IMEDI /  02 ივნისი 2020, 11:59 / სანდო წყარო

დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, მის მიერ შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები განიხილოს

დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი

ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ნიშნულზე, როდესაც მზად ვართ გადავფურცლოდ ახალი გვერდი და მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ინიციატივა მხარდაჭერილია საპარლამენტო უმრავლესობის და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. როგორც ყოველთვის, აქაც არსებობს გარკვეული განსხვავებული ხედვები ზოგიერთ დეპუტატში, რომელთაც თავისი როლი წარმოუდგენია განსხვავებული სპეციფიკური ინტერესების დამცველად. თუმცა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა europeaninterest-ის ეგიდით გამართულ დებატებში განაცხადა, სადაც მხარეებმა საქართველოს შრომითი ბაზრის რეფორმა განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტმა უნდა დაიწყოს დებატები და კენჭი უყაროს კანონპროექტს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. „ეს მანამდე უნდა მოხდეს, სანამ პროცესი მოკლავს ამ ინიციატივას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს როგორც თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ქვეყნის სახელი. მართვა არ ნიშნავს მხოლოდ დარეგულირების პოლიტიკას. რეგულაცია ქმნის ინოვაციას და პროგრესს. ეს არის ევროპული პოლიტიკის არსი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ეს არც რევოლუციური პროგრამაა და არც საფრთხე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისთვის. ეს არის ის აუცილებელი რეფორმების წყება, რაც ოთხი სვეტისგან შედგება:

  • პირველი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას, სპეციალურ ყურადღებას შშმ პირების მიმართ.
  • მეორე, ეს არის ფუნდამენტური სამუშაო დროის რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ზეგანაკვეთურ სამუშაოს და აწესებს ანაზღაურების სტანდარტებს.
  • მესამე, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სოციალურ დიალოგს, აყალიბებს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკების სისტემას, რაც, ჩემი აზრით, სამომავლოდ თავიდან აგვაცილებს პოტენციურ სოციალურ აფეთქებებს და ხანგრძლივ გაფიცვების.
  • დაბოლოს, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს შრომის ინსპექციის ზედამხედველობას, ძლიერი და დამოუკიდებელი მანდატით, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ფუნდამენტურ სტანდარტების აღსრულებას.
  • საკანონმდებლო ინიციატივა ასევე გულისხმობს სტაჟირების რეგულირებას, იმისათვის, რომ დამსაქმებელსა და ახალგაზრდას შორის არსებობდეს ჯანსაღი ურთიერთობა, და ამ გზით მოხდება ჩვენი სამუშაო/ადამიანური რესურსების ხარისხის გაუნჯობესება.

„საკანონმდებლო ინიციატივა ხელმოწერილია მმართველი პარტიის გავლენიანი წევრების მიერ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვახერხებთ პარტიათა შორის მხარდაჭერის მოპოვებას. ეს არ არის პირადი საკითხი. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პერიოდში, მე პირადად ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდი იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური საკითხთა მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან.

რა თქმა უნდა, ყველა არ არის მზად ევროპული ტიპის სოციალურ დიალოგისათვის და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პოზიციაზე. ეს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით არის ლაკმუსის ტესტი მისთვის, ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი, განსაზღვროს ბალანსი დასაქმებულთა უფლებებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი ჩვენ გვსურს გავყვეთ ევროპულ პოლიტიკურ ტრაექტორიას, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს ორი ინტერესი იკვეთება, ან ამ ინტერესების თანხვედრისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადავდგათ“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 21:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არასწორია იმის მტკიცება, რომ საქართველოს დაუწესდა სანქციები, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მავნებლურად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიცია მოხვდეს ამ კანონში

არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს უკვე არის კანონი და საქართველოს დაუწესდა სანქციები. სწორედ ამ ნარატივის გავრცელებას ცდილობენ ოპონენტები. რაც საფუძველშივე არის არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ირმა ინაშვილი

10 ივლისი 2020, 21:09

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ვიცით, ვინ ლობირებს ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას - ამ ხალხმა თავის დროზე კოდორი და ახალგორი ჩააბარა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ასიგნებების კონსოლიდირებულ აქტში კონკრეტული წინაპირობები არასამთავრობო სექტორის დაინტერესებული წევრების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ჩაიწერა. ინაშვილი ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვერ აისახება.

ირაკლი რუხაძე

10 ივლისი 2020, 20:50

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა

Hunnewell Partners-ის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ამ ფორმით დამტკიცებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი განცხადებით, არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა.

10 ივლისი 2020, 20:47

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა

ბულგარეთის საელჩოს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე დაესწრო, რომლის შემდგომ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავ ივანოვამ რაჭის ღირსშესანიშნაობები რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.

ენგურის ხიდი

10 ივლისი 2020, 20:44

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტს დროებით გახსნის

ბორის ჯონსონი

10 ივლისი 2020, 20:43

COVID19

ბორის ჯონსონი დიდ ბრიტანეთში პირბადის ტარების წესების გამკაცრებას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების წესები გამკაცრდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. „ჩემი აზრით, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რათა ადამიანებმა შეზღუდულ სივრცეებში პირბადეები ატარონ. ეს წესი უკვე მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა უზრუნველვყოთ მაღაზიებში პირბადეების ტარება, სადაც გავრცელების რისკი დიდია“, - განაცხადა ჯონსონმა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:41

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომუნიკაციების კომისიას კანონმდებლობით, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს

დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის, - ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

10 ივლისი 2020, 20:27

სამართალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გამომძიებელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მტავარი პროკურატურის მიერ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი. 2 ივლისს მას ბრალი წარედგინა “, - განუცხადეს Imedinews-ს პროკურატურაში.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:22

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია

„დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“,- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

10 ივლისი 2020, 20:12

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინას საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

თორნიკე შენგელია

10 ივლისი 2020, 20:12

სპორტი

თორნიკე შენგელია: სადაც არ უნდა ვითამაშო, ჩემს ქვეყანას ვასახელებ და ქართულ დროშას ყოველთვის ავაფრიალებ

„ЦСКА" ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის, აქედან გამომდინარე, იმის შანსი, რომ მოვიგო ეს ტურნირი, არის დიდი. ეს იყო მთავარი ამ შემთხვევაში.თუ ჩემი გადაწყვეტილებით ვინმეს გული დავწყვიტე, ძალიან ვწუხვარ“, - ამის შესახებ თორნიკე შენგელიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

10 ივლისი 2020, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: რატომ არის ასე რთული საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის უკმარისობა დაგმო და საერთაშორისო თანამეგობრობას გლობალური ერთიანობისკენ მოუწოდა.

სოფო კილაძე

10 ივლისი 2020, 20:03

პოლიტიკა

დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

კორონავირუსი იტალია

10 ივლისი 2020, 20:01

COVID19

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც იტალიაში იანვარში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადდა, შესაძლოა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო ANSA წერს.

მიხეილ ყაველაშვილი

10 ივლისი 2020, 19:59

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“.

ადამიანის უფლბათა კომიტეტი

10 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა ათწლიანი ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტი - „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, განიხილა. აღნიშნული პროექტი ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 19:41

COVID19

ავსტრალიაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცეს

ავსტრალიის თერაპიული საქონლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის წინასწარი ნებართვა გასცა.

ბუდუ ზივზივაძე

10 ივლისი 2020, 19:37

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ „ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ფეჰერვარი” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

10 ივლისი 2020, 19:36

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე ადამიანის უფლებების კუთხით პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილს მოუსმინეს. აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები წარმოადგინა.