imedi /  02 ივნისი 2020, 15:34 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

დავით ზალკალიანი; ტომაშ პეტრჟიჩეკი

დავით ზალკალიანი
ტომაშ პეტრჟიჩეკ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან.

მინისტრებმა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სატელეფონო საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეტაპობრივად, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 1-ლი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას და გატარებულ ზომებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და ახლო მომავალში, საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების დაგმობისათვის, რომელსაც რუსეთი პანდემიის პირობებშიც კი აგრძელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისევე, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას.​

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

14 ივლისი 2020, 23:51

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სომხეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი არ შეიძლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:41

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ტელევიზიას საქმის პოლიტიზება არ გამოუვიდათ, ახლა ისტერიკა სჭირთ

„გამოძიებასთან არავინ არ თანამშრომლობს. ე.წ. „ჩაკეტილი წრე“ ამოქმედდა ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უშუალოდ გიორგის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და შემდგომში, ბავშვის განზრახ მკვლელობას. ეს წრე თავიდანვე იყო შემოფარგლული იმით, რომ ინფორმაცია არ გაეცათ, წინ არ წაეყვანათ გამოძიება“.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 23:37

საზოგადოება

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება

ომბუდსმენის ფუნქცია არაა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩართვა. თუმცა, როდესაც მხარე მას ამ თხოვნით მიმართავს და პროკურატურაც არაა წინააღმდეგი, სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 23:35

პოლიტიკა

სოზარ სუბარის აზრით, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების დაძაბვაა

„მათ აწუხებთ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და უნდათ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოს დღევანდელობაში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომ თქვან ტანა თქვან: „აი მარტო ჩვენ არა, ისინიც იგივეს აკეთებენ“. ეს არ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. 17 ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი“, - აღნიშნა სუბარმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლის მიუხედავად, თურქეთი განაგრძობს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:22

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ზოგიერთი არხის მხრიდან ამორალური და უზნეო დამოკიდებულების მიუხედავად საქმის ობიექტურად გაშუქებას მივაღწიეთ

არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა დაახლოებით მესამე დღეს ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

ირანი კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 22:50

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 260 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 179 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 13 211-მდე გაიზარდა.

14 ივლისი 2020, 22:44

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ორი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ იტყობინება.

ნინო თვალთვაძე

14 ივლისი 2020, 22:31

რეგიონი

ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

„ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს თვალთვაძე.

მინსკი აქცია

14 ივლისი 2020, 22:30

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტისთვის რეგისტრაციაში უარის თქმას ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოყვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში ვიქტორ ბაბარიკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას საპროტესტო აქციები მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი რედაქცია ავრცელებს. მინსკში მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს, პოლიციამ მომიტინგეებს გზა გადაუკეტა და რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბრესტში, მოგილიოვში, გომელში, გროდნოში, მოლოდეჩნოსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.

ირაკლი კოვზანაძე

14 ივლისი 2020, 22:30

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს უნდა გადაცდეს

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს გადასცდეს. რადგან წლიდან წლამდე მატულობს საბიუჯეტო შემოსავლები და ასიგნებები, ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება აუდიტით დაფარვის გარეშე დარჩენილი თითოეული პროცენტის წონა“.

14 ივლისი 2020, 22:14

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს უკვე 138 700 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსს 453 ადამიანი ემსხვერპლა, 28 149 პირს კი ვირუსი დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 3 507 632 შემთხვევაა აღწერილი. გარდაცვლილ დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 138 700 შეადგინა, 1 565 551-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

შსს

14 ივლისი 2020, 22:10

სამართალი

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქალმა რამდენიმე დღის წინ, ნაქირავებ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ბავშვის მამას დაუკავშირდა და გარდაცვლილი შვილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

14 ივლისი 2020, 22:02

მსოფლიო

ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტი: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამწვავებს

სომხეთის მხრიდან აგრესიის აქტი, რომელიც 2020 წლის 12 ივლისს მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს, რისი მიზეზიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღისა და 7 მიმდებარე რაიონის კონტროლია, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში №717 „სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაშია წარდგენილი.

კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 21:55

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25 113 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 319 ადამიანი, 16 150-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია და მისი განცხადებები მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია, მნიშვნელობა არ აქვს, მას მაღალი თუ დაბალი თანამდებობა აქვს, მისი განცახდებები მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივლისი 2020, 21:27

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მტკიცედ ვგმობ სომხეთის თავდასხმას მეგობრულ და ძმურ აზერბაიჯანზე

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: რურუას თემა არის მოგონილი

„ზოგადად, შეფასებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც კეთდება და რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს გამოსდით, არის შემთხვევები, როდესაც არ გამოსდით. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზანი და არჩევანი, რომელიც გვაქვს გაკეთებული – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ძალიან სწრაფად მოხდეს. ამისთვის, საჭიროა, რეფორმების განხორციელება, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რობერტ რედფილდი

14 ივლისი 2020, 21:16

COVID19

რობერტ რედფილდი: აშშ-მა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვმუშაობთ მაჟორიტარებსა და საარჩევნო სიაზე, საზოგადოება ამას უახლოეს მომავალში გაიგებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების და საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ემზადება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განუცხადა.