია

სოფელ ხაიშთან ხანძრის სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება.

ნუკრი ქანთარია

08 ივლისი 2020, 10:30

პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია: დაარქვეს „ძალა ერთობაშია“ მაგრამ ძალა იქ საერთოდ არ ჩანდა

„იქ რამდენიმე ერთ კაციანი პარტიაა მიწებებული. ბუნებრივია, ბლოკად გასვლის შემთხვევაში თუ არ ვცდები ათამდეა, მაშინ 11 პროცენტი მოუწევთ გადალახვა და ალბათ ამ მიზნით დაიშლებიან“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

08 ივლისი 2020, 10:27

რეგიონი

მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა

მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა, რის შემდეგაც, სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული, ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი.

ფილიპ მონგიო

08 ივლისი 2020, 10:24

მსოფლიო

საფრანგეთში მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი, რომელიც მათ პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა

საფრანგეთში მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს. ინციდენტი ქალაქ ბაიონაში 5 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის მძღოლმა ავტობუსში ასულ 5 ადამიანს პირბადის გაკეთბისკენ მოუწოდა, თუმცა მგზავრებმა მის შენიშვნას ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მგზავრებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

08 ივლისი 2020, 10:24

რეგიონი

წინანდლის „რედისონ ქოლექშენში“, ხანძრის შემდეგ მხოლოდ სასტუმროს თანამშრომლები იმყოფებიან

წინანდლის „რედისონ ქოლექშენში“ ხანძრის ლიკვიდაცია გვიან ღამით დასრულდა. ამ წუთებში ადგილზე მხოლოდ სასტუმროს თანამშრომლები იმყოფებიან. ადმინისტრაციამ დამსვენებლები იმავე სოფელში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელში“ წუხელვე გადაანაწილა.

ალექს პულინი

08 ივლისი 2020, 10:20

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონი სნოუბორდში ალექს პულინი 32 წლისა გარდაიცვალა

ავსტრალიელი სპორტსმენის ქუინსლენდის შტატის სანაპიროზე, შუბით თევზაობისას დაიღუპა. თვითმხილველებმა მისი ცხედარი წყლიდან ნაპირზე გაიტანეს, სადაც ექიმები მისი გულის ამუშავებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

08 ივლისი 2020, 10:19

სპორტი

„მილანმა“ ტურინის „იუვენტუსი“ 4-2 დაამარცხა

როსონერიმ იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4-2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ „სან სიროზე“ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მე-2 ტაიმში გუნდებმა 6 გოლის გატანა მოახერხეს. ტურინელთა მხრიდან ანგარიში რაბიომ გახსნა, ხოლო შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მე-2 გოლის გატანა მოახერხა. „მილანის“ მხრიდან გოლები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ფრანგ კესიმ, რაფაელ ლეაომ და ანტე რებიჩმა გაიტანეს.

08 ივლისი 2020, 09:57

პოლიტიკა

მთავრობამ საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ რამდენიმე სახელმწიფოსთან კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწია

ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ. ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კორონავირუსი

08 ივლისი 2020, 09:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

08 ივლისი 2020, 09:32

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას სულ მცირე 3 პოლიციელი დაიღუპა და 18 დაშავდა. თავდასხმა ყანდაღარის პროვინციაში პოლიციის შენობაზე მოხდა. ინფორმაციას ტელეარხი TOLO News ავრცელებს.

იაპონია, წყალდიდობა, არქივი.

08 ივლისი 2020, 09:16

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობას 57 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი წვიმების შედეგად, წყალდიდობას იაპონიაში 57 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2020, 09:02

COVID19

უკრაინაში 13 ფეხბურთელი COVID19-ით დაინფიცირდა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოთამაშე ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ 13 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

08 ივლისი 2020, 08:50

რეგიონი

თელავში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თელავში, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

08 ივლისი 2020, 08:27

სამართალი

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მცხეთაში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თამარ ბარკალაია

08 ივლისი 2020, 08:17

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას მოუსმენენ. ის კანონმდებლებს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა დაცვის, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს.

08 ივლისი 2020, 08:12

სამართალი

წნორში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

თამარ გაბუნია

08 ივლისი 2020, 08:04

პოლიტიკა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კორექტირებულ პაკეტს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია წარადგენს.

08 ივლისი 2020, 07:58

რეგიონი

მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი დილიდან განახლდა

დღეს დილიდან მესტიაში, ხაიშის თემში, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი განახლდა. გუშინ, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

08 ივლისი 2020, 01:42

რეგიონი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი ლოკალიზებულია

წინანდალში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში ხანძარი ლოკალიზებულია, - ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის 10-მდე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2020, 01:10

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება. „კორონავირუსს 130 000 ადამიანი ემსხვერპლა. ვფიქრობ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5-3 მილიონი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.