imedi /  01 ივნისი 2020, 08:59 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 4 ივნისს დაიწყება

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატების წინაშე 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 13:42

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ამერიკაში ისეთი არეულობაა, თავიანთი ქვეყანა აქვთ მისახედი

ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების სავარაუდოდ შეჩერების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხი ყურადსაღებია, მაგრამ არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან არჩევნებს ქართველი ერი ატარებს.

12 ივლისი 2020, 13:37

მსოფლიო

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა. ვიდეო

რუსეთში ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში გაწვიმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს. ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ჩანს თუ როგორ იყენებენ თვითმფრინავში მყოფი მგზავრები ქოლგებს, რათა ფრენის მიმდინარეობისას თავი „წვიმისგან“ დაიცვან. ფრენა ხაბაროვსკიდან, სოჭის მიმართულებით ხორციელდებოდა. გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცნაური შემთხვევა ბოინგ 747-ზე კონდიცირების სისტემის გაუმართაობით იყო გამოწვეული.

მეუფე შიო

12 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

მეუფე შიო: საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა

პატრიარქის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე, პანდემიისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამტკიცა. მეუფე შიომ პანდემიის დროს პატრიარქის სწორ პოზიციას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეს იყო მთელი ერის გამოცდა.

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 13:27

საზოგადოება

მეუფე იაკობი კორონავირუსზე: მსოფლიოში პირბადეების დიდი ბიზნესია, ფულმა გარყვნა მსოფლიო

„მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე და ერთ-ერთი თქვენგანი ვარ იმიტომ, რომ ჩემმა ერმა, ეკლესიამ და სახელმწიფომ ღმერთს არ უღალატა. ყველაფერი კარგად იქნება და ნუ ვეძებთ სადღაც გამოსავალს სხვა ქვეყნებში, იქ რა ხდება ვიცით , სანამ არ დალაგდებიან რა უნდა გვასწავლონ მთელს ისტორიას ანგრევენ“, - ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება მეუფე იაკობმა კორონავირუსის გამო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ შეზღუდვებზე. პანდემიის გამო მსოფლიოში დაკეტილი ეკლესიები ბოდბელი ეპისკოპოსისთვის მიუღებელია, ამიტომ მეუფემ მოსახლეობა მოსალოდნელ განსაცდელზე გააფრთხილა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 13:27

საზოგადოება

მეუფე იაკობი: როდესაც ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, წინაც უნდა იყურებოდე, რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა, არც მანამდე - თუ იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა - ეკლესიის წინააღმდეგ

როდესაც მოსვლა გინდა წინაც უნდა იყურებოდე, რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა, არც მანამდე - თუ იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა - ეკლესიის წინააღმდეგ“ - განაცხადა მეუფე იაკობმა არჩევნებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას.

მეუფე გერასიმე

12 ივლისი 2020, 13:15

საზოგადოება

მეუფე გერასიმე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა

გიორგი შაქარაშვილის საქმის სამართლიანად გამოძიება მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიგიორგი შაქარაშვილის საქმის სამართლიანად გამოძიება მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.ს მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზაზა გახელაძე

12 ივლისი 2020, 12:52

სამართალი

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ბოლოს ოჯახის წევრები მას გუშინ ესაუბრნენ, როდესაც მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად დაკავებულმა მიაწოდა.

12 ივლისი 2020, 12:48

სამართალი

თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანთან ავარია მოხდა

თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, ავარია მოხდა. ავტომობილების შეჯახების შედეგად, არიან დაშავებულები. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

სტივ ბენონი

12 ივლისი 2020, 12:38

COVID19

სტივ ბენონი: უხანელმა მეცნიერებმა დასავლეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეს

უხანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეცსამსახურებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის საფუძველზეც დასავლეთი პეკინის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებას ამზადებს.

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 12:30

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩემი თხოვნაა, გიორგი შაქარაშვილისა და მისი ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული მედიები ნუ შეეხებიან

„მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. მედია ცდოლობს ხოლმე, რადგან, უმეტესად, პოლიტიკური მედიაა, თავისით წაიყვანოს ყველაფერი. ასე არ შეიძლება“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

12 ივლისი 2020, 12:27

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 727 162-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 130 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 11 335-მდე გაიზარდა. ჯამში გამოჯანმრთელდა 501 061 პაციენტი.

მეუფე იაკობი

12 ივლისი 2020, 12:22

საზოგადოება

მეუფე იაკობი: მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს

„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

12 ივლისი 2020, 11:59

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის. თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ანკარის ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა.

ზაზა ნანუბაშვილი

12 ივლისი 2020, 11:40

ეკონომიკა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ევროკომისიის რეკომენდაციით, ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, წევრი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ

COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამთავრობო სტრუქტურებმა შესაბამისი საქონელისა და მომსახურების შესყიდვა პირველი მარტიდან დაიწყეს. ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა ყველაზე მთავარს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანრთელობას, შესყიდვების ოპერატიულ განხორციელებას უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობაც კი ჰქონდა.

12 ივლისი 2020, 11:39

მსოფლიო

ირლანდიაში 3 ლეკვი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც ვიღაცამ ისინი პოლიეთილენის პარკით მდინარისკენ გადააგდო

ირლანდიაში ვეტერინარებმა 3 პატარა კოლის ჯიშის ლეკვი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც ისინი მავთულხლართებიან ღობეზე გადაკიდებულ პოლიეთილენის პარკში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს. როგორც ცნობილია ახალშობილები ღობეზე მას შემდეგ გაიჭედნენ, რაც ვიღაცამ მათი მდინარეში გადაგდება სცადა. ვეტერინართა სამსახურმა 8 ივლისს, საღამოს 9 საათვისთვის მიიღო ინფორმაცია, რომ მიტოვებული კნუტები გასაჭირში იყვნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ისინი ლეკვები იყვნენ. გადარჩენის შემდეგ მათ ჰიპოთერმია, ჰიპოგლიკემია და შიმშილი აღენიშნებოდათ, მათი ასაკი დაახლოებით 7-დან, 10-დღემდე მერყეობდა.

12 ივლისი 2020, 11:31

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა დეფაქტო პარლამენტის 4 დეპუტატს ირჩევს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატები გათავისუფლდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მანდატი დატოვა ასლან ბჟანიამ. სადეპუტატო მანდატის დატოვება მოუხდათ ალექსანდრ ანქვაბს, დიმიტრი დბარსა და იური ხაგუშსაც. ანქვაბი ამჟამად ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, დბარი შსს მინისტრია, ხაგუში კი- გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

თეა გოდოლაძე

12 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე: გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვირის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში, მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ თეა გოდოლაძემ თქვა.

რონალდინიო

12 ივლისი 2020, 11:15

მსოფლიო

რონალდინიო შინაპატიმრობაში დარჩება

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება. რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტებით შესვლის მცდელობისთვის 7 მარტს დააპატიმრეს.

12 ივლისი 2020, 11:14

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

12 ივლისი 2020, 11:05

სპორტი

„იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც „იუვენტუსმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და დუვან საპატას მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ.