imedi /  03 ივნისი 2020, 14:56 / სანდო წყარო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია, სხდომაზე ნინო წილოსანმა გამოიტანა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნისათვის მისი მიღების მნიშვნელობა. ნინო წილოსანის განცხადებით, ეს კანონპროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიც აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებაა. მისივე თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციულად გასწორდა, ხოლო კანონის ამოქმედების ვადამ გადაიწია 2021 წლის 1-ელ მარტამდე, ვინაიდან პანდემიის გამო განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა კანონის მიღება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები I მოსმენით წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და კანონმდებლებს საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა. მან მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების დამატებას ეხება, ანუ ეს არის მუნიციპალიტეტებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის ყოლის შესაძლებლობა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით მუნიციპალური ტრანსპორტის ქონის უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვს. მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ექნებათ სურვილი ჰყავდეთ მუნიციპალური ტრანსპორტი.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გარემოს კუთხით გარკვეული შენიშვნები აქვს. თავის მხრივ, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სამინისტრო წარმოდგენილ შენიშვნებს იზიარებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე რამდენიმე ათეულ კანონში მოხდა ცვლილებების შეტანა, ძირითადად, ტერმინოლოგიის ცვლილების კუთხით, ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით. ცვლილებების განხორცილების აუცილებლობა დადგა პარლამენტის რეგლამენტშიც. შესაბამისად, სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონპროექტები:„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელიც კოლეგებს I მოსმენით პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ამგვარად, რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად, კანონმდებლობაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სამი საკითხი წარადგინა. კერძოდ, კანონპროექტები: „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (II მოსმენა); „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (I მოსმენა); „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (I მოსმენა). სამივე კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება იგეგმება.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხოლო დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა გარკვეული შენიშვნები დააფიქსირა, რომლებიც მომხსენებლის თქმით, ფაქტობრივად, გაზიარებულია.

რაც შეეხება კანონპროექტს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", იგი განსაზღვრავს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობს და საზღვრებს (კოორდინატებს).

კანონპროექტის მიღების შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები. ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა.

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტრით კი, რომელიც კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა, მოქმედ კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კანონპროექტის მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ.

პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტს I მოსმენით გოგა გულორდავამ წარუდგინა და ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული.

მისივე თქმით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. აღმოჩნდა, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები მათთვის არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი და არსებული რეგულაციების ფონზე არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტურ გზად კი, კანონპროექტის ინიციატორებს დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდა მიაჩნიათ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის.

აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე გაიზიარა მომხსენებელმა. კომიტეტმა ასევე დაუჭირა მხარი სხვა განხილულ საკითხებსაც.

ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომის დასასრულს, სხდომის შედეგები შეაჯამა.

„დღეს კომიტეტს ძალიან ნაყოფიერი დღე ჰქონდა, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, სამი დაცული ტერიტორიის შესახებ კანონპროექტები განვიხილეთ, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი მივიღეთ მესამე მოსმენით. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით დამატებითი ღონისძიებები განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ, რომ უკეთესად განხორციელდეს აღსრულება და ჩვენი თანამოქალაქეები შეეჩვიონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კულტურას. ამასთან ერთად, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის აპარატს, რომელიც ამ პანდემიის პირობებშიც და ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია და შენიშვნები მოეწოდებინა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2021, 02:16

მსოფლიო

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდისა და გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით შეიჭრა

ასობით სკოლის მოსწავლე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდისა და გაფიცვის შეწყვეტის მოთხოვნით შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2021, 01:57

COVID19

საავადმყოფოების კოვიდპაციენტებით გარდაუვალი გადატვირთვის გამო, ლატვიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს დახმარების თხოვნით მიმართა

საავადმყოფოების კოვიდპაციენტებით გარდაუვალი გადატვირთვის გამო, ლატვიამ ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ლატვიის ჯანდაცვის მინისტრმა, დანიელს პავლიუტსმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 01:24

მსოფლიო

Daily Sabah: თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავეს

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

ირმა ხეცურიანი

22 ოქტომბერი 2021, 01:19

პოლიტიკა

ირმა ხეცურიანი კახა კალაძეზე: ჩემი ფავორიტია - პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და მჯერა, რომ შშმ პირები შევძლებთ ადაპტირებულ, ჩვენზე მორგებულ გარემოში ცხოვრებას

მეორე ტურზე წასვლას რა თქმა უნდა ვაპირებ და ვიცი ვინ იქნება ჩემი ფავორიტი - ბატონი კახა კალაძე, - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა პარაფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 01:03

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: უახლოეს პერიოდში ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება

ქუთაისში მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში ახალი ატრაქციების მომზადებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ქუთაისს ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

22 ოქტომბერი 2021, 01:02

პოლიტიკა

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წელს, შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო

მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ შშმ პირი გაიხსენა, რომელიც 2005 წელს სასჯელს მეხუთე საპყრობილეში იხდიდა და სავარძელს იყო მიჯაჭვული. ექსპერტმა აღნიშნა, რომ შშმ პირზე, პატიმარზე, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ტუალეტში გასვლაც არ შეეძლო, ამბობდნენ, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო.

მაია ნიკოლეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მან უნდა მიიღოს ის სერვისები, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა სხვა პატიმრებისთვისაც

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მან უნდა მიიღოს ის სერვისები, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა სხვა პატიმრებისთვისაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 00:48

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 52 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 52 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 17 ივლისიდან ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

შოთა გლურჯიძე

22 ოქტომბერი 2021, 00:48

პოლიტიკა

შოთა გლურჯიძე: საერთოდ რატომ არ არის აკრძალული „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ

საერთოდ რატომ არ არის აკრძალული ეს პოლიტიკური ძალა და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშავთ ამ ხალხის უკან მობრუნება, - ამის შესახებ მხატვარმა, შოთა გლურჯიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მაია ნიკოლეიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:27

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა

2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა, გამორიცხული იყო. სახელმწიფო ექსპერტიზას არავინ აწუხებდა. იშვიათად, თუ დაღუპვის შემთხვევა იყო, თორემ ცოცხალ პირებსა და ცემაზე არ ეხებოდა, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

22 ოქტომბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ეს უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება

ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ყველა უნდა გამოვიდეს იმისთვის, რომ ეს იყოს დამაჯერებელი არჩევანი და როდესაც დამაჯერებელი იქნება ეს არჩევანი იქ უკვე ამ გადაწყვეტილებისთვის შეწინააღმდეგებაც კი რთული იქნება მათთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 23:47

მსოფლიო

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტყის ხანძრების მოწყობის გამო, სირიაში 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ჭორვილაში მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი სოფლიდან გააძევა. ვიდეო

სოფელ ჭორვილაში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია და აქტივისტები გააძევა. ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება განმუხტულია.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ღირებულებითი არჩევანი და „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზის უკან დატოვოს

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ საბოლოო ჯამში დამარცხდება ამ ბრძოლაში, მაგრამ ამზადებენ უფრო დიდ ვიზუალს შემდგომი პროტესტისთვის და დააანონსეს კიდეც, რომ 30-ში თუ 31-ში კვლავ შეიკრიბებიან და უნდა იყოს აქცია, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე: პირველ ტურშიც ამ შემადგენლობით გამოვიდნენ და დამარცხდნენ

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ნიკა მელიას მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა შეაფასა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციის შექმნა არაფერს ცვლის.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებას აქვს გამოცდილება, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია

შიმშილობა არ არის სიახლე პენიტენციური დაწესებულებისთვის. მას აქვს გამოცდილება იმისთვის, რომ მართოს მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ კუთხით სააკაშვილი ყველანაირად დაზღვეულია და მით უმეტეს, მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ხავიერ კოლომინა

21 ოქტომბერი 2021, 23:26

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა - აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: რამხელა კრიმინალური ენერგია უნდა იყოს ადამიანში, რომ ამხელა ნაბიჯზე მიდიოდე

ალბათ ასეთ სიტუაციებში ითქმის, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო. მართლაც ძალიან ტრაგიკომიკურია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდია. ფაქტია, რომ ამას დიდი კრიმინალური ენერგია სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

თამთა მეგრელიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 22:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტებით დასტურდება, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმასთან ერთად მისივე სცენარის ნაწილი, საკუთარი თავის გატაცებაც იყო

,კიდევ ერთხელ, გამოჩნდა, რომ ეს არის უსისხლო კაცი, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა და მიდის, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოპარვის ფაქტს.