imedi /  02 ივნისი 2020, 18:08 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრი მზადაა პარლამენტში ივნისის ბოლო კვირას მივიდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს კომიტეტში მისი მისვლის შესახებ წერილს სწერს.

მინისტრი დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს და მადლიერება გამოხატავს პირადად მისი და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყველა წევრის მიმართ, ვინც აქტიური და ქმედითი დახმარება გაუწია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID 19-ის ეპიდემიაზე საპასუხოდ ჯანდაცვის სექტორის მომზადების პროცესში.

„პირადად მე და სამინისტროს მთელი გუნდი უაღრესად ვაფასებთ კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ჯანდაცვის სექტორის ეპიდემიაზე მზაობის გაუმჯობესების კუთხით. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არსებული და შემხვედრი გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების თაობაზე და გთხოვთ, საკომიტეტო მოსმენისთვის საორიენტაციო პერიოდად განიხილოთ ამა წლის ივნისის თვის ბოლო კვირა. ამავდროულად, დამატებით, გიგზავნით მოკლე ინფორმაციას თქვენს მიერ დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით: როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა იმ ეპიდემიოლოგიური ინსტრუმენტებისა და მაჩვენებლების დეტალურ მიმოხილვას, რასაც სამინისტრო პასუხის დაგეგმვისთვის იყენებს. სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის. აღსანიშნავია, რომ COVID 19-ის პანდემიის მიმდინარეობამ შეცვლა ჯანდაცვის მიმდინარე სერვისების, განსაკუთრებით გეგმიური სერვისების მიწოდების ხასიათი“ - წერს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის განმარტებით, ამ პირობებში, გეგმიურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება.

„საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ჰოსპიტალური სერვისების ტარიფების დადგენის სამუშაო პროცესი განახლდა მაისის ბოლოს და მიმდინარე თვე დაეთმობა 520 დადგენილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მექანიზმების სრულად ამოქმედებას. კერძოდ, კარდიოქირურგიის პროგრამის ფარგლებში კარდიო ვერტე დეფიბრილატორების მოწოდების მიზნით, სამინისტრო გამოიყენებს ცენტრალიზებული შესყიდვის მექანიზმს. ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და შესყიდვები დასრულდება დადგენილ ვადებში.

რაც შეეხება სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკების გათავისუფლების
საფუძვლებს, მოგახსენებთ, სახელმწიფო ზრუნვის სისტემა, სადაც ინტეგრირებულია ბავშვთა
კეთილდღეობის, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერის
საკითხები, საჭიროებდა ახლებური ტიპის ინსტიტუციურ მოწყობას, მით უფრო, რომ მანამდე არსებული
მოწყობით ბენეფიციართა ზრუნვის მიმართულებით ხარისხიანი სერვისების მიწოდებაში არაერთი
პრობლემა, უფლებადარღვევა და ხარვეზი იკვეთებოდა. გარდა ამისა, „ბავშვის უფლებათა კოდექსით“
და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არაერთი ვალდებულებაა
გათვალისწინებული, რაც ბენეფიციარებზე ორიენტირებული სისტემის შექმნას მოითხოვს. შესაბამისად,
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შექმნილიყო სახელმწიფო ზრუნვის ორგანო, რომელიც
გააერთიანებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის
ფუნქციებს, ორიენტირებული იქნებოდა სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის
საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის ამაღლებაზე. მომზადდა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოდან რეორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფო მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქცია გადაეცა
და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდს და ჩამოყალიბდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. ამასთან, ახლად შექმნილ სააგენტოს მიენიჭა
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ
თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ შესაბამის თანამდებობებზე გადაყვანის
უფლებამოსილება. რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნა კომისია
(ქვეკომისიები), რომელსაც დაევალა როგორც პროცესის კოორდინაცია ასევე, გადაუდებლად საჭირო
საკადრო რესურსის შერჩევა.

მეურვეობა - მზრუნველობის ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელების მნიშვნელობის
გათვალისწინებით, პირველად ამოცანად განისაზღვრა სწორედ იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი
ადამიანური რესურსის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მიერ ახალი ფუნქციის შესასრულებლად გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებას და
არსებული სერვისების უწყვეტობას. ამდენად, კომისიის ფორმატი, კოლეგიალობის, გამჭვირვალობისა
და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა როგორც ინსტრუმენტი,
შესაბამის სოციალურ მუშაკებზე რეკომენდაციების გასაწევად.

აქედან გამომდინარე, განხორციელებული ღონისძიებები ემსახურებოდა სისტემის გაჯანსაღებას.
ქმედითი ღონისძიებები გრძელდება უკვე ახალი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში. სოციალურ
სამუშაოს ადეკვატური და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კადრების შერჩევის/
დაკომპლექტების მიზნით, გამოცხადდა საჯარო კონკურსი, რომლის შესარჩევი კომისიის წევრები ასევე
იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის კათედრის და სოციალურ
მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების
შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი და ხელმისაწვდომი პრინციპების
დაცვით. ამ ეტაპისთვის შერჩევის პროცესი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მოხდება
შერჩეული კადრების დანიშვნა“ - წერს ჯანდაცვის მინისტრი წერილშიმ რომლის ადრესატებიც დეპუტატები არიან.

ყველა სიახლე

ბერნარდო ბუსტილიო

06 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ესპანელ პოლიტიკოსს ონლაინ-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და შხაპი პირდაპირ ეთერში მიიღო

კონფერენცია დილის 8 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. იმ დღეს ბუსტილიოს შვილი გაკვეთილზე უნდა წაეყვანა, თვითონ კი მეორე სამსახურში უნდა წასულიყო (ის ცურვის ინსტრუქტორად მუშაობს). პოლიტიკოსი მიხვდა, რომ თათბირის შემდეგ შხაპის მიღებას ვერ მოასწრებდა, ამიტომ ორი საქმის ერთდროულად გაკეთება გადაწყვიტა.

ჯოი ჩესტნატი

06 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ამერიკელებმა ჰოთ დოგების სწრაფ ჭამაში მსოფლიო რეკორდები დაამყარეს

ჯოი ჩესტნატმა, რომელმაც კაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, 10 წუთში 75 ჰოთ დოგი შეჭამა, რითაც თავისი შარშანდელი რეკორდი (71) გააუმჯობესა. სულ მან ამ კონკურსში ხუთჯერ გაიმარჯვა.

06 ივლისი 2020, 00:36

საზოგადოება

6 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ბეჭდების მბრძანებელი

06 ივლისი 2020, 00:02

კულტურა

ახალი ზელანდიის მთავრობამ სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადამღებ ჯგუფს ქვეყანაში ჩასვლის ნებართვა მისცა

ეს ერთ-ერთია იმ 7 კინოპროექტიდან, რომლებზეც მუშაობა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განახლდება. სულ მომავალი 6 თვის განმავლობაში ახალ ზელანდიაში ჩასვლის ნებართვა 206-მა სპეციალისტმა და მათი ოჯახების 35-მა წევრმა მიიღო.

05 ივლისი 2020, 23:43

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები დაღამების გამო შეწყვიტეს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.

გურამ მაჭარაშვილი

05 ივლისი 2020, 23:29

პოლიტიკა

მომავალ კვირას საპარლამენტო კომიტეტებში რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ

„როგორც მწარმოებელი, ასევე შემომტანიც და რეალიზატორიც ჯარიმდება, სანქციები მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახდელი იზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, არის მთავრობის ინიციატივა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. არის მესამე მოსმენით დასაქმების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 23:13

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 516 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 285 416 შემთხვევა დადასტურდა.

არქიმანდრიტი ანტონი

05 ივლისი 2020, 23:07

საზოგადოება

როგორია ვარძიის მამათა მონასტერში ბერების ცხოვრება

მამათა მონასტერი ვარძიაში, სადაც უძველესი მესხური ვაზის მეციხოვნეები ბერები არიან. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ქვაში ნაკვეთ ტაძარში წირვა-ლოცვა მეოთხე წელია აღდგა. ისტორიული ადგილი საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული იყო და ვარძიის მამათა მონასტრის საძმოს ნაწილმა ისტორია აქ სასულიერო ცხოვრებით გააგრძელა.

თურქეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 22:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღე-ღამეში 19 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 5 225-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 180 680-მა ადამიანმა შეძლო.

ჰუბერტ ქნირში

05 ივლისი 2020, 22:24

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს

ვიცი, რომ პოლიტიკაში და არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

კელი დეგნანი, არჩილ თალაკვაძე

05 ივლისი 2020, 22:22

რეგიონი

არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანს სტეფანწმინდაში უმასპინძლა

„საქართველოს უყვარს თავისი სტუმრები და აფასებს თავის მეგობრებს. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში – სტუმარი და საქართველოს მეგობარი ერთდროულად“, - წერს თალაკვაძე.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივლისი 2020, 22:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარჯიშო და საცურაო სივრცეების გახსნის შემთხვევაში რისკები მინიმალურია

„ყოველი ახალი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათო თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხებია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დავით ჭაკუა ელენე თევდორაძე

05 ივლისი 2020, 22:00

საზოგადოება

ელენე თევდორაძე ბაჩო ახალაიასთან დავით ჭაკუაზე საუბარს იხსენებს: ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“

„როცა მივედი ჭაკუასთან იყო საოცარი სიჩუმე. აქ ასეთმა სიჩუმემ გამაკვირვა ძალიან და ვუთხარი რატომ. ამაზე მეუბნება: „რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ელენე. აბა ვინმემ ან დააცემინოს, ან გაიცინოს ხმამაღლა, რომ შევალ და რომ ვთხლიშავ...“. მაშინვე მივედი ახალაიასთან და ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“. მერე გავიგე, რომ მან ეს მხეცი გადაიყვანა თავის მოადგილედ“, - იხსენებს ელენე თევდორაძე

ნატალია საბანაძე

05 ივლისი 2020, 21:58

საზოგადოება

ნატალია საბანაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება ნაცვალგების ამუშავება მოითხოვოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება მოითხოვოს ნაცვალგების ამუშავება, მიუხედავად იმისა რომ ეს საბჭოს რეკომენდაცია არ არის. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. ვინც მოხვდნენ სიაში აუცილებელია სიტუაცია შეინარჩუნონ, რათა არ მოხდეს მათი ამოღება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

კორონავირუსი მსოფლიო

05 ივლისი 2020, 21:23

COVID19

კორონავირუსი: ეპიდვითარება აშშ-სა და რუსეთში

რაც შეეხება რუსეთს, აქ მთავარ კითხავს ოფიციალური სტატისტიკისადმი უნდობლობა წარმოადგენს. უკვე რამდენიმე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 7 ათასს არ აჭარბებს. ამასთან, შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

მათე ტაკიძე

05 ივლისი 2020, 21:07

საზოგადოება

კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი: პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება

პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 4 თვე შეჩერებული იყო სასწავლო პროცესი. ჩვენ გავიარეთ უსაფრთხოების ყველა პროცედურა, - ამის შესახებ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ. მისი თქმით, თითოეული კოლეჯი მომზადებულია იმისთვის, რომ კოლეჯის სტუდენტების და ბენეფიციარის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ლიკა ბითაძე

05 ივლისი 2020, 20:49

სამართალი

18 ივნისს მცხეთაში გამართული წვეულების მასპინძელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“, - განაცხადა ბითაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

05 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად გამოიყენონ

ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ფოტო: Facebook

აზერბაიჯანი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 20:14

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

დღე-ღამეში 9 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 11 742-მა ადამიანმა შეძლო.

გია აბაშიძე

05 ივლისი 2020, 20:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს "ფანჩატურელებს",- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას, თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.